ხარ თუ არა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული?

ძალიან საინტერესო გამოკითხვა მოგიმზადეთ , მინდა ყველამ წაიკითხოთ,  გააკეთოთ და დაწეროთ შედეგები. მე პირადად გადავრჩი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას, იმავეს გისურვებთ თქვენც.preview (1)

 20 შეკითხვა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამოსავლენათ:

1) დაგიკარგავთ თუ არა დრო სკოლაში ან სამსახურში აზარტული თამაშების გამო?
2) ყოფილა თუ არა თქვენს ოჯახურ ცხოვრებში ნეგატიური შემთხვევები აზარტულ თამაშების გამო?
3) აზარტული თამაშებით გართობამ თქვენს რეპუტაციას საფრთხე შეუქმანა?
4) აზარტული თამაშების გამო სინდისის ქენჯნა განგიცდიათ?
5) გითამაშიათ ვალების გადახდის ან ფინანსურ პრობლემებთან გამკლავების მიზნით?
6) აზარტული თამაშების გამო თქვენს თვითეფექტურობაში ეჭვი შეგპარვიათ?
7) წაგების შემთხვევაში, გიფიქრიათ თუ არა, რაც შეიძლება მალე თამაშის განახლებაზე, რათა წაგება მოგებით აინაზღაუროთ?
8) მოგების შემდეგ გიგრძვნიათ თუ არა ძლიერი სურვილი კიდევ უფრო დიდი თანხის მოგების?
9) უკანასკნელი თეთრის წაგებამდე გითამაშიათ?
10) თამაშისთვის ფული გისესხებიათ?
11) რამე ნივთი სათამაშო ფულის საშოვნელად გაგიყიდიათ?
12)  გიგრძვნიათ თავი უხალისოდ, როცა ”სათამაშო ფულით” ჩვეულებრივი ხარჯები დაგიფარავთ?
13) თამაშის გამო  თქვენი ან თქვენი ოჯახის კეთილდღეობას დაუდევრად მოქცევიხართ?
14) გაგრძელებულა თუ არა თამაში იმაზე დიდხანს, ვიდრე ეს დაგიგეგმავთ?
15) გითამაშიათ თუ არა იმის გამო, რომ გაქცეოდით მოწყენილობას, პრობლემებს, მარტოობას?
16) გიფიქრიათ თუ არა უკანონო ქმედების ჩადენაზე ან ჩაგიდენიათ თუ არა უკანონო ქმედება  თამაშისთვის ფულის საშოვნელად?
17) გიქმნით თამაში უძილობის პრობლემას?
18) გექმნებათ წინააღმდეგობის, იმედგაცრუების, ფრუსტრაციის განცდა, როდესაც გიცხოველდებათ ხოლმე თამაშის სურვილი?
19) გქონიათ კარგი იღბლის საზეიმოდ აღნიშვნის სურვილი რამდენიმესაათიანი თამაშის შემდეგ?
20) ოდესმე გიფიქრიათ თვით–დაზიანებაზე ან სუიციდზე თამაშის შემდეგ?
თუკი ამ კითხვებიდან რამდენიმეს უპასუხებთ “დიახ”, ე.ი. არსებობს თამაშზე დამოკიდებულების პათოლოგია

წყარო: netgazeti.ge

This entry was posted in (Chat) ვისაუბროთ, გამოკითხვა and tagged , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ხარ თუ არა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული?

  1. საბედნიეროდ არ ვარ ლუდომანი ))

  2. guga says:

    YVELA KITXVAZE diax aris pasuxi

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s