ფიგურული სრიალი

ფიგურული სრიალი, ჩემი უსაყვარლესი სპორტის სახეობა, რომელიც ჩემი გადმოსახედიდან უამრავ ენერგიას, ძალისხმევას, შრომას გულისხმობს. რთულია იყო კარგი მოციგურავე, რადგან სანამ ამ სტატუსს მოგანიჭებენ დიდი გზა უნდა განვლო. მკითხველო მინდა გესაუბროთ სპორტის ამ ერთობ საშიშ და საინტერესო სახეობაზე. მინდოდა უცნაური ფაქკები შემეგროვებინა, მაგრამ ვერაპერი ვნახე გარდა ვიდეოებისა და ამიტომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ინფორმაციას მოგაწვდით.

ფიგურული სრიალი არის სპორტი, რომელშიც სრიალებენ როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში. ისინი აკეთებენ ტრიალებს, ნახტომებს, ნაბიჯებს და სხვადახვა რთულ მოძრაობებს ყინულზე. ფიგურულ სრიალში ტარდება სხვადასხვა დონის შეჯიბრებები: ეროვნული, ლოკალური და ოლიმპიური. ეს დონეები კიდევ იყოფა ორ ნაწილად: პროფესიონალური და იუნიორი.

ფიგურული სრიალი ასევე არის დაკავშირებული შოუ ბიზნესთან. ვერშემდგარი და ვეტერანი სპორტსმენები აწყობენ სხვადახვა შოუებს, აფორმებენ სიმღერებს კლიპებს, ართობენ ბავშვებს და ა.შ.

ოლიმპიადაზე (და არამარტო), ფიგურული სრიალი იყოფა რამდენიმე დისციპლინად:

  • ინდივიდუალური – ქალები და კაცები ინდივიდუალურად ეჯიბრებიან ერთმანეთს. ქალები ცალკე, კაცები ცალკე. შეჯიბრება გრძელდება ორი დღე. პირველ დღეს ისინი ასრულებენ მოკლე პროგრამას რომელიც დაახლოებით 2 წუთამდე ხოლო გრძელი პროგრამა  3 წუთზე მეტ ხანს გრძელდება.
  • წყვილი (მოცეკვავე) – მოცეკვავე წყვილი (ერთი კაცი და ერთი ქალი) არ ასრულებენ ნახტომებს. მათ ევალებათ სინქრონულად შეასრულონ ტრიალი, მერცხლები, ნაბიჯები და ა.შ. შეჯიბრი გრძელდეა 3 დღე. პირველ დღეს ისინი ასრულებენ მოკლე პროგრამას რომელის გრძელდება 2 წუთი, გრძელი პროგრამა რომელიც გრძელდება 3 წუთზე მეტ ხანს და თავისუფალი პროგრამა. მესამე დღეს წყვილს ეძლევა უფლება წარმოადგინონ თავისი თემატიკის პროგრამა, განუსაზღვრელი დროით და ილეთებით.
  • წყვილი (სპორტული) – სპორტული წყვილი ვალდებულია გააკეთოს არამარტო ნახტომები არამედ შეასრულოს სახიფათო ილეთები და რაც მთავარია სინქრონში. შეჯიბრება გრძელდება ორი დღე მოკლე პროგრამა რომელიც ორ წუთს, ხოლო გრძელი პროგრამა 3 წუთზე მეტ ხანს გრძელდება.

ციგურები: ბევრს ჰგონია რომ ციგურები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. ალბათ შეგიმჩნევიათ ციგურების ცხვირზე პატარა ,,წვეტები” რომელიც ეხმარება მოციგურავეს ნახტომების შესრულებაში. რაც უფრო დიდია ციგურების ცხვირი მით უფრო მეტი ნახტომის შესრულება შეგიძლია.

ნახტომები: ნახტომები ყველაზე მთავარი კომპონენტია პროგრამაში. აქსელი, ტულუპი, სალხოვი, ლუთსი, რითბერგერი და ფლიპი. აქედან ყველაზე მთავარი პროგრამაში არის ლუთსი და ტულუპი. ნახტომები ჩათვლილად ითვლება მაშინ როდესაც ნახტომს შეასრულებ ტექნიკურად სწორად და შეასრულებ 2-3 ტრიალს ჰაერში. მამაკაცების ერთეული ნაწილი შეჯიბრებებისას ასრულებენ 4 ტრიალს.

ყინული: სტანდარტული ყინულის ზომა არის 70X30. მთლიან მოედანზე არის დასხმული გამოხდილი წყალი რაც უფრო არბილებს ყინულს და უფრო ადვილს ხდის მასზე სრიალს.

საქართველოშიც არის ასეთი ყინული (არაგაბერილი) თუმცა ზომით სტანდარტულ ყინუთან შედარებით სიგრძეში შვიდჯერ ხოლო სიგანეში სამჯერ ნაკლებია 10X10. თუ თქვენც გექნებათ სურვილი ეზიაროთ ულამაზეს სპორტს შეგიძლიათ მიბრძანდეთ.

 

This entry was posted in სპორტი. Bookmark the permalink.

7 Responses to ფიგურული სრიალი

  1. მეც ძალიან მიყვარს ეს სპორტის სახეობა და კიდევ ბევრი საინტერესო რამ გავიგე,რაც არ ვიცოდი…მადლობა ამისთვის:)))

  2. მაკო ხარშილაძე says:

    dzalian lamazi sportis saxeoobaa da dzalian miyvarss❤ :))))))))) cudia rom eg bedniereba chven qalaqs ar aqvs :(((((

  3. ძალიან მიყვარს ეს სპორტის სახეობა,,,ძალიან საინტერესო სტატიაა სალლ….მადლოობბ ამისთვის :*::*:*:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s