მსუქანი ქალი VS გამხდარი ქალი

ჩემო მკითხველო, დღეს ვისაუბრებ პრობლემაზე, რომელიც თითქმის ყველა თინეიჯერს აწუხებს და არა მარტო თინეიჯერებს. წონის კორექცია, პრობლემა, რომელიც სხვადასხვა ასპექტში გვევლინება დროისა და საუკუნის მიხედვით. პირადად ჩემთვის,იყო კარგი აღნაგობის ნიშნავს,იხდენდე იმ სამოსს რასაც ატარებ და დრო უაზროდ არ ფლანგო ინტერნეტში დიეტების ძებნასა და დიეტოლოგებთან განუწყვეტელ სიარულში.  მთავარია ვიხედებით სარკეში და მოგვწონს ჩვენი თავი. წონას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.  პირადად მე,  არც მსუქანი ვარ და არც გამხდარი, მაგრამ გული მაინც  ჩვენთვის ყველასთვის ცნობილ პარამეტრებისკენ მიმიწევს. მინდა დავსუსტდე. აი სწორედ ახლა მივადექით პრობლემას. სიმსუქნე vs სიგამხდრე.

ის რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, ქალის პარამეტრების უახლესმა მოდელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ცნობილია, რომ მსოფლიო მასშტაბით, დღეს მოდის ტენდენცია გამხდარი ქალებიდან სრული აღნაგობის ქალბატონებისკენ გადაიხარა. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს მამაკაცთა უმეტესობა პრიორიტეტს არა გამხდარ, არამედ სრულ ქალბატონებს ანიჭებს.  საინტერესოა რას ფიქრობენ ქართველი მამაკაცები? აღმოჩნდა, რომ მამაკაცთა უმრავლესობა უპირატესობაs სრულ ქალბატონებს ანიჭებს , თუმცა არც მათ მოსაზრებასა და არც მსოფლიოს მოდის შემქმნელთა ტენდენციას ამ საკითხში ქართველი ქალბატონები არ ეთანხმებიან. ჩვენს ქვეყანაში ქალბატონები სილამაზის უალტერნატივო პირობად აუცილებელ სიგამხდრეს მიიჩნევენ. თითოეულ ჩვენგანს გვსმენია, ან გვინახავს, როდესაც ის მანდილოსნებიც კი, რომლებსაც წონის კორექცია არ ჭირდებათ, სისტემატიურად დიეტაზე არიან, ხშირ შემთხვევაში, არასწორი დიეტებით ჯანმრთელობასაც იზიანებენ. ( პირადად მე ასეთ აკვიატებულ აზრს და სიგამხდრისკენ სწრაფვას ნორმალურ ქმედებად ვერ მივიჩნევ)

სამოდელო სახლ „ნიუ ფესის“ ხელმძღვანელი, ქეთევან ჯიშიაშვილი, ქართული მოდის ინდუსტრიაში ერთადერთი აღმოჩნდა, რომლისთვისაც მკაცრად განსაზღვრული პარამეტრების ცვლილება მისაღებია.  ჩვენს ქვეყანაში მოდელის შეფასების კრიტერიუმი, 90–60–90, ჯერ კიდევ ძალაშია. დიზაინერი მიიჩნევს, რომ მთავარია მოდელი მოხდენილი იყოს და სამოსის მომხიბლავად წარმოჩენა შეეძლოს.

ფსიქოლოგები ასკვნიან, რომ ქართველ ქალებს კახექსიური სიგამხდრე თვითდაჯერებულობისთვის ჭირდებათ, რადგან სუსტი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობისთვის სასწორზე დაწერილი ციფრი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარკეში საკუთარი თავის დანახვა.

ასე რომ, ძვირფასო ქალებო, კახექსიური სიგამხდრე არც მოდური და არც მამაკაცებისთვის ყოფილა მოსაწონი. ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას, მსოფლიო მოდის ინდუსტრიის შემქმნელები და მამაკაცები ქალებს, წონის კორექციისას, ოქროს შუალედის დაცვას ურჩევენ.

 

This entry was posted in გამოკითხვა, ეს საინტერესოა, რჩევები, ჯანსაღი ცხოვრების წესი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

18 Responses to მსუქანი ქალი VS გამხდარი ქალი

  1. Ti_ko ამბობს:

    საერთოდ სისულელეა ეს დიეტები ჩემი აზრით, 1 თვეში რომ 35 კილოს იკლებენ უხარიათ და კარგი ჰგონიათ, მერე ერთი ციცქნა რაღაცას შეჭამენ და ორჯერ მეტს იმატებენ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას ხააალხო :)))

    • sal4you ამბობს:

      namdvilad martalii xar,, yvelazee epeqturii da kargi sashvalebaa gaxdomistvis varjishii janmrtelobistvisac sasargebloaa da shedegianic:) magram vai rom dietebii popularobas ar kargavs:))

