მომეცით ხელი და გეტყვით რა გტკივათ

ხელისგულო, ხელისგულო, გეკითხები და მიპასუხე რა მტკივა? რა უცნაური კითხვაა, მაგრამ თუ ექსპერტებს დავუჯერებთ თურმე ხელზე, როგორც წიგნზე, არამხოლოდ ბედის, ჯანმრთელობის წაკითხვაც შეიძლება. მაშ გავიგოთ რა დიაგნოზს დაგვისვამს ჩვენივე ხელის გულები, საინტერესოა და ცოტა უცნაურიც წითელი ხელისგული ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების მაჩვენებელია.

*წითელი ხელისგული ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების მაჩვენებელია.

* მარმარილოსფერი – ნერვულ სისტემაში უთანხმოებაზე მიუთითებს.

*მოყვითალო ხელისგული ღვიძლში ან ნაღვლის ბუშტში პათოლოგიური ცვლილებების სიმპტომია.

* ხელის მტევნის ზურგის მხარეს ყავისფერი ლაქები ნაღვლის ბუშტის მუშაობაში გაჩენილი პრობლემის ნიშანია.

* ხელის მტევანსა და განსაკუთრებით ხელისგულზე წვრილ ფენებად აქერცვლა F და V ვიტამინების ნაკლებობის მაჩვენებელია. ხელისგულზე მსხვილად აქერცვლის შემთხვევაში დერმატოლოგს მიმართეთ – ხელებზე სოკო დაბინავდა!

* ხელისგულებში “ჭიანჭველების ცოცვის” სინდრომი ენდოკრინული სისტემის დისფუნქციის დროს ჩნდება.

* სველი ხელები ფარისებური ჯირკვლის ჰიპერფუნქციაზე მიუთითებს.

* ხელისგულებზე კანის სიმშრალე და სიფერმკრთალე, პირიქით, შესაძლებელია ფარისებური ჯირკვლის ჰიპოთირეოზის ან დიაბეტისკენ წინასწარგანწყობის ნიშანი იყოს.

ხელის ფორმა :

* ფართო ხელისგული – მაგარი ჯანმრთელობის ნიშანია, მაგრამ ზოგჯერ ფართო ხელისგულებისა და მოკლე თითების მქონე ადამიანებს მიდრეკილება აქვთ სისხლის მიმოქცევის სისტემაში დარღვევებისკენ, პირველ რიგში, მაღალი არტერიული წნევისკენ.

* ვიწრო ხელისგული ფერმკრთალი, ნატიფი თითებით, ჩვეულებრივ, ფაქიზი ნერვული ორგანიზაციის ადამიანებს აქვთ. ისინი ფხიზლად რეაგირებენ ტემპერატურის ცვლილებებსა და ატმოსფერულ წნევაზე, საათის გადაწევაზე, მკვეთრ ბგერებზე, სუნზე, ემოციურ დატვირთვაზე.

* ხელის პატარა მტევანი მიუთითებს, რომ მათი მფლობელების ხშირი დაავადებებია ბრონქიალური ასთმა, სწორი ნაწლავის ანთება და დაბალი არტერიული წნევა.

* შეშუპებული და მტკივნეული სახსრები, რომლებსაც სიწითლეც ერთვის, პოლიართრიტის აშკარა გამოვლენაა.

* არათითისა და სალოკი თითის მეორე და მესამე ფალანგებს შორის სახსრებში ტკივილი მუხლის სახსრების სერიოზული დაავადების სწრაფ აღმოცენებაზე მიგვანიშნებს. თქვენი ამოცანაა მისი თავიდან აცილება მოასწროთ.

თითები:

* ნეკა თითების ხშირი დაბუჟების დროს კარდიოლოგს მიმართეთ. პრობლემა დაკავშირებულია გულ–სისხლძარღვთა დაავადებებთან.

* დაბუჟების შეგრძნება ცერა თითებში სასუნთქი სისტემის სისუსტეზე მიუთითებს.

* მეწამულისფერი თითის წვერები იმის სიგნალია, რომ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე იზრუნოთ. ხოლო მოყავისფრო ან მოლურჯო ფერი მიგანიშნებთ, სასწრაფოდ მიაქციოთ ყურადღება თირკმლებსა და ფილტვებს.

* მარჯვენა სალოკი თითის გვერდითი ზედაპირის ქავილი სწორი ნაწლავის პრობლემებზე მეტყველებს.

* სალოკი თითის ზურგის ზედაპირზე კანის სიმქისე ნაღვლის ბუშტთან უთანხმოებას მოწმობს.

დიდი მადლობა ჯანმრთელობის ინფოს, რომელიც ფაქტების შეგროვებაში დამეხარა.

This entry was posted in ეს საინტერესოა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to მომეცით ხელი და გეტყვით რა გტკივათ

  1. manveel says:

    sainteresoa dzaliaan..me titqmis yvelaperis xelebi maqvs xolmee..:D

  2. manveel says:

    რავქნა სალო ხან როგორი ფერი მაქვს ხელებზე ხან როგორი..:დ

  3. საინტერესო პოსტია ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s