ქატო წონაში დასაკლებად და ჯანმრთელობისათვის

როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, ქატო არა მარტო პირუტყვის საჭმელი, არამედ წონაში დასაკლები ეფექტური საშუალებაც ყოფილა. ამ დიეტამ უცებ მოიცვა: ქალაქები სოფლები და ეხლა მე მინდა ჩემს მკითხველს გავაცნო, მისი სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები.   ქატო ყოველთვის ითვლებოდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ნარჩენებად და არა გასტრონომიულ პროდუქტად. თუმცა უკანასკნელ პერიოდში დიეტოლოგების მიერ რეკომენდირებულმა ქატოს სასარგებლო თვისებებმა ის საკმაოდ პოპულარულ პროდუქტად აქცია.

დიეტოლოგების თვალსაზრისით ყველა ტიპის ქატოა სასარგებლო, თუმცა უპირატესობა მაინც ხორბლის ქატოს ენიჭება, ასევე გამოყოფენ შვრიის ქატოსაც. სწორედ მათ ჩართვას ურჩევენ დიეტოლოგები დიეტურ რაციონში. ერთერთი ცნობილი დიეტა, რომლის დროსაც რეკომენდირებული შვრიის ქატოს ჩართვა დუკანის დიეტაა, რომელიც ძირითადად ცილოვან რაციონზეა აგებული და ქატოს მიღება აუცილებელია ყაზბობის თავიდან ასაცილებლად.

ქატო ადამიანისათვის აუცილებელ და სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს – B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, E ვიტამინს, კალიუმს, მაგნიუმს, ქრომს, თუთიას, სპილენძს, სელენს და სხვ.

გარდა იმისა, რომ ქატო ორგანიზმს ასუფთავებს, რაც თავისთავად აუცილებელი და სასიამოვნო ფაქტია, საკვები უჯრედისი სწრაფი დანაყრების ეფექტსაც ქმნის. ქატო მიიზიდავს სითხეს, ფუვდება და ავსებს კუჭს, რის შედეგადაც ითრგუნება შიმშილის გრძნობა. ქატო აჩქარებს კუჭ-ნაწლავის პერესტალტიკას, რის გამოც მცირდება საკვების შეთვისება, ანუ მიღებული კალორიები ნაკლები დოზით შეიწოვება. ასევე, უჯრედისი ქმნის კარგ გარემოს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის გასამრავლებლად. ასე რომ ქატოს გამოყენებას დისბაქტერიოზისგან გათავისუფლებაც შეუძლია.

როდის არ შეიძლება ქატოს მიღება?-ქატოს გამოყენება ფრთხილად, ფანატიზმის გარეშეა საჭირო, ზომიერების დაცვით. თუ საკვებში მკვეთრად გაზრდით უჯრედისის რაოდენობას, შეიძლება თავი არასასიამოვნო სიმპტომებმა იჩინოს: მუცლის შებერვა, მეტეორიზმის მომატება, გულისრევა, დიარეა. არაა სასურველი ქატოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღება, ის შეიძლება არამარტო საჭირო ვიტამინებს და მიკროელემენტებსაც შეიცავდეს, არამედ ტოქსინებსაც, მაგ: პესტიციდებს. ამიტომ უმჯობესია პერიოდული კურსის მიხედვით გამოყენება.

ქატოს მიღების წესები-  ქატოს მიღება უმჯობესია მცირე დოზით დაიწყოთ და თანდათან (ოღონდ არანაკლებ ორი კვირის მერე) გაზარდოთ მისი რაოდენობა. რადგან ქატო მოქმედებს მხოლოდ სითხის შეწოვის შედეგად, ამიტომ აუცილებელია მისი გამოყენება წყალთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტი არ იქნება. დაიმახსოვრეთ ეს აუცილებელი პირობა – ქატო წყლის გარეშე არ მუშაობს!

ქატო გასახდომად შემდეგნაირად უნდა გამოიყენოთ. ქატოს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ. წყლის გაგრილების შემდეგ გადაწურეთ, ხოლო ქატო შეჭამეთ ან დაუმატეთ ძირითად კერძს.  დასაწყისში ორგანიზმის ადაპტაციის მიზნით მიიღეთ დღეში სამჯერ ½ ჩაის კოვზი. 2 კვირის შემდეგ დოზა 1 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ. თუ ქატოს ცალკე ჭამთ, უმჯობესია მაშინ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიიღოთ და მიაყოლოთ წყალი. არ გადააჭარბოთ ქატოს სადღეღამისო ნორმას – 30გრ.-ს. გაითვალისწინეთ ქატო უნდა მიიღოთ ან ჭამამდე ან ჭამის დროს. ჭამის შემდეგ მის მიღებას არა აქვს სასურველი ეფექტი.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ქატოს სხვა პროდუქტებთან შეთავსება. მაგალითად, ქატო ჭარხალთან ერთად სასარგებლოა ჭარბწონიანობის, ჰიპერტონიის, თირკმელების დაავადების, დიაბეტის, არითმის და ათეროსკლეროზის დროს.