      • Ti_ko ამბობს:

        ჰო, იმ დღეს დიეტა.ჯიზე ვიყავი შესული და გული გამისკდა 13-14 წლის ბავშვები რა დღეში არიან…

      • sal4you ამბობს:

        არადა ის არ იციან, რომ საფრთხეს უქმნიან ჯანმრთელობას და წინასწარი რეკომენდაციების გარეშე თავისი “ხოდით” არ უნდა დაიცვან დიეტა

      • Ti_ko ამბობს:

        ხო, საქართველოში დიეტოლოგთან მისვლის ცნება არ არსებობს. დაქალმა გააკეთა? მე რატო არ უნდა გავაკეთო- ასე ფიქრობს ყველა 😦

      • sal4you ამბობს:

        ხოო რაღა შორს წავიდე ჩემი და, უთხრა ვიღაცამ ერთხელ მოიმატეო და საჭმელს წესიერად აღარც ჭამს:( არადა ნამდვილად არა მსუქანი ასაკით პატარა:(,, სულ ვეჩხუბებით იმედია მოეგება გონს:)

  2. medeagigauri ამბობს:

    ვუთხრათ “კმარა” დიეტებს!..

  3. Luli Kaxelashvili ამბობს:

    ჩემი აზრი შემდგომში მდგომარეობს, დღევანდელმა ცხოვრებამ ამდენმა არა ჯანსაღმა აზროვნებამ, რომლებიც ადამიანბშია გაბატონებული არცთუ ისე კარგი შედეგი მოუტანა სამყაროს რაც მყისიერად აისახება ყველაპერზე ამით იმის თქმა მინდა , რომ დღეს ყველაპერზე მეტად ადამიანობა ფასობს და არა მისი შემადგენელი: გარგენობა . თუმცაღა რა სჯობს იმას , როცა შენ გამოიყურები ისე , რომ მოგწონს საკუთარი თავი და სხვასაც მოწონხარ თუ ვთქვად არ ხარ რაღაც ზომებში ჩამჯდარი და ეს მე თუ მკითხავ არცაა აუცილებელი , იმიტომ რომ მაშინ მოდელებს დაეკარგებათ პროფესია 😀 😀 მაგრამ უნდა ეცადო რომ რაღაც ისეთი ფორმა გქონდეს რომ სარკეში ჩახედვა თუ არ გსიამოვნებდეს არ გძულდეს მაინც. რაც შეეხება ამ პრობლემას მე თუ მკიტხავ ეს მოიტანა ამდენმა არა ჯანსაღმა საკვებმა , შხამქიმიკატება თავადაც არ ვიცით რას მივირთმევთ რად გადაიქცევა ის მომნელებელ სისტემებში აი ესაა პრობლემა ვგულისხმობ საუს ქიმიკატებს , რომლითაც ტენიან პროდუქტს (მათ შორის ჩვენ საყვარელ ბოსტნეულს) აი ესაა პრობლემა .

    • sal4you ამბობს:

      srulebit martalii xar luli,, mtavaria mogvwondes chvenii tavi sarkeshi chaxedvisas toremm masebs da ricxvebs azri namdvilad ar aqvs.. rac sheexeba jansag sakvebs es problemaa ukge ucvlelad dgas sazogadoebis winashee,, jansari sakvebis shemcirebis mtavari mizezi ki mosaxleobis zrda da misi kvebit dakmayopilebaa,, amitom daiwyo mwvane revolucia da yoveldgiurad amitomac mivirtmevt uamrav genmodipicirebul sakvebs

  4. ♥სალომე ♥ ამბობს:

    მე ვფიქრობ.რომ მთავარი დიეტები არააა მთავარია იყო ჯამრთელი და რა მნისვნელობა აქვს მსუქანი ხარ ,თუ სუსტი..მაგრამ რა ჯობია კარგი აღნაგობის რომ ხარ, ამის მირწევა შეიძლება ოღონდ არა დიეტით არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებით

  5. chemikeli ამბობს:

    ra azri aq adamiani msuqani iqneba tu gamxdari mtavariaa adamianobaa da pirovnuli silamazee..vistvis ras warmoadgens simsuqne..visac awuxebs simsuqnee e.i is pirovnuladac maxinjiaa.chemi azria ees..

  6. chemikeli ამბობს:

    araa..!!arc unda aqcevdes yuradgebas..magram gana iqamde unda mivides rom daiavadmyopos organizmi..eeg ukve sxva temaa..me imaze vambob vinc mteli cxovrebaa simsuqnes ebrdzvis ushedegod..

  7. MaNvEeL.. ამბობს:

    xoo mec magas vambob..simsuqnee marto chamisgan araa gamowveulii..

დატოვე კომენტარი