დღის სწორი რეჟიმი

რომ იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით უმთავრესია გქონდეს დღის სწორი რეჟიმი. სწორედ ეს პოსტი დაგეხმარებათ   სწორად გაანაწილოთ საკვები და შეიმუშავოთ ყოველდღიური რეჟიმი.

ჩვენი ორგანიზმი ცხოვრობს განსაზღვრული ბიოლოგიური საათების მიხედვით. თუ გვინდა, რომ ჯანმრთელები და ლამაზები ვიყოთ, ჩვენი ყოველდღიური ყოფის რეჟიმი სწორედ ამ ბიოლოგიური საათების აქტიურობა-პასიურობაზე უნდა ავაგოთ. თუ ეს არ გავითვალისწინეთ, ნებისმიერმა დიეტამ და თავგამოდებულმა ვარჯიშებმა, შესაძლოა, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან მცირე შედეგი მოგვცეს. blood-type-diet1
7 საათზე აქტიურდება კუჭის მოქმედება. მედიკოსები დღემდე დავობენ იმის შესახებ, სასარგებლოა თუ არა დილის საუზმე, მაგრამ ერთ რამეზე ყველა დიეტოლოგი ერთხმად თანხმდება: უზმოზე ერთი ჭიქა ნადგამი წყლის დალევა სასიკეთოდ წაადგება თქვენს ჯანმრთელობასა და გარეგნობას.
11 საათი კუჭქვეშა ჯირკვლის გააქტიურების დროა, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა წაიხემსოთ. ასევე, არ დაგავიწყდეთ, შეიპუდროთ ცხვირი, რადგან 11-დან 12 საათამდე აქტიურდება ცხიმოვანი ჯირკვლებიც და, შედეგად შესაძლოა, სახის კანი აგიპრიალდეთ.
13-დან 15 საათამდე წვრილი ნაწლავის გააქტიურების დროა. ამიტომ ამ პერიოდში აუცილებელია, ისადილოთ. თუ ასე არ მოიქცევით, ვახშამზე მოგიწევთ ზომაზე მეტის ჭამა, რაც ძალიან მავნებელია სახის კანისთვის.
17-დან 19 საათამდე თირკმელების გააქტიურების პერიოდია, თავიდან რომ ავირიდოთ შეშუპება, დღის ამ მონაკვეთში უარი თქვით ყავასა და ჩაიზე. ამას გაცილებით ჯობია, ჩაეწეროთ სალონში და თქვენთვის ყველაზე საყვარელი კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტაროთ.
19-დან 21 საათამდე აქტიურდება გულის მუშაობა. ამიტომ დღის ამ მონაკვეთში მოერიდეთ მძიმე, ფიზიკურ დატვირთვას. ჯანმრთელი გულის შემთხვევაშიც კი, მსუბუქი სპორტული ვარჯიშები (მაგალითად, იოგა) გაცილებით მეტ სარგებლობას მოგიტანთ, ვიდრე სპორტულ დარბაზში ტრენაჟორებზე ვარჯიში და სირბილი.
21-დან 23 საათამდე ორგანიზმი განწყობილია ძალების აღსადგენად. არ დაგავიწყდეთ, რომ შუაღამის ძილს „სილამაზის ძილს“ უწოდებენ. თუ წესად შემოიღებთ, რომ დასაძინებლად ღამის 11 საათამდე დაწვეთ, ეს ძალიან მალე საოცარი შედეგით აისახება თქვენს გარეგნობაზე. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, დაწოლამდე, სახეზე ღამის კრემი წაისვით: კოსმეტიკური საშუალებების აქტიურ კომპონენტებს კანის უჯრედები ყველაზე აქტიურად დღე-ღამის ამ მონაკვეთში შეიწოვს.
ღამის 1-დან 3 საათამდე ნელდება წვრილი ნაწლავის აქტიურობა, ამიტომ გვიანი ვახშამი მავნებლობის მეტს არაფერს მოგიტანთ. ამასთან, ეს არის ღვიძლის გააქტიურების პერიოდი – სწორედ ამ საათებში წმენდს ღვიძლი ორგანიზმს. როცა თქვენ გძინავთ, ამ პროცესს არაფერი უშლის ხელს, მაგრამ თუ თქვენ ამ დროს სისტემატურად ფხიზლობთ, ორგანიზმში გროვდება ტოქსინები, რაც ძალიან სწრაფად აისახება სახის კანის ფერზეც და საერთო მდგომარეობაზეც და, შესაბამისად, აჩქარებს დაბერების პროცესს.

წყარო:  http://janmrtelobainfo.ge

This entry was posted in ეს საინტერესოა, რჩევები, ჯანსაღი საკვები and tagged , , . Bookmark the permalink.

3 Responses to დღის სწორი რეჟიმი

  1. MaNvEeL says:

    sainteresoa dzaliaan..))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s