ჩვენს კითხვებს პასუხობს სპორტსმენი- გიორგი ხოლუაშვილი

ჩემო მკითხველო გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ძალიან საინტერესო და შთამაგონებელია, როგორც სპორტსმენებისთვის ისე ზოგადად ხალხისთვის, რომლებისთვისაც ჯანსაღი ცხოვრება წინა პლანზეა. ჩვენს კითხვებს პასუხობს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი რაგბის კლუბის “ლოკომოტივის” აქტიური და შრომისმოყვარე  მოთამაშე -გიორგი ხოლუაშვილი. მისთვის სპორტი და ვარჯიში ყოველდღიური ცხოვრების წესია. დანარჩენი კი იხილეთ ინტერვიუს სახით.

 ჟურნალისტი: სალომე ჩადუნელი

რესპოდენტი: გიორგი ხოლუაშვილი

– გამარჯობათ, მოხარული ვარ, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. გაეცანით ჩემს მკითხველს

– მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენ, გიორგი ხოლუაშვილი, 20 წლის

-ვიცი რომ დღესდღეობით სპორტის აქტიური მიმდევარი ხართ. გვითხარით კონკრეტულად რომელი სპორტის სახეობით ხართ დაკავებული?

–  რაგბით

-რატომ მაინც და მაინც რაბგი და არა სხვა? ანუ რას ნიშნავს ეს სპორტი თქვენთვის?

– რაგბზე შემთხვევით მოვხვდი, მანამდე რამდენიმე სპორტის სახეობაში მიცდია თავი, მაგრამ რატომღაც რაგბმა დამაინტერესა. ჩემთვის ბევრს ნიშნავს , ჩემი ცხოვრების წესია. ჯერჯერობით ჩემი ინტერესის სფერო ეს სპორტია.

-ძალიან საინტერესოა, აქვე გვითხარით რომელს ნაკრებში თამაშობთ და რა მნიშვნელოვანი წარმატებები გქონიათ თქვენ და  თქვენს ნაკრებს ერთად?( კონკრეტული)

– ჯერჯერობით არც ერთ ნაკრებში არ მითამაშია. რაგბის თამაში დავიწყე რუსეთში და რამდენიმე წელია რაც ჩამოვედი აქ, ჯერ ვერ გამოვიჩინე თავი ნაკრებისთვის. ისე ვთამაშობ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ ” ლოკომოტივში”, ვართ რვაგზის ჩემპიონები. წელს, საქართველოს თასზე მეორე ადგილის მფლობელები, შვიდკაცაშიც წელს მეორე ადგილი გვერგო და გვინდა საქართველოს ჩემპიონატზე ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის.

-გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ, იმედია მომავალში, როგორც უკვე საქართველოს ჩემპიონს ისე ჩამოგართმევთ ინტერვიუს. მაინტერესებს რას აკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ და რამდენად შრომატევადია?

-გმადლობთ, პირველ რიგში ვცდილობ რეჟიმი დავიცვა. რეჟიმი მნიშვნელოვანია ფიზიკური მომზადებისთვის. ვცდილობ ძილი და კვების დრო ვაკონტროლო,  რაც შეეხება ვარჯიშს, დღეში ორჯერ ვვარჯიშობ, დილით და საღამოს. ჩემი აზრით, მარტო ამითაა შესაძლებელი რამეს მიაღწიო.

მეც ასე ვფიქრობ და რადგანაც ჩემი ბლოგის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა გვითხარით კონკრეტულად თქვენი ყოველდღიური რეჯიმის შესახებ ?

– ვარჯიში, როგორც უკვე ვთქვი, დღეში ორჯერ მაქვს. პირველი დილით 11საათზე, ამიტომ 9 საათზე უკვე ყველანაირად მზად უნდა ვიყო. ნაჭამი და ჩანთა ჩალაგებული🙂 , 11-დან 2-მდე მაქვს ტრენაჟორები დაბრაზში, რაც ჩემს ფიზიკურ ძალას მომატებაში ეხმარება და ძალიან მნიშვნელოვანია რაგბში. შემდეგ ვისვენებ ორი საათი და ოთხ საათზე მაქვს ვარჯიში ბურთით, ანუ გუნდთან ვარჯიში. ვარჯიშის დამთავრების დრო  კვირის დღეზე და დატვირთვაზეა დამოკიდებული. ხშირად იმის დროც არ მაქვს, რომ მეგობრები მოვინახულო.

