ყველაზე მარტივი დიეტა

ყოველთვის რთულად მეჩვენებოდა სპეციალურად დაწერილი დიეტები, როცა დღის განმავლობაში ჭამ კონკრეტულად ამდენ გრამს, ამდენ ცალს, ითვლი კალორიას, არ გეჭმევა ეს, ის და ა.შ. შესაბამისად არც არასდროს გამომიყენებია თანამედროვე სუპერ პოპულარული დიეტები. მძულდა მუდმივი შიმშილის გრძნობა, რაც ასეთ დიეტებს ახლდა თან და ცხოვრების დატვირთული რეჟიმიც არასდროს მაძლევდა იმის ფუფუნების საშუალებას, რომ ამდენი დრო დამეთმო იმაზე ფიქრს თუ რა და რანაირად უნდა მეჭამა.

ეს სქემა გათვლილია რამდენიმე პრინციპზე:

1. არ ვარდები ზოგადი ჩვეული კვების რეჟიმიდან;

2. ორგანიზმს არ შივდება და არ უქმნი საგანგაშო კრიტიკულ სიტუაციას, რომ არ გადავიდეს “რეზერვების” შექმნაზე.

3. არ ნელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი

1305912451_mmn22

ახალი არაფერია, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი გათვლილია სწორი კვების ჩვევის ჩამოყალიბებაზე. ამ რეჟიმზე ნელ-ნელა გადადიხარ და ეჩვევი. ანუ ასე არა, რომ აი დადგა ორშაბათი და დავიწყე რაღაც ახალი და ორგანიზმისათვის უჩვეული რთული პროცესი. შენი ორგანიზმი “არც უნდა მიხვდეს” რა ტრიალებს მის თავს
თითოეული ეტაპი 1 (ან მაქს. 2 კვირა) გრძელდება

1 ეტაპი – არ ჭამ პურს. დანარჩენს ყველაფერს ჭამ რამდენსაც და რასაც გაგიხარდება, მხოლოდ პურის გარეშე, მომდევნო კვირას დანარჩენ ცომეულსაც ემშვიდობები (ხაჭაპური, ლობიანი და მისთ.)

2 ეტაპი – მშვიდობით ტკბილეულო. ისევ ჭამ რასაც და რამდენსაც გაგიხარდება, მაგრამ ტკბილეულის და ცომეულის გარეშე.

3 ეტაპი – ვემშვიდობებით შემწვარს და ცხიმიან საკვებს (ცხოველურ ცხიმებს, მცენარეულს ზომიერი რაოდენობით ჩვეულებრივ ვღებულობთ)

4 ეტაპი – რაციონიდან იღებ მავნე პროდუქტებს – ძეხვეული, გაზიანი სასმელი და მისთ.

კვებაში შეზღუდვა ამით ამოიწურება. ჭამ დღეში 3-5-ჯერ, ზომიერად, ისე რომ არ მოგშივდეს და შემდეგ კვებაზე ორმაგი დოზით არ მოგიწიოს დანაკლისის ანაზღაურება.
შემდეგი ეტაპები დროის დარეგულირებაზეა გათვლილი:

5 ეტაპი – არ ჭამ საღამოს 7 საათის მერე

6 ეტაპი – კვირაში ერთხელ ამატებ განმუხტვის დღეებს (18 საათიანი, 24 საათიანი) – ეს ეტაპი აუცილებელი არაა, თავად შეაფასებთ თუ დაგჭირდებათ.

თუ ორგანიზმი წესრიგში გაქვთ და ჯანმრთელობის ან რამე სხვა დარღვევები არ აღინიშნება, ვარჯიშთან ერთად ასეთი სისტემა წონაში დაკლებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

ფსიქოლოგიურად კი ადვილი გადასალახია, რადგან არაა გათვლილი იმაზე რომ უამრავი რამე არ გეჭმევა და გეჭმევა მხოლოდ რაღაც შეზღუდული რაციონი. პირიქით, გეჭმევა ყველაფერი, გარდა რაღაც კონკრეტულისა და ფაქტიურად მუდამ დანაყრებული ხარ

წყარო: http://www.fitni.ge

This entry was posted in დიეტები and tagged , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ყველაზე მარტივი დიეტა

  1. MaNvEeL says:

    auu dietaze unda davdge raa tore ukve 49 kilo vaar..((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s