the first place

blue-ribbonsუბედნიერესი ვარ, როგორც იქნა დასრულდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ჩემი მოკრძალებული ბლოგი დაიბადა. ჩემს კატეგორიაში ( ჯანსაღი ცხოვრების ადვოოკატი) ბლოგმა პირველი ადგილი დაიკავა. უბედნიერესი ვარ, რადგან დამიფასდა რამდენიმეთვიანი მართლა მძიმე შრომა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს გამარჯვება, პირველ  რიგში, თქვენი, ჩემი მკითხველის აქტიურობის დამსახურებაა. მადლობა ყველას ვინც ერთხელ მაინც უბრალოდ თვალი გადაავლეთ ჩემს პოსტებს, კიდევ უფრო დიდი მადლობა მათ ვინც კითხულობდა და აქტიურობდა, გამოთქვავდა საკუთარ აზრებს. უღრმესი მადლობა ph international-ს, ბილიკს, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდითაა და დიდ როლს თამაშობს თითოეული ამ კონკურსის და პროგრამის მონაწილე ბავშვების ცხოვრებაში.  მადლობა ჟანა ეგაძეს, რომელიც ყველა კითხვას პასუხობდა და გვეხმარებოდა სხვადასხვა საკითხში. ვულოცავ ჩემს მეგობრებს, რომლებმაც ჩემთან ერთად წარმატებას მიაღწიეს მედეას, თაკოს და მაკოს. ძალიან მიყვარხართ. ეხლა კი ამ  ემოციურად დატვირთულ სამადლობელს თვენი ნებართვით დავასრულებ. ( გაგიჟებული და ბედნიერიიი ვაააარ,,, ურაააა)

Posted in სხვა | 8 Comments

chaT..

chatმოგესალმებით ჩემო კარგებო. ჩემს ბლოგზე  საუბრებისa და საკუთარი აზრის გამოთქმის კატეგორია საკმაოდ კარგად მუშაობს და ეს მახარებს. ეხლა მინდა კვლავ იმატოს აქტიურობამ და თქვენი აზრი დააფიქსიროთ შემდეგ კითხვაზე.

ბევრი კითხულობს ჩემს ბლოგს და ყოვედღიურად ეცნობა სიახლეებს, ზოგიც უბრალოდ თვალს ავლებ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაინტერესებს რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი, რამდენად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თქვენს ყოველდღიურობაში და გეხმარებათ თუ არა ჩემი ბლოგის თემები, უფრო მეტი გაიგოთ და გამოიყენოთ პრაქტიკაში?

Posted in (Chat) ვისაუბროთ | 6 Comments

TOP 10 საჭმელი, რომელიც კარგ ხასიათზე დაგაყენებს

ამ ბოლო დროს ხშირად ვარ ცუდ ხასიათზე, ალბათ გადაღლილობის ბრალია. ხშირად მეგობრებს და მუსიკას გამოვყავარ მდგომარეობიდან, მაგრამ ახლახან წავაწყდი სტატიას, რომელიც კიდევ ერთი დამატებითი საშუალებაა დადებითი განწყობის შექმნისთვის და ამასთანავე ჯანსაღ კვებასაც გვპირდება.ზოგიერთი საჭმლის ჭამა ადამიანთა ჯანმრთელობას აუარესებს და ასევე შეიძლება ცუდ ხასიათზეც კი დაგვაყენოს. ხოლო როცა ვიტამინებით და მინერალებით სავსე საჭმელს მიირთმევთ, თქვენს ჯანმრთელობასაც არგებთ და კარგ ხასიათზეც მოხვალთ:)food

10. შვეიცარული მსხალი

ეს კერძი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს. მაგნიუმი საკვებს ნოყიერს ხდის და გარდა ამისა ის არის განუყოფელი ნაწილი იმ ბიოქიმიური რეაქციებისა, რომლებიც ზრდიან ადამიანის ენერგიას. 2009 წელს “Australian and New Zealand Journal of Psychiatry”-ში გამოქვეყნებულ კვლევაში დაადგინეს, რომ მაგნიუმის ნაკლებობა ადამიანის სხეულში იწვევს დეპრესიას.

