მარადიული ახალგაზრდობა რომ შეინარჩუნოთ

imagesიაპონელები საშუალოდ 79 წელს ცოცხლობენ, ავსტრალიელები, ბერძნები, კანადელები და შვედები – 78 წლამდე; გერმანელები და ამერიკელები დაახლოებით 76 წელს. დანარჩენ ქვეყნებში კი სიცოცხლის ხანგრძლივობა თანდათანობით იკლებს. ექიმების, ფსიქოლოგებისა და დიეტოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა რამდენიმე მეთოდი შეიმუშავა, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს და ცხოვრებას უფრო სასიამოვნო ელფერს სძენს.
–  ზომაზე მეტად ნუ დანაყრდებით
ჩვეული 2500 კალორიის ნაცვლად, 1500 კალორიას დასჯერდით. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ იკვებეთ ზომიერად.
მენიუ ასაკის შესაფერისი უნდა იყოს
30 წელს მიღწეულ ქალბატონებს პირველი ნაოჭები გაცილებით გვიან გაუჩნდებათ, თუ რეგულარულად მიირთმევენ ღვიძლს და თხილს. 40 წელს გადაცილებულებს ბეტაკაროტინი ესაჭიროებათ; 50 წლის ზემოთ აუცილებელია კალციუმის დოზის გაზრდა (ძვლებისთვის) და მენიუში მაგნიუმის ჩართვა (გულისთვის). Continue reading

Posted in ეს საინტერესოა, რჩევები | Tagged , , | დატოვე კომენტარი

მოვიშოროთ ცელულიტები

ზედმეტი კილოგრამების დასაგროვებლად ზამთარი ყველაზე „შესაფერისი“ დროა.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: გვაქვს ზედმეტი წონა – ესე იგი, გვაქვს შეშუპება და ცელულიტის ბორცვები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დადგა დრო, გადამწყვეტი ზომები მიიღოთ მათგან თავის გასათავისუფლებლად.
პირველი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, გახდომაა. ჭკვიანურად შერჩეული დიეტა ზედმეტ კილოგრამებს კი მოგვაშორებს, მაგრამ ცელულიტთან ბრძოლას გახდომის პარალელურად უნდა შევუდგეთ(დიეტები შეგიძლიათ იხილოთ იდენტური სახელის მქონდე კატეგორიაში აირჩიეთ და დაიწყეთ ცელულიტებთაბ ბრძოლა)d0f282752024
ყველაზე მარტივი მასაჟორებით შეგვიძლია, შესანიშნავი შედეგი მივიღოთ – პრობლემური ადგილების თვითმასაჟით შევამციროთ ჩვენი სხეულის ან ამა თუ იმ მონაკვეთის გარშემოწერილობა, დავშალოთ ცელულიტის ბორცვები და გავიკეთოთ ლიმფოდრენაჟი.
სასურველია, მასაჟორი, რომელსაც თვითონაც ადვილად მოიხმართ, ხისგან იყოს დამზადებული. ხის გორგოლაჭი უნდა ამოძრაოთ სხეულზე ქვემოდან ზემოთ, ოდნავი დაწოლით, რათა კანი არ გაგილურჯდეთ. Continue reading

Posted in ეს საინტერესოა, რჩევები | Tagged , , , , | 6 Comments

დავეხმაროთ ხელებს

ხელების მოვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰიგიენური პროცესია, ზოგადად  სუფთა და მოვლილი ხელი ნაზი კანით სასიამოვნო გრძნობას აღძრავს ადამიანში და დადებითან განგვაწყობს პიროვნების მიმართ. ბევრი ადამიანი, როდესას გაიცნობს ხოლმე უცხო პიროვნებას,  ხელებს აკვირდება, რადგან სხეულის ეს ნაწილი ბევრ უტყუარ ცნობას გვაძლევს მის პატრონზე .39_hands

  სადღესასწაულო დღეებში ყველაზე დიდი ჯაფა სწორედ ხელებს ადგება, ამიტომ დახმარებასაც, უპირველეს ყოვლისა, ისინი საჭიროებენ.დღესდღეობით კანის გაწმენდისთვის უამრავი საშუალება არსებობს, ერთ-ერთი მათგანის მომზადება თვითონაც შეგიძლიათ სახლის პირობებში.

აიღეთ 1 სუფრის კოვზი მარილი (სუფრის ან ზღვის) და აურიეთ 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთში. მასაში დაასველეთ ბამბის ტამპონი და ნაზად შეიზილეთ ხელებში. მარილი მოაცილებს კანს გარქოვანებულ ნაწილებს, ხოლო მცენარეული ზეთი არა მარტო ხელს შეუშლის კანის გაღიზიანებას, არამედ საკმაოდ ეფექტურად დაარბილებს კიდეც.
B და C ჯგუფის ვიტამინები კანს ელასტიკურობას უნარჩუნებს. ისინი საკმაო რაოდენობითაა სიბერის საწინააღმდეგო საშუალებებში. ვიტამინები აჩქარებს კანის უჯრედების განახლების პროცესს, ამცირებს გაღიზიანებას, სიწითლეს და ნაოჭების წარმოშობას. ასევე მკვეთრად აუფერულებს ასაკობრივ ლაქებს.

Posted in რჩევები | Tagged , , , , , , , , , , | 5 Comments

ალკოჰოლიანი პოსტი

     ძალიან საინტერესო საიტზე- უცნაურზე წავაწყდი ჩემი ბლოგისთვის შესაფერ და შთამბეჭდავ სტატიას და მინდა თქვენც გაგიზიაროთ და ეს ალბათ ყველაზე ალკოჰოლიანი პოსტი იქნება,რაც აქამდე დამიდია  ჩემს ბლოგზე .ამერიკელმა ფოტოგრაფებმა კარენ ალპერტმა და ლესტერ ჰატმა თავიანთი ფრთაშესხმული იდეა-ალკოჰოლი მირკოსკოპის ქვეშ-ინტერნეტ მომხმარებლებს გაუზიარეს. მათ ფოტო გადაუღეს სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელების მოლეკულებს მიკროსკოპში.ეს წვეთები კრისტალირებულ ნახშირწყელბად გადაიქცნენ და ფოტოგრაფებმა სწორედ მაშინ გადაიღეს სურათები მიკროსკოპის 1000 ზუმზე

36d3daf93681

კოლა ალკოჰოლთან ერთად

ვისკი

ვისკი

Continue reading

Posted in ეს საინტერესოა, სხვა | Tagged , , , , , | 4 Comments

საახალწლო პოსტი

 

glitter-graphics-happy-new-year-195725

2012 წლის ბოლო დღეა, მაგრამ სულ არ მაქვს საახალწლო განწყობა. ცუდია:( იმედია სანამ შემოაბიჯებს ახალი 2013 წელი განწყობა ამიმაღლდება და შემეცვლება.  ძველმა წელმა სასაყვედუროც ბევრი დამიტოვა და სამადლობელიც. ზოგადად ასეა, ბოლომდე კარგი და ბოლომდე ცუდი არასდროს არაფერია,  მთვარაია შინაგანად შეინარჩუნო კარგი და ძლიერი განწყობა და რთულსაც ადვილად გაუმკლავდები და წარმატებასაც სიხარულით შეხვდები. tumblr_mfe6caZyR61rng5tvo1_500_large_large

     არ დავიწყებ მოყოლას რატომ იყო კარგი წელი და რატომ არა, ეს მე ვიცი და ისევ ჩემთვის მეცოდინება, სამაგიეროდ ძალიან ბევრი სათხოვარი მაქვს     დამდეგთან. ვფიქრობ დავუწერო თუ არა თოვლის ბაბუას თხოვნა, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს კეთილ თოვლის პაპას გაუჭირდა და არ მინდა ზედმეტად თავი ავატკიო ჩემი სურვილებით, უბრალო ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მე გავუკეთო საჩუქარი და გავახარო. იმედია ყველაფერი გამომივა. მაშ ასე მომავალო ახალო წელო აი ჩემი თხოვნებისა და სურვილების სია Continue reading

