რაში გვეხმარება საკვები?

საკვები ზრდისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია, მაგრამ არის კონკრეტული საკითხები, რომელსაც განსაკუთრებულად აუმჯობესებს ესა თუ ის საკვები.

რაში გვეხმარება საკვები?

მეხსიერება

სტაფილო

696da6262259c9fca4f0f695b363ef3f (1)

სტაფილო ასტიმულირებს ტვინში ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს მეხსიერებას, განსაკუთრებით აადვილებს დაზეპირებას.
af8c8c4150d388a6bfa7ff297e60f3e8ანანასი მსახიობებისა და მუსიკოსების საყვარელი ხილია. მას, ვისაც დიდი მოცულობის ტექსტის დამახსოვრება უწევს, ბევრი ც ვიტამინი სჭირდება, ანანასში კი ის უხვად არის. გარდა ამისა, ეს ხილი თითქმის უკალორიოა – 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება სულ 56 კილოკალორიას უდრის, ამიტომ პრაქტიკულად არ ასუქებს. მეხსიერების გასაუმჯობესებლად საკმარისია დღეში ერთი ჭიქა ანანასის წვენი.
ავოკადო
ავოკადო მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რის წყალობითაც ხანმოკლე მეხსიერების ენერგიის წყაროს წარმოადგენს (მაგალითად, გეგმის შედგენისას ან პროდუქტების სიის ჩამოწერისას რამე რომ არ გამოგვრჩეს). ეფექტისთვის დღეში ნახევარი ავოკადო საკმარისია.

გონების კონცენტრაცია

ხამანწკები 0bb934143cb0
ხამანწკები ტვინის საყვარელი დელიკატესია: ამარაგებს მას აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც გონების კონცენტრირებას უწყობს ხელს. დღეში 100 გრამი საკმარისია. გაითვალისწინეთ: ხამანწკებს მარილი უნდა მოაყაროთ კულინარიული დამუშავების (მოხარშვის ან შეწვის) შემდეგ.

q24iuხახვი სასარგებლოა გონებრივი და ფსიქიკური გადაღლის დროს. იგი ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, აუმჯობესებს ტვინის ჟანგბადით მომარაგებას. საკმარისია ყოველდღე ნახევარი თავი ხახვი.

ნიგოზი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც 1232026638_2008-11-05-main-kvgestrtrინტენსიური გონებრივი მუშაობა ან საჭესთან დიდხანს ჯდომა უწევს. ნიგოზი აკაჟებს ნერვულ სისტემას და ასტიმულირებს ტვინის მუშაობას.

შემოქმედებითი უნარი

fig-wasp-3ლეღვი საუკეთესო საკვებია ჟურნალისტებისა და სხვა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის. იგი ახალი იდეების გენერაციას უწყობს ხელს. ლეღვის შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთები სისხლს ათხელებს და ტვინს უკეთ ამარაგებს ჟანგბადით.

images
კვლიავმა შესაძლოა გენიალური იდეების წარმოშობასაც კი შეუწყოს ხელი. მასში შემავალი ეთერზეთები ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. ვისაც გონებრივად გააქტიურება სჭირდება, კვლიავის ჩაი უნდა სვას (2 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე).

ნათელი გონება
კომბოსტო
კომბოსტო ხსნის ნევროზულ მდგომარეობას, ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. დაძაბულობის მოსახსნელად გამოცდის წინ კომბოსტოს სალათა მიირთვით.
timthumbლიმონი
ლიმონი აუმჯობესებს აზროვნებას და ც ვიტამინის უხვი შემცველობის წყალობით აადვილებს ინფორმაციის აღქმას. მეცადინეობის წინ ურიგო არ იქნება ლიმონის წვენის დალევა.
მოცვი
მოცვი იდეალური საკვებია სტუდენტებისთვის სესიების 46დროს. იგი ხელს უწყობს ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

გუნება-განწყობა
წიწაკა
რაც უფრო ცხარეა წიწაკა, მით უკეთესი. მის შემადგენლობაში შემავალი არომატული ნივთიერებები ხელს უწყობს e1f87e0eb9cd766ae1555d2fda5c8b05ბედნიერების ჰორმონ ეფედრინის გამოყოფას.
მარწყვი
მარწყვი ძალიან გემრიელია და, ამასთან, სწრაფად ანეიტრალებს უარყოფით ემოციას. დღეში 150 გრამი მაინც უნდა მიირთვათ.1288985648_klubnika
ბანანი
ბანანი შეიცავს სეროტონინს – ნივთიერებას, რომელიც ბედნიერების განცდისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, ბანანი დამღლელი დღის შემდეგ ენერგიის აღდგენას უწყობს ხელს.

timthumb (1)

This entry was posted in რჩევები, ჯანსაღი საკვები and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s