წყარო: http://www.fitni.ge

This entry was posted in დიეტები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to ქატო წონაში დასაკლებად და ჯანმრთელობისათვის

  1. მე რას ვფიქრობ ანუ შეიძლება კარგია,როგორც ჯანმრთელობისთვის ისე წონაში დასაკლებად , მაგრამ არის მცნება , რომ ადამიანმა ადამიანური საკვები უნდა მიირთვას, რაცაა მიღებული მისი ორგანიზმისთვის ხო? და ასევე ზოგჯერ გვგონია რომ თუ რაღაცამ შედეგი გამიღო უფ ესეიგი კარგია , მაგრამ შეიძლება შემდგომ დიდი ხნის მერე იჩინის თავი ოდესღაც “ჩვენთვის საამაყო ფორმებისთვის” მიღებულმა რაღაც რა მნიშვნელობა აქვს თუნდაც ქატომ და არა მარტო პრობლემა ორგანიძმშ რაც მართლაც საზიანოა

    • sal4you says:

      xoo martlai msjelobaa, magram dietaa bolomdee sasargreblo arcertii araa,.,,tan eqspertebii sjeloben da winaswar afrtcilrben xalxs ra ukuchvenebaa mohyvebaa da danarcheni chvenzeeaa xalxzee

  2. temko says:

    დედაჩემმა დაიკლო ზუსტად 25 კილოგრამი და 8 წელია აგივე დიეტას ინარჩუნებს, მიირთმევს გერკულესის , წიწიბურას ფაფებს. 6 ი სმერე არ ჭამს და პარალელურად ასევე მარილს იშვიათად იკეთებს საკვებში. პურს ჭამს დღეში დაახლოებით 2 ნაჭერს მარტო. ძალიან უყვარს საჭმელი , მაგრამ ვერ რისკავს ისევ ჭამოს ძველებურად გემრიელად, რადგან ნივთიერებათა ცვლა აქვს დარღვეული და ეგრევე იმატებს…

    • sal4you says:

      dzalian sainteresoaa temko,, xoom xshir shemtxvevashi dietebs aset shedegamdee mivyavart,, erti seriozulii dietaa da shemdeg mteli cxovreba dietazee unda viyot..radgan rogor shen tqvi irgveva nivtierebata cvla,,

  3. kesuna says:

    ძალიან გთხოვთ,მიპასუხეთ რა.ქატოს ჭამამდე 20-25 წუთით ადრე ვღებულობ,მანამდე დაყენებული მაქვს,რომ კარგად გაღვივდეს,ანუ 1 სუფრის კოვზსს 150 მლლ წყალს ვასხამ და ვაჩერებ,ჭამამდე ვასხამ ამ წყალს და მასას ვღებულობ.თქვენ რომ გიწერიათ,წყალი დააყოლეთო,ანუ ამ წყლიანად მივიღო თუ ეს წყალი გადავასხა და სასმელ წყალთან ერთად მივიღო ის მასა?

    • sal4you says:

      მოკლედ მე ბევრი ვეძებე რომ თქვენი კითხვა დამეკმაყოფილებინა, რადგან მე როგორც დიეტების ექსპერტი არ შემწევს ძალა ახალი დიეტა გამოვიგონო,, და მინდა გითხრა რომ ქატოს დიეტის უამრავ სახეს წავაწყდი , შენით ალბათ ერთ-ერთი კონკრეტული მართგანია, რომელიც არ საჭიროებს ქატოს მიღების შემდეგ წყლის მიტანებას, წყალი კი ჭირდება შემდეგ ქატოს დიეტის ნაირსახეობას: სამჯერ მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ქატო და მიაყოლეთ ერთი- ორი ჭიქა წყალი. ქატოს მიღებიდან სამი საათის განმავლობაში არ შეიძლება საკვების მიღება. დანარჩენი რაციონი უნდა შედგებოდეს ბოსტნეულისგან, ხილისგან, ბოსტნეულისგან, უცხიმო მოხარშული ხორცისა და თევზისგან, არ დაივიწყო რძის პროდუქტი და თევზი. დიეტა ზალიან მკაცრია და არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.

  4. თეა ძამიაშვილი says:

    sad shevidzinot?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s