9. ლურჯი კარტოფილი( არ მსმენია მსგავსი კარტოფილის შესახებ არასდროს)

ეს პროდუქტი მთელი მსოფლიოს მაშტაბით მაღაზიებში ძნელი საპოვნელია. თუმცა, ის შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს- ანტოციანინებს. ანტოციანინი უზრუნველყოფს ნეირონთა დაცვას და ასევე იცავს ტვინს ანთებისგან. ლურჯი კარტოფილი ადამიანს იცავს დეპრესიისგან და სკლეროზისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის მწყობრ მუშაობას და სხეულს ამარაგებს იოდით. Continue reading

Posted in რჩევები, ჯანსაღი საკვები | Tagged , , , , , , , , , | 4 Comments

სიმსუქნის შენიღბული თვისებები

simsuqne_01ქრონიკული გამოუძინებლობა
მუდმივად გამოუძინებელი ადამიანის ორგანიზმი კარგავს ძალების სრულფასოვანი აღდგენის და ენერგეტიკული მარაგის რაციონალური გამოყენების უნარს. სტრესი, ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაცია, პროვოცირებას უწევს ცხიმების დაგროვებას, რადგან იმ ჰორმონთა დიდი ნაწილი, რომლებიც მადას აქვეითებს და ცხიმების წვას იწვევს, მთელი დატვირთვით სწორედ მაშინ მუშაობს, როდესაც გვძინავს.

 როგორ მოვიქცეთ?

 -აუცილებელია გამოძინება, თხუთმეტ წუთიანი სრულფასოვანი ძილიც კი საგრძნობლად უწყობს ხელს ამ პრობლემის მოგვარებას. აუმჯობესებს განწყობას, ზრდის შრომის უნარს და აქვეითებს მადას. Continue reading

Posted in ეს საინტერესოა, რჩევები, ჯანსაღი საკვები | Tagged | დატოვე კომენტარი

ჭარბი წონის მართვა- მაყვალა მაისურაძე

ჭარბი წონა, სიმსუქნე და მოხდენილი სხეულისკენ სწრაფვა დღევანდელი საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.  ჩვენ ვიცავთ დიეტებს, ვზღუდავთ კვების რაციონს, მაგრამ საინტერესოა რას  ფიქრობენ ამაზე მედიცინის წარმომადგენლები ისევ და ისევ. მოვუსმინოთ ოჯახის ექიმ მაყვალა მაისურაძეს. მას შემდეგ რაც მან გაიგო ჩემი ბლოგის მთავარი მიზნის და მნიშველობის შესახებ საკუთარი ინიაციატივით გვესაუბრა  თუ როგორ უნდა ვაკონტროლოთ სიმსუქნე.

Posted in ვიდეოები, ინტერვიუები | Tagged , , , , | 2 Comments

ინტერვიუ ოჯახის ექიმ, მაყვალა მაისურაძესთან

ვირუსული დაავადებები და მის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა დღესდღეობით. ყოველდღიურად შიდსით და ცე ჰეპატიტით უამრავი ადამიანი იღუპება. საინტერესოა რას ფიქრობენ ამ თემის ირგვლივ მედიცინის წარმომადგენლები. ინტერესი რომ დამეკმაყოფილებინა ვეწვიე სურამის პოლიკლინიკას და ინტრევიუ ავიღე ოჯახის ექიმ მაყვალა მაისურაძისგან. დანარჩენი კი იხილეთ ვიდეოს სახით( ხარიხის გამო ნუ გამკიცხავთ, მთავარია იდეა)

Posted in ვიდეოები, ინტერვიუები | Tagged , , , , , , | 14 Comments

რაში გვეხმარება საკვები?

საკვები ზრდისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია, მაგრამ არის კონკრეტული საკითხები, რომელსაც განსაკუთრებულად აუმჯობესებს ესა თუ ის საკვები.

რაში გვეხმარება საკვები?

მეხსიერება

სტაფილო

696da6262259c9fca4f0f695b363ef3f (1)

სტაფილო ასტიმულირებს ტვინში ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს მეხსიერებას, განსაკუთრებით აადვილებს დაზეპირებას.
af8c8c4150d388a6bfa7ff297e60f3e8ანანასი მსახიობებისა და მუსიკოსების საყვარელი ხილია. მას, ვისაც დიდი მოცულობის ტექსტის დამახსოვრება უწევს, ბევრი ც ვიტამინი სჭირდება, ანანასში კი ის უხვად არის. გარდა ამისა, ეს ხილი თითქმის უკალორიოა – 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება სულ 56 კილოკალორიას უდრის, ამიტომ პრაქტიკულად არ ასუქებს. მეხსიერების გასაუმჯობესებლად საკმარისია დღეში ერთი ჭიქა ანანასის წვენი.
ავოკადო
ავოკადო მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რის წყალობითაც ხანმოკლე მეხსიერების ენერგიის წყაროს წარმოადგენს (მაგალითად, გეგმის შედგენისას ან პროდუქტების სიის ჩამოწერისას რამე რომ არ გამოგვრჩეს). ეფექტისთვის დღეში ნახევარი ავოკადო საკმარისია. Continue reading

Posted in რჩევები, ჯანსაღი საკვები | Tagged , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი