სიმსუქნის შენიღბული თვისებები

simsuqne_01ქრონიკული გამოუძინებლობა
მუდმივად გამოუძინებელი ადამიანის ორგანიზმი კარგავს ძალების სრულფასოვანი აღდგენის და ენერგეტიკული მარაგის რაციონალური გამოყენების უნარს. სტრესი, ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაცია, პროვოცირებას უწევს ცხიმების დაგროვებას, რადგან იმ ჰორმონთა დიდი ნაწილი, რომლებიც მადას აქვეითებს და ცხიმების წვას იწვევს, მთელი დატვირთვით სწორედ მაშინ მუშაობს, როდესაც გვძინავს.

 როგორ მოვიქცეთ?

 -აუცილებელია გამოძინება, თხუთმეტ წუთიანი სრულფასოვანი ძილიც კი საგრძნობლად უწყობს ხელს ამ პრობლემის მოგვარებას. აუმჯობესებს განწყობას, ზრდის შრომის უნარს და აქვეითებს მადას.

არასწორი კვება
კალორიების თვლას მივეჩვიეთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ რაციონის შედგენისას მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია, თუ ადამიანს გონივრულ დიეტაზე ყოფნისას გამუდმებით აწუხებს შიმშილი, ესე იგი რაციონში არ არის საკმარისი ცილა. ადამიანები, რომელთა რაციონში ცილის შემცველობა არ აღემატება 10%-ს, იღებენ მათზე 260-300 კალორიით მეტს, ვიდრე ისინი, რომელთა რაციონშიც ცილის წილი 15%-ია. სიფრთხილე გმართებთ ხილთან. ჩვეულებრივი ვაშლი შესაძლოა გაცილებით მეტ ნახშირწყლებს შეიცავდეს, ვიდრე გვგონია.

როგორ მოვიქცეთ?
შეადგინეთ ისეთი რაციონი, რომ მასში შედიოდეს ცილა – არანაკლებ 15%-ისა, მდიდარი იყოს რძის ნაწარმითა და ხორცით, ხილს ბოსტნეული ამჯობინეთ.

ჰორმონული დაავადებები
ცნობილია ათზე მეტი ჰორმონი, რომელთა დისბალანსიც წონის მატებას იწვევს. ყველაზე ხშირად ეს სამი სცენარით ხორციელდება:

1. ყველაზე გავრცელებეული დაავადება, რომელიც წონის მატებას უკავშირდება ჰიპოთირეოზია – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა დეფიციტით გამოწვეული პათოლოგია, რომელიც ანელებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და იწვევს წონის პარადოქსულ მატებას მინიმალური მადის ფონზე. ქალები ჰიპოთირეოზით 10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან.
2. კუშინგის სინდრომი – ამ დროს მომატებულია ჰორმონ კორტიზოლის დონე, ეს ჰორმონი კი წონის მატებას იწვევს.
3. სასქესო ჰორმონების დეფიციტი ხელს უშლის უკვე დაგროვილი ჭარბი კილოგრამების მოცილებას.
როგორ მოვიქცეთ?

წელიწადში ორჯერ გაიზომეთ სისხლში ფარისებრი ჯირკვლისა და სასქესო ჰორმონების დონე. დაბოლოს: ადამიანი იმ საკვებს ეტანება, რომელიც ყველაზე ხშირად ხვდება მისი თვალთახედვის არეში, ასე რომ, გადამალეთ ყველაფერი, რაც თქვენს გარეგნობას ვნებს.

http://www.mkurnali.ge

This entry was posted in ეს საინტერესოა, რჩევები, ჯანსაღი საკვები and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s