ბაბუაწვერას მთავარი ღირსება

    ამ მცენარეს პატარები მინდვრებში ეძებენ. მოწყვეტენ, სულს შეუბერავენ და ფრიიიი! მაგრამ ბაბუაწვერას მთავარი ღირსება ეს როდია. ამ მცენარით ჯერ კიდევ ავიცენა მკურნალობდა, ხოლო გაცილებით ადრე, ძველ რომში, მისი წვენით ჭორფლის მოცილებას ლამობდნენ.
დღეს ბაბუაწვერა მწვანე აფთიაქის საპატიო წევრია. სამკურნალოდ უმთავრესად მის ფესვს იყენებენ. თუ ფესვს გადატეხავთ, იქიდან რძისებრი სითხე გამოჟონავს. ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ მასშია თავმოყრილი ის სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც ბაბუაწვერას სამკურნალო თვისებებს ანიჭებს: რკინა, კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, A, B, C, E ვიტამინები, პროტეინები, პოლისაქარიდები.
ბაბუაწვერას ფესვის ნაყენი და ნახარში აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოქმედებას, მადას, ახშირებს ნაწლავთა მოქმედებას (საზოგადოდ, ბაბუაწვერა კარგი საფაღარათო საშუალებაა). გარდა ამისა, ეფექტურია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების (მაგალითად, ნაღველკენჭოვანი პათოლოგიის), გასტრიტისა და კოლიტის დროს. ბაბუაწვერის ფესვების ნაყენის როგორც საფაღარათო საშუალების მიღება რეკომენდებულია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თუკი დიარეისკენ ხართ მიდრეკილი, ამ ნაყენის დალევას არ გირჩევთ. ბაბუაწვერას ფესვი გამოგადგებათ ანემიის, მეტისმეტი სიგამხდრის, ნიკრისის ქარის (პოდაგრის) დროსაც.
თუ ბაბუაწვერას შეგროვება განიზრახეთ, ასე მოიქეცით: ფესვები პატარა ნიჩბით ფრთხილად ამოთხარეთ, მოაჭერით ღერო და ფესურები, ცივი წყლით გარეცხეთ, დასერეთ, რამდენიმე დღით ჩრდილში დააწყვეთ და დაელოდეთ, ვიდრე რძისფერი სითხე მთლიანად გამოჟონავს, შემდეგ ისე გაშალეთ, რომ ერთმანეთზე არ ეწყოს და გამოსაშრობად ერთხანს კიდევ დატოვეთ. კარგად გამომშრალი ფესვი იოლად უნდა ტყდებოდეს. მზა ნედლეული ქაღალდის პაკეტსა და მინის ქილაში 5 წლის განმავლობაში ინახება.

    ბაბუაწვერას ფესვების ნაყენი ასე მზადდება: 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი და 8 საათის განმავლობაში დააყენეთ, შემდეგ 5-10 წუთით ცეცხლზე შედგით, გაფილტრეთ და ყლუპობით სვით დღის განმავლობაში.
მეტად სასარგებლოა ბაბუაწვერას “თაფლი”. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 200 გ ყვავილი, რომელსაც წინასწარ მოაცილებთ ყვავილსაჯდომს. გარეცხეთ, დაასხით 1,5 ლ მდუღარე წყალი, თავდახურულ ჭურჭელში ჩაყარეთ და რამდენიმე დღე-ღამით დატოვეთ. შემდეგ გაწურეთ, დაამატეთ 2 ლიმონის წვენი (შეიძლება კუბებად დაჭრილი ლიმონის ჩაყრაც), 1,5 კგ შაქარი და ხარშეთ, ვიდრე არ შესქელდება. დროდადრო ურიეთ. ბაბუაწვერას თბილი სიროფი ჩაასხით ქილებში, დაახურეთ სარქველი და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. სტერილიზაცია საჭირო არ არის.

წყარო: http://www.aversi.ge

This entry was posted in ეს საინტერესოა, სხვა and tagged , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to ბაბუაწვერას მთავარი ღირსება

  1. RaptoR says:

    vaa baby naxet ra😀

  2. MaNvEeL says:

    naxe babuawvera ra mnishvnelovani yopila me kidev bavshvobashi movwyvitavdi da vuchurchulebdi ,,bebos utxari male chamovides” da shemdeg suls uberavdi bebos adgilis mdebareobisda mixedvit mjeroda rom chems sityvebs gadacemda..))eeh kargi iyo bavshvoba..))

  3. MaNvEeL says:

    mee??sul sayvareli ar vaar roo..??:D

  4. qeto says:

    ar vicodi es )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s