TOP 10 საჭმელი, რომელიც კარგ ხასიათზე დაგაყენებს

ამ ბოლო დროს ხშირად ვარ ცუდ ხასიათზე, ალბათ გადაღლილობის ბრალია. ხშირად მეგობრებს და მუსიკას გამოვყავარ მდგომარეობიდან, მაგრამ ახლახან წავაწყდი სტატიას, რომელიც კიდევ ერთი დამატებითი საშუალებაა დადებითი განწყობის შექმნისთვის და ამასთანავე ჯანსაღ კვებასაც გვპირდება.ზოგიერთი საჭმლის ჭამა ადამიანთა ჯანმრთელობას აუარესებს და ასევე შეიძლება ცუდ ხასიათზეც კი დაგვაყენოს. ხოლო როცა ვიტამინებით და მინერალებით სავსე საჭმელს მიირთმევთ, თქვენს ჯანმრთელობასაც არგებთ და კარგ ხასიათზეც მოხვალთ:)food

10. შვეიცარული მსხალი

ეს კერძი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს. მაგნიუმი საკვებს ნოყიერს ხდის და გარდა ამისა ის არის განუყოფელი ნაწილი იმ ბიოქიმიური რეაქციებისა, რომლებიც ზრდიან ადამიანის ენერგიას. 2009 წელს “Australian and New Zealand Journal of Psychiatry”-ში გამოქვეყნებულ კვლევაში დაადგინეს, რომ მაგნიუმის ნაკლებობა ადამიანის სხეულში იწვევს დეპრესიას.

9. ლურჯი კარტოფილი( არ მსმენია მსგავსი კარტოფილის შესახებ არასდროს)

ეს პროდუქტი მთელი მსოფლიოს მაშტაბით მაღაზიებში ძნელი საპოვნელია. თუმცა, ის შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს- ანტოციანინებს. ანტოციანინი უზრუნველყოფს ნეირონთა დაცვას და ასევე იცავს ტვინს ანთებისგან. ლურჯი კარტოფილი ადამიანს იცავს დეპრესიისგან და სკლეროზისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის მწყობრ მუშაობას და სხეულს ამარაგებს იოდით.

8. ხამანწკები

ხამანწკები შეიცავს ზომაზე დიდი რაოდენობით B12 ვიტამინს, სელენიუმს, იოდს, ცილას და თუთიას. იოდი, სელენიუმი და თუთია ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ მოქმედებას. ვიტამინი B12 აძლიერებს თავის ტვინის ნერვულ უჯრედებს.

7. შავი შოკოლადი

შავ შოკოლადს ადამიანის სხეულისთვის მოაქვს სარგებელი, რაც არ აქვს რძიან და გერმანულ შოკოლადს. შავი შოკოლადი აუმჯობესებს სისხლის მოქმედებას ტვინში და უზრუნველყოფს კონცენტრაციისა და განწყობის მყისიერ მომატებას. მუქი შოკოლადი მოგანიჭებთ ენერგიას და გახდებით უფრო აქტიურნი.

6. ბერძნული იოგურტი

კალციუმი, რომელსაც შეიცავს ბერძნული იოგურტი დიდი რაოდენობით, ეხმარება ადამიანის ტვინს, რომ გამოიმუშავოს ნეიროტრანსმიტერები, რაც თავის მხრივ ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებს. ბერძნული იოგურტი ასევე შეიცავს ნაკლები რაოდენობის ცილას, ვიდრე ჩვეულებრივი იოგურტი.

5. სატაცური

სატაცური შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავას, რაც ასევე ხელს უწყობს ნეიროტრანსმიტერების გამომუშავებას

4. თაფლი

ჯანმრთელობისთვის თაფლი გაცილებით უკეთესია, ვიდრე შაქარი. თაფლი შეიცავს დიდი რაოდენობით კომფეროლს და ქორცეტინს, რომლებიც ადამიანს ეხმარება თავიდან აიცილოს დეპრესია. თუმცა თაფლი სისხლში შაქრის მაჩვენებელს გაცილებით მეტად ზრდის, ვიდრე შაქარი.

3. პომიდორი

ყველა სახის პომიდორი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ლიკოპენი ჰქვია. ლიკოპენი არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ზოგადად იცავს თავის ტვინს. ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი იქნება, თუ პამიდორს შეჭამთ ზეითუნის ზეთთან ერთად. ზეითუნის ზეთი ზრდის სხეულის მიერ ლიკოპენის შეწოვის სიჩქარეს.

2. კვერცხი

კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიას, ვიტამინ B-ს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და ცილებს. კვერცხს ადამიანისთვის მარტო ენერგიის მომატება კი არ შეუძლია, მას შეუძლია ადამიანი სხვა პროდუქტებთან შედარებით დიდი ხნის განმავლობაში დაანაყროს.

1. ქოქოსი9a85cb31c8ba

მიუხედავად იმისა, რომ ქოქოსი ხშირად გვხვდება არაჯანსაღ დესერტებში, ის შეიცავს საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებს. საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები არის სპეციალური ცხიმები, რომლებიც ზოგადად უზრუნველყოფს ადამიანის კარგ განწყობას და ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას.

მასალა მოძიებულია http://www.ucnauri.com-ზე

This entry was posted in რჩევები, ჯანსაღი საკვები and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to TOP 10 საჭმელი, რომელიც კარგ ხასიათზე დაგაყენებს

  1. თათი♥ ამბობს:

    ვაიმეეეე მმმ… მომინდააა … შავი შოკოლადიიიი ^_^ ^_^
    შოკოლადი ჩემი სუსტი წერტილია 🙂 🙂 🙂

    • sal4you ამბობს:

      ხოო ჩემიც,, ვის არ უყვარს, ცოტა მეგულება ასეტი ადამიანი,, მაგრამ საკვებს თუ ამდენი შეეძლო რასაც პოსტიი გვეუბნებაა არ მეგონაა

  2. mmandzulashvili ამბობს:

    მე პომიდორსა და სატაცურს ვეთანხმებიი და სხვა ა რ ვიციი 🙂

დატოვე კომენტარი