მოვიშოროთ ცელულიტები

ზედმეტი კილოგრამების დასაგროვებლად ზამთარი ყველაზე „შესაფერისი“ დროა.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: გვაქვს ზედმეტი წონა – ესე იგი, გვაქვს შეშუპება და ცელულიტის ბორცვები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დადგა დრო, გადამწყვეტი ზომები მიიღოთ მათგან თავის გასათავისუფლებლად.
პირველი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, გახდომაა. ჭკვიანურად შერჩეული დიეტა ზედმეტ კილოგრამებს კი მოგვაშორებს, მაგრამ ცელულიტთან ბრძოლას გახდომის პარალელურად უნდა შევუდგეთ(დიეტები შეგიძლიათ იხილოთ იდენტური სახელის მქონდე კატეგორიაში აირჩიეთ და დაიწყეთ ცელულიტებთაბ ბრძოლა)d0f282752024
ყველაზე მარტივი მასაჟორებით შეგვიძლია, შესანიშნავი შედეგი მივიღოთ – პრობლემური ადგილების თვითმასაჟით შევამციროთ ჩვენი სხეულის ან ამა თუ იმ მონაკვეთის გარშემოწერილობა, დავშალოთ ცელულიტის ბორცვები და გავიკეთოთ ლიმფოდრენაჟი.
სასურველია, მასაჟორი, რომელსაც თვითონაც ადვილად მოიხმართ, ხისგან იყოს დამზადებული. ხის გორგოლაჭი უნდა ამოძრაოთ სხეულზე ქვემოდან ზემოთ, ოდნავი დაწოლით, რათა კანი არ გაგილურჯდეთ.
თუ ხის მასაჟორი არ გაქვთ, არ დაღონდეთ: აიღეთ ხორკლიანი ან „ვაფლის“ გრძელი პირსახოცი, დაასველეთ, მჭიდროდ დაგრიხეთ და ძეხვივით გადაიგორეთ წელზე, თეძოებსა და მუცელზე. ასეთი მასაჟით მოგეხსნებათ არა მარტო შეშუპება, არამედ შემცირდება სხეულის გარშემოწერილობაც.
საერთოდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი მასაჟის წინ აუცილებლად უნდა გახურდეს ცელულიტიანი ადგილები, რისთვისაც აბაზანის გაკეთება ან თბილი შხაპის მიღებაც საკმარისია. წყლის ჭავლის ქვეშ ხელისგულით ან მსუბუქი ჩქმეტებით უნდა „დაირბილოთ“ პრობლემური ზომები. თუ აბაზანის მიღებისას წყალში ჩაყრით ზღვის მარილსა და ლავანდის ფოთლებს, მასაჟი უფრო ეფექტური იქნება.
შხაპის მიღებისას გააძლიერეთ წყლის ჭავლის ნაკადი და 10-10 წუთის განმავლობაში მიუშვირეთ ცელულიტიან ადგილებს. ასეთი მასაჟი „შარკოს“ ეფექტს გვაძლევს და არაჩვეულებრივი შედეგი აქვს.8rzyd
არსებობს ყველაზე მარტივი, მაგრამ ეფექტური მასაჟის გაკეთების ხერხიც: ცელულიტიან უბანზე კანი რბილად მოაქციეთ ორ თითს შორის (ჩქმეტის პრინციპით) და ნაკეცი გულმოდგინედ ზილეთ 10 წუთის განმავლობაში (ისე, რომ არ დაილურჯოთ), შემდეგ კი ადგილი მოინაცვლეთ და იგივე ქმედება გაიმეორეთ. ბოლოს გადაივლეთ წყალი. თუ ამდენი დრო არ გაქვთ, ასეთი მასაჟი, შეგიძლიათ, მაშინაც გაიკეთოთ, როდესაც რამე სხვა საქმით ხართ დაკავებული.

 წყარო:www.janmrtelobainfo.com

This entry was posted in ეს საინტერესოა, რჩევები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to მოვიშოროთ ცელულიტები

  1. kakhelashvili says:

    კიდევ კარგი ცელულიტებამდე არ მივსულვარ ჯერ😀😀 ჰაჰააა კარგიაა ძალიან სალოოო და საინტერესოოო!

    • sal4you says:

      მადობაა ლულიი :)) მშვენივრად გამოიყურები შენ და გმერთმა ნუ მიგიყვანოს ცელულიტებამდეე

  2. Jacksona )) says:

    სალო ძალიან საინტერესო პოსტია, აუცილებლად ვურჩევ ჩემს მეგობრებს🙂🙂🙂

  3. Jacksona )) says:

    ხო, რატო გაგიკვირდა?? :დდდ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s