ნარკომანიის პრობლემა

ნარკომანიისაკენ გადადგმული ნაბიჯი, ჯერ სულიერი, შემდეგ კი ნაადრევი ფიზიკური სიკვდილისაკენ გადადგმული ნაბიჯია. ნარკომანიის პრობლემა არსებობს არა მარტო ნარკომანისთვის, არამედ საზოგადოებისთის რომელშიც ნარკომანი ცხოვრობს. ნარკომანიის პრობლემა აქტუალურია, როგორც კერძო პირის, როგორც ამ პირის ოჯახის და როგორც მთელი საზოგადოების პრობლემა. ნარკომანის საზოგადოებაზე ზემოქმედების მაგალითად შეიძლება, დასახელდეს ნეგატიური გავლენა, რომელსაც ნარკომანი საზოგადოებაზე ახდენს, დანაშაულის რომანტიზება, მანკიერებისაკენ ახალგაზრდების მიზიდვა. ნარკომანიის თანამედროვე მასშტაბი, ვფიქრობ, სწორედ ამ მიზიდულობამ განაპირობა.

ნარკომანია, როგორც სენი, სოციალური ყოფის შედეგად მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ სოციალურად აქტიური, რეალიზებული ახალგაზრდა ნარკომანი არ გახდება. სენი ადვილად ერევა უსაქმურს, გარკვეული სულიერი პრობლემის მქონე ახალგაზრდას. ემ ახალგაზრდობის სულიერი კრიზისი მხოლოდ დღევანდელობის პროდუქტად არ მიმაჩნია. სულიერო კრიზისი ყოველთვის, ყველგან არსებობდა, განვითარებულ და განუვითარებელ ქვეყნებშიც. ის ახლაც არსებობს და,სავარაუდოთ, მომავალშიც იარსებებს, მაგალითად, აშშ-ში, რომელიც მაღალგანვითარებული ქვეყანაა, პრობლემა სულაც არ მოხსნილა. მნიშვნელობა აქვს არა ზოგადად სახელმწიფოს, არამედ მიკროგარემოს, რომელშიც პოტენციური თუ უკვე შემდგარი ნარკომანი ცხოვრობს. თბილი, კეთილმოსურნე, სულიერებით აღბეჭდილი, სოციალურად წარმატებული ადამიანების გარემოცვა ადამიანის საუკეთესო მკურნალად მიმაჩნია.

ნარკომანიის პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა სოციალური აქტიურობა, საზოგადოებრივი აზრი, სამედიცინო პრაქტიკა, ადმინისტრაციული ზომები, გაყიდვის აღკვეთა. შეიძლება, აგრეთვე, ზოგიერთი საშვალების ლეგალიზაცია. ნარკომანი ავადმყოფად უნდა გამოცხადდეს, რაც მას ,,რომანტიკულ” ბურუსს ჩამოაშორებს და საზოგადოებასთან კონტაქტს აღუდგენს. მე კარგად ვიცი, რა საშვალებებიც გააჩნია მასმედიას და მიკვირს, რატომ ვერ ახერხებს ის ნარკომანიის გაშარჟებას, ასევე რატომ არიან “რომანტიზებულნი” ნარკომანები, ვთქვათ, თანამედროვე ქართულ კინოში.

This entry was posted in დღიურები, მავნე ჩვევები and tagged , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ნარკომანიის პრობლემა

  1. გენაცვალე სალო :*
    სრულიად გეთანხმები
    მათ ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება სჭირდებათ !!

    • sal4you says:

      მართალი ხარ სწორედ ასეაა.. მარტო კანონის ფარგლებში არ უნდა მოვაქიოთ ისინი ავადმყოფები არიან

  2. kakhelashvili says:

    ვიზიარებ ორივეს აზრს, მე პირადად მყავს ასეთი ახლობელი მეზობელი, რომელსაც უნდა შენი დახმარება და პირიქით არ უნდა გარიყო, ეს უკვე გამიდის, რომ აიძულო იგივე გაიმეოროოოს

    • sal4you says:

      და ის არ სურს რომ გვერდში დგომით დავეხმაროთ არ გავრიყოთ და თან თავიც დააღწიოს ნარკომანიას?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s