როგორ მოვუაროთ პირის ღრუს?

პირის ღრუს სისუფთავე ჰიგიენასთან და სიჯანსაღესთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ჩვენ მივმართავთ უამრავ ხერხს რომ მოვუაროთ მას, მაგრამ ხშირად უშედეგით. დღეს კი შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ პირის ღრუს მდგომარეობა და  და მოუაროთ მას.kbilebi

 ჩაი და ყველი კბილებისთვის სასარგებლოა. კბილის დაავადებების გამომწვევი უამრავი მიზეზის შეჯამების შედეგად დადგინდა,რომ კბილის მაგარი ქსოვილის დაშლა ჰიგიენის დაუცველობის, არასწორი კვებისა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის დარღვევის შედეგია.

სპეციალისტები გვირჩევენ:
რაც უფრო კარგად ქაფდება პასტა კბილთაშორის არეებში მით უკეთ აღწევს.
კბილების გახეხვის პროცედურა სამწუთიანი უნდა იყოს,ჯაგრისი ამოძრავეთ ღრძილებიდან კბილებისკენ.
უმჯობესია ხელოვნურბეწვიანი საშუალო სიმაგრის ჯაგრისი.ის წელიწადში 3–4 ჯერ უნდა გამოვცვალოთ.
თუ ხელთ ჯაგრისი არ გაქვთ მაშინ მაგარი ვაშლი ან სტაფილო დაღეჭეთ გამოდგება საღეჭი რეზინიც.ეს ნერწყვის გამოყოფას ეხმარება,რასაც ბაქტერიციდული ეფექტი აქვს.10 წუთიანი ღეჭვა სრულიად საკმარისია.თუ ღრძილები გაწუხებთ,მაშინ დრო 2–3 წუთამდე შეამცირეთ.
ღრძილების დაზელა კარგია მარილის (უკეთესია ზღვის მარილი)და მცენარეული ზეთის (იდეალურია ზეითუნის ზეთი)ნარევით.
ბავშვებმა 1 წლის ასაკიდან უნდა გაიხეხონ კბილები.3–4 წლამდე ამ საქმეში დედა უნდა დაეხმაროს.
კბილებისა და ყბის სისტემის კარგ ფორმაში შესანარჩუნებლად მაგარი,მშრალი და დაუმუშავებელი საკვები რეგულარულად დაღეჭეთ.უპირატესობა მიანიჭეთ არა ჩიპსებსა და მისთანებს ,არამედ ყველს.საუზმის სადილისა და ვახშმის დაწყებამდე რამდენიმე გრამი ყველის მიღება კბილის ნადების სიმჟავეს ამცირებს.
სხვათა შორის, 2 ფინჯანი მაგარი ჩაი კბილისთვის საჭირო ფთორის დღიურ ნორმას შეიცავს.

 იმედი მაქვს ეს რჩევები დაგეხმარებათ მიარწიოთ პირის ღრუს სრულ იდილიას.

 წყარო: http://www.janmrtelobainfo.ge

This entry was posted in ეს საინტერესოა, რჩევები and tagged , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to როგორ მოვუაროთ პირის ღრუს?

  1. kakhelashvili says:

    საკმაოდ საინტერესო სტატია სალომე, ძალიან მომეწონა და შესაბამისად გასათვალისწინებადია, აქვე მინდა ვთქვა, რომ კბილები საერთოდ ვიმედოვნებ ყველასთვის და ჩემითვის მათი კარგი და სწორი მდგომარეობა ძალიან მნიშვნელვანია, რადგან ზოგჟერ ასეთი ვითომდა ნიოანსები ადამიანის პოროვნებას ადგენს🙂 მადლობა შენ ასეთი კარგი, რომ ხარ❤

    • sal4you says:

      პირიქით შენ მადლობა ასეთი საინტერესოო მოკომენტარეე რომ ხარ ( ახალიი სიტყვაა :დ )

  2. kakhelashvili says:

    მიყვარხარ სალოოო🙂

  3. MaNvEeL says:

    ვაიჰ მომეწონა ძალიან ესპ პოსტი საინტერესო იყო ძალიან და ამის მერე ჯაგრისს მთელ კბილის პასტას დავაცლი..😀

  4. MaNvEeL says:

    kargii vecdebii..))

  5. ყველაზე მაგარი რჩევებიიი :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s