აირჩიე თხილამური

თხილამური გაცილებით ადრე გამოიგონეს, ვიდრე მიხვდებოდნენ, რამხელა სიამოვნებაა სრიალი. შვედეთში არქეოლოგებმა 4500 წლის წინანდელი სათხილამურო აღჭურვილობა აღმოაჩინეს, თუმცა გამოქვაბულების მოხატულობა გვაფიქრებინებს, რომ თოვლზე სასიარულო მოწყობილობას უფრო ადრეციყენებდნენ. ქვეყნებში, სადაც დედამიწას თეთრ საბანში გახვეულს თვეობით სძინავს, მონადირეებსა თუ მოგზაურებს გადაადგილებაში ეს ფართო და მოკლე დაფები და ერთი დიდი ჯოხი ეხმარებოდა. სათხილამურო სპორტის ზუსტ ასაკს კი ვერავინ გვეტყვის, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს – ეს უკვე კლასიკაა.

ქართველებს საკმაოდ კარგი სათხილამურო ტრადიციები გვაქვს, არც სახელოვანი ოსტატები გვაკლია და არც ბრწყინვალე კურორტები. ბაკურიანმა ნაძვნარის, მზისა და თოვლის შერწყმით უკვე რა ხანია მიიქცია ზამთრის სპორტის მოყვარულთა ყურადღება. არც ისე დიდი ხნის წინ მთელი საბჭოთა კავშირის ნაკრები სწორედ აქ ემზადებოდა მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის.
ბუნებამ კიდევ ერთი უნიკალური კურორტით დაგვაჯილდოვა. ეს გუდაურია. მსოფლიოში  ძალიან ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება 3000 მეტრის სიმაღლეზე ისრიალოთ და დედაქალაქს 100 კმ-ითაც კი არ დაშორდეთ. გერმანიაში უახლოესი სამთო-სათხილამურო კურორტი დედაქალაქიდან 500 კმ-ზეა, შვეიცარიაში – 200 კმ-ზე.
ამხელა სიმდიდრეს, სასურველია, მეტი ყურადღება ექცეოდეს. აქ ჩამოსული უცხოელები აღნიშნავენ, რომ ასეთი ხარისხის თოვლი ევროპაშიც კი ძნელი მისაგნებია, თუმცა ტრასების კეთილმოწყობისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. საბედნიეროდ, სასიკეთო ძვრებიც შეიმჩნევა, თუნდაც გუდაურში ახლახან გახსნილი ღამის ტრასა. საზღვარგარეთის ზამთრის კურორტებმა დიდი ხანია, ასეთი ტრასები მოაწყვეს. მართლაც, როცა დასასვენებლად ხარ ჩასული, სასურველია, ღამითაც შეგეძლოს არ მოწყდე საყვარელ გასართობს.

სათხილამურო ტრასები, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც შესაბამისად არის კლასიფიცირებული. მათ რუკებს სასტუმროებში მოგაწვდიან.
მწვანე ტრასა დამწყებთათვის და სწავლის მსურველთათვის არის განკუთვნილი. უკეთ, ეს ტრასა კი არა, ფართო, გაშლილი, ოდნავ დაქანებული ფერდობია მონიშვნების გარეშე. ლურჯი ფერით იოლი ტრასა აღინიშნება, წითლით – საშუალო სირთულის, შავი ფერით აღნიშნული ფერდობი კი მხოლოდ ექსპერტებისთვისაა.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სათხილამურო სპორტი საკუთარი თავის მაქსიმალურად ზუსტ შეფასებას მოითხოვს. ეს საკმაოდ ტრავმული სპორტია, ამიტომაც დაივიწყეთ ტრადიციული ქართული ქედმაღლობა და რთულ ტრასებს მხოლოდ მაშინ შეეჭიდეთ, როცა საკუთარ თავში საამისო ძალას და ოსტატობას იგრძნობთ.
სრიალის სწავლა არასდროს არის გვიან. პირადად მე საერთოდ არ ვმდგარვარ თხილამურებზე. თუმცა უდავოა, რომ ეს სპორტი ნებისყოფას, ინსტიქტური შიშის გადალახვას მოითხოვს. ამიტომაც ლოგიკურია, პირველი ნაბიჯები გამოცდილი ინსტრუქტორის მეთვალყურეობით გადადგათ. ახალბედასთვის ჩვეულ სირთულეებს ასე უფრო სწრაფად გადალახავთ. სხვაგვარად შეიძლება საშვილიშვილოდ დაკარგოთ თხილამურებზე დადგომის ხალისი.
რაც შეეხება აღჭურვილობას, სწავლისას ნაქირავებიც გამოგადგებათ, ოღონდ აუცილებლად ხარისხიანი. საკუთარი აღჭურვილობის დაკომპლექტება მერეღა დაიწყეთ, როცა მწარე მოგონებები უკან დარჩება და გადაწყვეტთ, თხილამურებს თქვენს ცხოვრებაში სამუდამო ადგილი მიუჩინოთ.

წყარო: aversi.ge

This entry was posted in სპორტი and tagged , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to აირჩიე თხილამური

  1. marii says:

    auu ra kaiaaaa raa rogor ver movaswarii txilamurebi

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s