აზარტული თამაშები-ფსიქიკური პათოლოგია

აზარტული თამაშებისადმი სიყვარული ფსიქიკური პათოლოგიაა. იგი ქცევითი დამოკიდებულების ერთ-ერთი სახეა.დამოკიდებულებასთან გვაქვს შეხება, თუკი რაიმე საქმიანობით, პირს ან სოციუმს, ან ორივეს ერთად რაიმე ზიანი ადგება.აზარტულ თამაშებზე
დამოკიდებულებას უშუალოდ თამაშის პროცესში განცდილი შეგრძნებები  აჩენს.  ფსონის დადებისას, კარტის დარეგიბისას ადამიანი სიამოვნებას განიცდის და  ამ განცდაზე დამოკიდებული ხდება.Net-compulsions

ფსიქიკური დამოკიდებულბების სპეციალისტი ბოგდან ვორონოვიჩი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების განვითარების ოთხ სტადიას გამოყოფს:
პირველ, ანუ მოგების სტადიას ბოგდანოვიჩი ასე ახასიათებს: მცირე თანხის მოგების შემდეგ დიდი ფულის მოგების სურვილი ჩნდება. ადამიანი ინტენსიურ თამაშს იწყებს და დიდ ფსონებს დებს.
ამას მოსდევს დანაკარგების სტადია, როდესაც ადამიანი აგებს, თუმცა დიდი მოგების იმედი უფრო და უფრო უმძაფრდება. იღებს ვალებს, მალავს დამოკიდებულებას.
იზოლაციის სტადიისას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ემალება ადამიანებს, მათ შორის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. მოთამაშე სირცხვილს გრძნობს, თავს დამნაშავედ მიიჩნევს და დეპრესიაში ვარდება.1273927102_joker037mpsc8
იმედის დაკარგვის სტადიისას თამაშზე დამოკიდებული გამოსავალს ეძებს: პრობლემის გადაჭრას ის ალკოჰოლით ან ნარკოტიკებით ცდილობს; ჩადის კრიმინალს ვალების გასასტუმრებლად; ფიქრობს სუიციდზე, ან იწყებს მკურნალობას.
ფსიქოლოგ ლევან შატბერაშვილის აზრით, გარემო მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თამაშდამოკიდებულთა რაოდენობის გაზრდას:
”როდესაც ამდენ სამორინეს, პოკერ–კლუბს და სათამაშო აპარატს ხედავ, ბუნებრივია, ინტერესი გიჩნდება. გარდამავალ ასაკში ეს ფაქტორი განსაკუთრებულად საფრხის შემცვლელია. ადამიანის სისუსტეზეა აგებული ეს ბიზნესი.”

 თამაშდამოკიდებულ პაციენტებს ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან ერთად  განიხილავენ.  სპეციალიზირებული კლინიკა, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს, საქართველოში არ ფუნქციონირებს. ფსიქოლოგ  ლევან შატბერაშვილს ეჭვი ეპარება, მსოფლიოს სხვა ქვეყვებში მსგავსი პრაქტიკა არსებობდეს.
ბატონი ლევანი ამბობს, რომ ამ პრობლემას ფსიქიატრებიც მკურნალობენ. მედიაკმენტებით ცდილობენ დეპრესიისა და შფოთვის მოხსნას, თუმცა, რამდენად ამართლებს ასეთი მიდგომა, ფსიქოლოგს პასუხის გაცემა უჭირს.
ბოგდან ვორონოვიჩი თვლის, რომ თამაშდამოკიდებულ ადამიანებს მედიკამენტებით არ უნდა მკურნალობდნენ :
”დამოკიდებულებას არ შველის წამლები.  ამ დაავადებას ფსიქოთერაპევტებმა სპეციალური ფსიქოთერაპიის კურსით უნდა უმკურნალონ”.
საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონის” ფსიქოლოგის, მაია ჯავახიშვილი აზრით, ვინაიდან ამ პროფილით მომუშავე  კლინიკა არ არსებობს, რთულია, პაციენტს რამე კონკრეტული შეთავაზო.  ამიტომ პაციენტების გამოჯანმრთელება მეტწილად მათ სურვილსა და  ფსიქოლოგის დახმარებაზეა დამოკიდებული.

წყარო: http://www.janmrtelobainfo.ge

This entry was posted in მავნე ჩვევები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to აზარტული თამაშები-ფსიქიკური პათოლოგია

  1. kakhelashvili says:

    უარესი ყოველივე რაც წერია პოსტში იმაზე, კიდევ შელამაზებულია….ვიგჟდები! დღეს როგორი აქტუალური გახდა ეს თემა და მოზარდების მიერ მოხმარებადი. ამას ხელს უწყობს ყოველივე, ახლა მოზარდს სახლიდან გასვაც კი აღარ ჭირდება პირდაპირ სახლში საკუთარ კომპიუტერთან …აგებენ უამრავ თანხას და რაც მაოცებს ამას მშობლები თუ ღელვით არ ხვდებიან არც გამოხატავენ რაიმე უკმაყოფილებას ვინც ხვდება და იცის. ეს ხო და ისედაც არავითარი მზრუნველობითი ფორმა არ არსებობს სახელმწიფოს მიერ …რომ ხელი შეუშალოან ამ ფაქტს….რაც სამწუხაროაა

    • sal4you says:

      ხო საშინელებაა ჩემო კარგო, აი იგივე ნარკომანია დამოკიდებულება, რომელიც ანადგურებს და ღუპავს ოჯახებს.,

  2. guja says:

    interesna:*:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s