ვიზუალური აკრძალვა სიგარეტის კოლოფზე

გამაფრთხილებელი სურათები, რომლებიც თაბმაქოს კოლოფზეა მიმაგრებული, გაცილებით უკეთესად მოქმედებს მწეველებზე, ვიდრე -წერილობითი აკრძალვა – იუწყება BBC. 45a26cbc0b51c6c6f6feaa165e8fe0bc
ყველა სიგარეტის კოლოფზე ამკრძალავი ნიშანია დატანებული, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სიგარეტის მავნებლობის შესახებ, ზოგიერთ კოლოფზე კი ”საშინელი” სურათია გამოსახული, რაც აჩვენებს იმ შედეგებს, რაც აქტიურ მწეველობას მოსდევს. კვლევამ აჩვენა, რომ ვიზუალური მასალა გაცილებით ეფექტურად მუშაობს მწეველებზე, ვიდრე ამკრძალავი წარწერა.

პენსილვანიის უნივერისტეტის მეცნიერების ექსპერიმენტში 200 მოხალისე მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული რესპონდენტების 83% გაცილებით უკეთ იმახსოვრებდა ვიზუალურ სურათებს, ვიდრე წარწერებს. გამაფრთხილებელი წარერა კი ექსპერიმენტში მონაწილე მხოლოდ 50%-ის მეხსიერებაში დარჩა.

უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დაადგინეს ისიც, რომ მნიშვნელოვანია, თუ რამდენ წამს აყოვნებს მზერას მწეველი ამკრძალავ ნიშანზე. ეს განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად კარგად იმახსოვრებს მომხმარებელი მას. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ რაც უფრო სწრაფად ჩერდება მწეველის მზერა ამკრძალავ ნიშანზე, მით უფრო ყურადღებით ათვალიერებს თავად სურათს, ეს კი ზრდის შანსს, რომ მწეველები სწორად დაიმახსოვრებენ ამკრძალავ ინფორმაციას.

”დადგინდა, რომ ვიზუალურ ამკრძალავ ნიშნებს აშკარა სარგებელი აქვს. ასევე მივიღეთ ახალი ინფორმაცია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, გავზარდოთ ასეთი გამაფრთხილებელი სურათების ეფექტიანობა,” – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა პროფესორმა ენდრიუ სტრასსერმა.

ამერიკის ჯანდაცვის სანიმისტრომ განკარგულება გასცა, რომ გამაფრთხილებელი სურათები დატანებული იყოს ყველა სიგარეტის კოლოფზე უკვე სექტემებრში, თუმცა სიგარეტის მწარმოებელმა კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

თქვენ რას ფიქრობთ? შეიძლება რამე შედეგი ქონდეს ვიზუალურ აკრძალვარ?

4891_6114

 

image

 

ukraina1

 

This entry was posted in ეს საინტერესოა, მავნე ჩვევები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ვიზუალური აკრძალვა სიგარეტის კოლოფზე

  1. nick says:

    შედეგი, რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ სურათები გაცილებით ძვირი დაუჯდება სახელმწიფოს და ,ზოგადად , კომპანიებს : ) ამიტომაც უბრალო წარწერა ურჩევნიათ : )

    • sal4you says:

      გეთანხმები ნიკაა :)) მართალი ხარ,, ჯერ რამდენი გვაკლია იქამდე რომ თუნდაც ასეთი რამ შევძლოთ თამბაქოს კოლოფზე

  2. kakhelashvili says:

    ძალიან კარგიაა, თუ აქვს რამეე ეფექტი ვიზუალოურ აკრძავლას…გამიხარდაააა!

    • sal4you says:

      ხოო წესით უფრო მეტი ეფექტი უნდა ქონდეს ისეთი საშინელი რაგაცები ახატია :დ

  3. marii says:

    amdeni video da surati arsebobs tambaqoos sawinaagmdegod magram mainc mwevelebi sicilit uyureben am yvelapers..warmoudgenlad miachniat tavis danebeba..ai mamas nebisyopa eyoo da daaneba tavi exla sxva rom eweva sxva otaxshi gadis..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s