Posted in სხვა | Tagged , , , , , , | 11 Comments

ვიზუალური აკრძალვა სიგარეტის კოლოფზე

გამაფრთხილებელი სურათები, რომლებიც თაბმაქოს კოლოფზეა მიმაგრებული, გაცილებით უკეთესად მოქმედებს მწეველებზე, ვიდრე -წერილობითი აკრძალვა – იუწყება BBC. 45a26cbc0b51c6c6f6feaa165e8fe0bc
ყველა სიგარეტის კოლოფზე ამკრძალავი ნიშანია დატანებული, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სიგარეტის მავნებლობის შესახებ, ზოგიერთ კოლოფზე კი ”საშინელი” სურათია გამოსახული, რაც აჩვენებს იმ შედეგებს, რაც აქტიურ მწეველობას მოსდევს. კვლევამ აჩვენა, რომ ვიზუალური მასალა გაცილებით ეფექტურად მუშაობს მწეველებზე, ვიდრე ამკრძალავი წარწერა. Continue reading

Posted in ეს საინტერესოა, მავნე ჩვევები | Tagged , , , , | 5 Comments

ხარ თუ არა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული?

ძალიან საინტერესო გამოკითხვა მოგიმზადეთ , მინდა ყველამ წაიკითხოთ,  გააკეთოთ და დაწეროთ შედეგები. მე პირადად გადავრჩი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას, იმავეს გისურვებთ თქვენც.preview (1)

 20 შეკითხვა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამოსავლენათ:

1) დაგიკარგავთ თუ არა დრო სკოლაში ან სამსახურში აზარტული თამაშების გამო?
2) ყოფილა თუ არა თქვენს ოჯახურ ცხოვრებში ნეგატიური შემთხვევები აზარტულ თამაშების გამო?
3) აზარტული თამაშებით გართობამ თქვენს რეპუტაციას საფრთხე შეუქმანა?
4) აზარტული თამაშების გამო სინდისის ქენჯნა განგიცდიათ?
5) გითამაშიათ ვალების გადახდის ან ფინანსურ პრობლემებთან გამკლავების მიზნით?
6) აზარტული თამაშების გამო თქვენს თვითეფექტურობაში ეჭვი შეგპარვიათ?
7) წაგების შემთხვევაში, გიფიქრიათ თუ არა, რაც შეიძლება მალე თამაშის განახლებაზე, რათა წაგება მოგებით აინაზღაუროთ?
8) მოგების შემდეგ გიგრძვნიათ თუ არა ძლიერი სურვილი კიდევ უფრო დიდი თანხის მოგების?
9) უკანასკნელი თეთრის წაგებამდე გითამაშიათ?
10) თამაშისთვის ფული გისესხებიათ?
11) რამე ნივთი სათამაშო ფულის საშოვნელად გაგიყიდიათ?
12)  გიგრძვნიათ თავი უხალისოდ, როცა ”სათამაშო ფულით” ჩვეულებრივი ხარჯები დაგიფარავთ?
13) თამაშის გამო  თქვენი ან თქვენი ოჯახის კეთილდღეობას დაუდევრად მოქცევიხართ?
14) გაგრძელებულა თუ არა თამაში იმაზე დიდხანს, ვიდრე ეს დაგიგეგმავთ?
15) გითამაშიათ თუ არა იმის გამო, რომ გაქცეოდით მოწყენილობას, პრობლემებს, მარტოობას?
16) გიფიქრიათ თუ არა უკანონო ქმედების ჩადენაზე ან ჩაგიდენიათ თუ არა უკანონო ქმედება  თამაშისთვის ფულის საშოვნელად?
17) გიქმნით თამაში უძილობის პრობლემას?
18) გექმნებათ წინააღმდეგობის, იმედგაცრუების, ფრუსტრაციის განცდა, როდესაც გიცხოველდებათ ხოლმე თამაშის სურვილი?
19) გქონიათ კარგი იღბლის საზეიმოდ აღნიშვნის სურვილი რამდენიმესაათიანი თამაშის შემდეგ?
20) ოდესმე გიფიქრიათ თვით–დაზიანებაზე ან სუიციდზე თამაშის შემდეგ?
თუკი ამ კითხვებიდან რამდენიმეს უპასუხებთ “დიახ”, ე.ი. არსებობს თამაშზე დამოკიდებულების პათოლოგია

წყარო: netgazeti.ge

Posted in (Chat) ვისაუბროთ, გამოკითხვა | Tagged , , | 4 Comments