მარადიული ახალგაზრდობა რომ შეინარჩუნოთ

imagesიაპონელები საშუალოდ 79 წელს ცოცხლობენ, ავსტრალიელები, ბერძნები, კანადელები და შვედები – 78 წლამდე; გერმანელები და ამერიკელები დაახლოებით 76 წელს. დანარჩენ ქვეყნებში კი სიცოცხლის ხანგრძლივობა თანდათანობით იკლებს. ექიმების, ფსიქოლოგებისა და დიეტოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა რამდენიმე მეთოდი შეიმუშავა, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს და ცხოვრებას უფრო სასიამოვნო ელფერს სძენს.
–  ზომაზე მეტად ნუ დანაყრდებით
ჩვეული 2500 კალორიის ნაცვლად, 1500 კალორიას დასჯერდით. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ იკვებეთ ზომიერად.
მენიუ ასაკის შესაფერისი უნდა იყოს
30 წელს მიღწეულ ქალბატონებს პირველი ნაოჭები გაცილებით გვიან გაუჩნდებათ, თუ რეგულარულად მიირთმევენ ღვიძლს და თხილს. 40 წელს გადაცილებულებს ბეტაკაროტინი ესაჭიროებათ; 50 წლის ზემოთ აუცილებელია კალციუმის დოზის გაზრდა (ძვლებისთვის) და მენიუში მაგნიუმის ჩართვა (გულისთვის).
– მოძებნეთ შესაფერისი სამსახური
როგორც ფრანგი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, სამსახური ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალებაა. უმუშევარი ადამიანი ასაკთან შედარებით ხუთი წლით ხნიერად გამოიყურება.
– იპოვეთ მეორე ნახევარი
სიყვარული ხომ სიბერის დაუძინებელი მტერია. საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნისას, ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინს – ე.წ. ბედნიერების ჰორმონს, რომელიც თავის მხრივ, ახალგაზრდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ნუ მიჰყვებით ცხოვრების დინებას პასიურად, თამამად გამოთქვით საკუთარი მოსაზრება.
ასეთნაირად გაცილებით იშვიათად ჩავარდებით დეპრესიაში.
–  იმოძრავეთ
ყოველდღიურად, 10-წუთიანი ვარჯიშიც საკმარისია სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.
–  იძინეთ გრილ ოთახში
ვისაც უმეტესწილად 17-18 გრადუს ტემპერატურაზე სძინავს, უფრო დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდობას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა და ასაკობრივი თავისებურებების გამოვლენა გარემო ტემპერატურაზეცაა დამოკიდებული.
– ბოღმას გულში ნუ ჩაიხვევთ
ვინც გამუდმებით დაბოღმილია, საკუთარ თავში იკეტება, გარშემო მყოფებთან კამათსაც ერიდება და აქტიურ ურთიერთობასაც, გაცილებით მეტად მიდრეკილია დაავადებებისკენ, მათ შორის – ონკოლოგიურისკენაც. საერთაშორისო ტესტირების თანახმად, სიმსივნით დაავადებულ რესპონდენტთა 64 პროცენტი ბრაზს ყოველთვის გულში იკლავდა.
– ავარჯიშეთ გონება
შეავსეთ კროსვორდები, ითამაშეთ კოლექტიური თამაშები – ისეთები, რომლებიც მახვილ გონებასა და სხარტ აზროვნებას მოითხოვს; შეისწავლეთ რომელიმე უცხო ენა; ითვალეთ გონებაშიც და არა მარტო კალკულატორის მეშვეობით. როდესაც ტვინს მუშაობას აიძულებთ, გონებრივი შესაძლებლობების ასაკობრივი დეგრადაციის პროცესს აჩერებთ, ამავდროულად, გულის, სისხლძარღვების და ნივთიერებათა ცვლის პროცესის მუშაობას ააქტიურებთ.

   წარმატებას გისურვებთ გაახალგაზრდავების და ახალგაზრდობის შენარჩუნების პროცესში

http://www.janmrtelobaonfo.com

This entry was posted in ეს საინტერესოა, რჩევები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s