ნუნისი

ჩემო მკითხველო გადავწყვიტე ჩემი ბლოგისთვის დამემატებინა ახალი კატეგორია, კერძოდ, გამაჯანსაღებელი კურორტები. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პოსტები გამოგვივა, თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს.

გამაჯანსაღებელი და ბუნების სილამაზით სახელგანთქმული ბალნეოლოგიური კურორტი “სამთა ნუნისი” ბორჯომ–ხარაგაულის ტყე პარკის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, ლიხის (სურამის) ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 750მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტს კვეთს მდინარე ნუნისის წყალი. 

ნუნისი ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალურ(ბალნეოლოგიური)წყლებით.იგი განთქმულია ისტორიული ღირსშესანისნაობებითა და ბუნებრივად თბილი მინერალური გოგირდოვანი წყლით.ნუნისის წყალს  თავისი შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. მისი აბაზანები ცნობილია ,როგორც შეუცვლელი საშუალება კანის ქრონიკული დაავადებების , საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიებისა და სისხლნაკლებობის სამკურნალოდ. ჯანმრთელი კანის შემთხვევაში მიიღწევა კანის ხარისხის აშკარა გაუმჯობესება და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. ნუნისის მინერალური წყლის მკურნალობის ჩვენებებეს წარმოადგენს: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი,სებორიული დერმატიტის, ქრონიკული ჭინჭრის ციება, წითელი ბრტყელი ლაქები, ნერვოზები, პერიფერიული სისტემის დაავადებები (რადიკულიტი, ნევრიტი, ნევრალგია). აქ დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებთ. კურორტი არსებობს 1856 წლიდან. აქ შესაძლებელია ზვარეს მინერალური წყლის დალევაც. ზვარეს წყალი ასევე სამკურნალოა და ის დაბალ მჟავიანობას აბალანსებს.

ბალნეოკლიმატო-თერაპია ნუნისის უნიკალური ჰავისა და წყლის მოქმედებით აღდგენითი პროცესების პროვოცირებას გულისხმობს. თერაპიის შედეგად, რეგულირდება ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმი თავისუფლდება სტრესებისგან, მშვიდდება ნერვული სისტემა.

თერაპიის ხანგრძლივობა 14-20 დღეა. თერაპიის ფარგლებში პაციენტი იღებს 14-18 აბაზანას. თითოეული აბაზანა 15-20 წუთს გრძელდება.

ბალნეოთერაპიის პროცესში გამორიცხულია მედიკამენტური მკურნალობა.

იშვიათ შემთხვევებში, 4-5 აბაზანის შემდეგ, პაციენტებში ვლინდება ადგილობრივი რეაქცია. იმატებს ქავილი, ინფილტრაციისა და ჰიპერემიის ხარისხი. მოცემულ სიტუაციაში, პაციენტებს ენიშნებათ გარეგანი ლოკალური საშუალებები, რის შემდეგაც ჩივილები განიცდის უკუგანვითარებას.

ნუნისის სამკურნალო მინერალური წყაროების ამოსავალი წერტილები განლაგებულია მდინარე ნუნისის წყლის მარცხენა სანაპიროს ფერდობზე, წყლის დონიდან 6-15 მეტრზე, მდინარე ზვარულას შესართავთან.

ქიმიური ანალიზით დადგინდა, რომ წყლის ქიმიური შემადგენლობა არ იცვლება.

ნუნისის წყალი შედარებით მაღალი ტუტიანობით (- PH 8,3 – 8,4) ხასიათდება. ის ღრმად აღწევს კანის ქსოვილში და ხელს უწყობს კანში რქოვანი ფენების დაშლას.

წყალი შეიცავს გახსნილ გაზს 20-28 მილიგრამის ფარგლებში. მასში ჭარბობს აზოტი და ნაკლები ოდენობითაა მეთანი და გოგირდწყალბადი.მიუხედავად იმისა, რომ წყლის მინერალიზაცია დაბალია, შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა ამონიუმი, კალიუმი, ბრომი, ბორის მჟავა და სხვა. კვლევის შედეგად, მასში აღმოჩენილია იოდისა და მარგანეცის იონებიც.


გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის.

კურორტ ნუნისში მიიღებთ ესთეტიურ თერაპიასაც. საოცარი ბუნება დაგამშვიდებთ და უფრო ჯანმრთელს გაგხდით.

ჩემი პირადი გამოცდილებიდან ნუნისი ნამდვილად შეუდარებელი ადგილია განტვირთვისა და რელაქსაციისთვის.  ზედმეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ საიტს http://www.nunisi.ge

This entry was posted in სამკურნალო კურორტები. Bookmark the permalink.

10 Responses to ნუნისი

  1. მაკო ხარშილაძე says:

    saintereso postia.:))))) shesanishnavi adgilia da martlac dzalian kargi iqneba aq dasveneba:))))

  2. manveel says:

    მართლაც, რომ კარგი კურორტები გვაქვს..ნუნისში ჩემი ნათესავი გაუშვეს ადრე სამკურნალოდ ხელები დახეთქიკი ჰქონდა და უშველა ამ კურორტმა..:))

  3. manveel says:

    me ar var namyopii..((

  4. MaNvEeL says:

    xoo suramshic aranaklebi haeriiaa..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s