ზომიერი ფიზიკური დატვირთვა

თანამედროვე ადამიანი საკუთარ თავს უზომოდ ბევრ მოთხოვნას უყენებს: უთუოდ უნდა ფლობდეს რამდენიმე უცხო ენას, მუშაობდეს პრესტიჟულ კომპანიაში, იღებდეს ჯანსაღ საკვებს (სასურველია, კალორიების ზუსტი თვლა შეეძლოს) და, რაც მთავარია, იყოს შესანიშნავ ფორმაში. მართლაც, რაც დრო გადის, მით მეტი ადამიანი ხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი, რომლის განუყოფელი ნაწილიც ვარჯიში გახლავთ.exercise-blog

ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად ასაკისა. მით უმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე ადამიანი ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს მისდევს. ჰიპოდინამია კი, თავის მხრივ, სხვადასხვა პათოლოგიის მიზეზად გვევლინება. ესენია: ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ბავშვებში ტანდეგობის მძიმე დარღვევები, კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომით განპირობებული პათოლოგიური მდგომარეობანი, მაგალითად, მაუსის სინდრომი… ეს უკანასკნელი გამოიხატება მტევნის დაზიანებით, რომელსაც ხშირი დაწკაპუნება და, ამავდროულად, ხელის არასწორი მდებარეობა განაპირობებს. შედეგად აღმოცენდება ძლიერი ტკივილი მთელ სხეულში და, რაღა თქმა უნდა, ხელში, მტევნის მოძრაობა შეზღუდულია.

თუკი მშობელს განზრახული აქვს, მისი შვილი პროფესიონალი სპორტსმენი გახდეს, ზოგიერთ სახეობაში ბავშვი მცირე ასაკიდან უნდა ჩააბას. ასე მაგალითად, მხატვრულ ტანვარჯიშსა და ფიგურულ სრიალზე პატარა უკვე სამი წლიდან უნდა შევიყვანოთ.
თუკი ჩვენი მიზანი გაკაჟება ან გართობაა, უმჯობესია, სპორტის ერთი სახეობით დავიწყოთ და უთუოდ ისეთი სახეობა შევარჩიოთ, რომ სხეულის ორივე მხარე თანაბრად დაიტვირთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკურ დატვირთვას სხეულის ტანდეგობის დარღვევა მოჰყვება.
არამც და არამც არ შეიძლება სპორტის ისეთი სახეობის შერჩევა, რომელიც ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, მაგალითად, ძალოსნობის. ძლიერი დატვირთვა ზრდის ზონების ნაადრევ დახურვას უწყობს ხელს და, შესაბამისად, ზრდის შეფერხებას იწვევს.
მოზარდის ორგანიზმისთვის საუკეთესოა ცურვა  – ის დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, არ აფერხებს ხერხემლის ზრდას, ხელს უწყობს კუნთების თანაბრად განვითარებას. exercise-300x259
დაიხსომეთ: არ არის მიზანშეწონილი,  ბავშვის ერთბაშად სპორტის რამდენიმე სახეობაზე შეყვანა. ასე ორგანიზმის ფიზიკური რესურსები მალევე ამოიწურება.
ნებისმიერი პათოლოგიის არსებობისას, იქნება ეს სკოლიოზი, ბრტყელტერფიანობა თუ სხვა, ვარჯიშის ტიპის განსაზღვრა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. საზოგადოდ, ბავშვისთვის, რომელსაც ხერხემლის პათოლოგია აქვს, ფიზიკური დატვირთვა მეტად მნიშვნელოვანია. ამ დროს ვითარდება ზურგის კუნთები, მუცლის პრესი და მეტ-ნაკლებად ხდება ტანდეგობის დარღვევის კორექცია.
რაც შეეხება მხედველობის დარღვევას, გამოკვლევის შედეგად ოფთალმოლოგი გადაწყვეტს, შესაძლებელია თუ არა, ბავშვი სპორტში ჩაებას, რომელი სახეობა და რამხელა დატვირთვა იქნება უვნებელი მისი მხედველობისთვის.

ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ჯანმრთელობის საწინდარია. ასე რომ, გირჩევთ, თქვენთვის მისაღები, კომფორტული სახეობა შეარჩიოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ – სასურველია, წინასწარ გამოკვლევები ჩაიტაროთ.

წყარო: www.aversi.ge

This entry was posted in ვარჯიში, რჩევები, სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ზომიერი ფიზიკური დატვირთვა

  1. anula12345 says:

    kargiaaa kargii :*:*:*

  2. guja says:

    momewonaaaa yochag salo:*

  3. MaNvEeL says:

    varjishi varjishi varjishi chvenii cxovreba upro gaxangrdzlivdebaa..))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s