-სამაგიეროთ ეს რეჟიმი  სულიერ სიმტკიცეს გმატებთ. ზემოთ ახსენეთ კვების და ძილის რეჭიმი? როგორ ახერხებთ ამ რეჟიმის დაცვას და რას ურჩევდით ჯანსაღი კვების თაობაზე მკითხველს?

– რეჟიმის დაცვა არა ძნელი, მთავარია თავს ძალა დაატანო და გადალახო შენში რაღაც ცდუნებები. ჩემი აზრით, ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის კარგად მუშაობისთვის.

-კვლავ დავუბრუნდები თქვენს სპორტულ კარიერას და მაინტერესებს გქონიათ თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორები სპორტული კარიერის შენების ეტაპზე.. და ის წინააღმდეგობები რომ არა, შენი აზრით, უფრო მაღალ საფეხურზე იდგენოდი ვიდრე ეხლა ხარ?

– არა, ხელი არაფერს შეუშლია ჩემთვის, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ რაიმემ შემიწყო. ჩემი აზრით, მაქვს და მივაღწიე იმას რაც დავიმსახურე და ჯერ ყველაფერი წინაა.

-მაინტერესებს, შენი აზრით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ სპოტსმენს, რომ წარმატებას მიაღწიოს და ყველა დაბრკოლება დაძლიოს?( ეს ერთგვარი რჩევაც იქნება იმათთვის ვინც სპორტითაა დაკავებული)

– ჩემი აზრით, მთავარია ხასიათი და მონდომება, შეუძლებელი არაფერია. თუ ადამიანი მოინდომებს, ის ნებისმიერ დაბრკოლებას დაძლევს და მიაღწევს სასურველ შედეგს.

-მართალია, მთავარი მონდომება და შრომისმოყვარეობაა, და ბოლოს,  რას ფიქრობ? რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია დღესდღეობით სა ზოგადოებაში და როგორია შენი დამოკიდებულება ამ თემის ირგვლივ?

– ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო ნათქვამია. რაც უფრო პოპულარიზებული იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესი, მით უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩაბმული მასში და რა თქმა უნდა საზოგადოებაც ჯანსაღი იქნება. ჩემი დამოკიდებულება დადებითია და მოხარული ვარ, რომ მაქვს საშვალება წვლილი შევიტანო.

-ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულღია და საინტერესო ინტერვიუსთვის, წარმატებას გისურვებ სპორტულ კარიერაში და ზოგადად ცხოვრებაში, ნამდვილად იმსახურებ შენი შრომისმოყვარეობით და დაუღალავი ვარჯიშით ყველაფერს საუკეთესოს . დიდი მადლობა

-თქვენ მადლობა და გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში.

This entry was posted in ინტერვიუები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to ჩვენს კითხვებს პასუხობს სპორტსმენი- გიორგი ხოლუაშვილი

  1. guja says:

    saintereso interviua:) jansagi cxovrebis wesi first:)

  2. guja says:

    adekvaturi da ajitirebuli var:*

  3. kakhelashvili says:

    ძალიან კარგია სალოო, ძალიან მაგარი გოგო ხარ მეც მითხრა ჟანამ მაგრამ რა ვქნა ვინ ვნახო არ ვიცი, შენ კი წარმატებებიიი მიყვარხარ ძალიან

  4. marii says:

    კარგი ინტერვიუა ძალიან მომეწონა სალოო..წარმატებები..ყოველთვის კარგ ინფორმაციას და ინტერვიუს გვთავაზობ..აბა შენ იციი..მალე მომელოცოს შენი ბლოგის უფრო მეტი წარმატებაა..))

  5. manveel says:

    mee mjera shenii..:*

  6. sali says:

    saliii kargi xar dzaan
    momwoons

  7. Ilia Nozadze says:

    patara jurnalistka xar salo :D:D :*

  8. ძალიან ამომწურავია, კარგი კორესპონდენტი ხარ, ისე ვეცნობი შენი კატეგორიის მსგავს კატეგორიას და ინტერვიუ არსად მინახავს კრეატიული და საინტერესოო ხარ

    • sal4you says:

      დიდი დიდი მადლობაა,, აქტიური მკითხველი რომ ხარ უკვე კარგიაა,,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s