არა მარტო ფიზიკური ჯანმრთელობა, გარემო და ადამიანი

მოგესალმები ჩემო მკითხველო, ბევრი ვიფიქრე თუ რა თემაზე დამეწერა, მაგრამ საბოლოოდ ვერ შევჯერდი, მოკლედ ვიფიქრებ, გავყვები აზრების კოლონას და იმედია იმას დავწერ რისი თქმაც გულით მინდა. ყოველ დღე ვაკვირდები, გარემოს, გზას ტრანსპორტის მოძრაობას, მდინარეებს და ვხედავ უამრავ ისეთ ნიუანსს რაც საერთო ჯამში საფრთხეს უქმნის, როგორც გარემოს ისე ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობას.

      ჩემი აზრით ჯანმრთელობაში მარტო კვებისა და ვარჯიშის სისწორე არ მოიაზრება და ჯანსაღი გარემო სწორედ ის ფაქტორია, რომელიც ყველა ჩვენგანს აკავშირებს რგოლებად იმ ჯაჭვებზე, რომელსაც გარემოსა და ჩვენივე ჯანმრთელობის დაცვა ჰქვია.    დაბინძურებული გარემო, გამონაბოლქვი, მდინარეში ჩამდინარე ფეკალური მასები, ქიმიური ნარჩენები,  ნაგავი- ესაა ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომელიც ნელ-ნელა გარდაქმნის ორგანიზმს, გვიქადის უამრავ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ეპიდემიებს და ,საერთო ჯამში, არღვევს უხილავ ჯაჭვს, რომელიც ბუნების კანონზომიერებების უზადო მაგალითია.

მინდა გამოვკვეთო ის ფაქტი,  რომ ჩვენივე ჯანმრთელობისა და გარემოს მტრები ჩვენვე ვართ ადამიანები. გავიხსებებ სიტუაციას, როცა სურამში, სოფერ ზინდისში, დაიმეწყრა ტერიტორია. ერთ კილომეტრზე გაიხსნა მიწა და დაინგრა უამრავი სახლი. განვიხილოთ მიზეზები, რომელმაც კატასტროფა გამოიწვია. სოფელში არაა კანალიზაცია, მაგრამ ამის მიუხედავად ოჯახებს ეზოებში ორ-ორი ჭა აქვთ ამოჭრილი, წყალი იჟონება მიწაში და აფხვიერებს ნიადაგს. ხაზი უნდა გაესვავს იმ ფაქტს, რომ მასიურად იჩეხება ტყე ადამიანის მიერ. მდგომარეობა  უფრო და უფრო სავალალო ხდება ყოველდღიურად, მაგრამ სანამ საზოგადოება თავად არ გამოიჩენს მეტ ყურადღებას და თავშეკავებას, რომ ბუნების კანონები თავისი ჩარევით არ დაარღვიოს, მანამდე უამრავი გაუთვალისწინებელი რამ გველოდება.

   ანდა გავიხსენოთ მდინარე სურამულა, მდინარემ რომელმაც შარშან ზაფხულს სრულიად გაანადგურა დაბა სურამის სოფლები, მდინარე რომელიც ლამისაა ნაკადულად იქცეს იმდენადაა დაბინძურებული ნაგავისგან და ფეკალური ნარჩენებისგან.

ჩემი აზრით, თითოეული ეს პრობლემა და კიდევ უამრავი ასეთი დაუფიქრებელი ქმედებები, რომლებსაც ქუჩაში ვანხორციელებთ( მაგალითად მიგვაქვს ნაგავი ურნასთან, მაგრამ შიგ მოთავსების მაგივრად მის გარშემო მიმოვაბნევთ) პირველი და უმთავრესი მტერია, როგორც ჯანრთელობის  ისე   ზოგადად გარემოსი.

რა შეგვიძლია ჩვენ? ჩვენ მთავარი მამოძრავებელი ძალა და საყრდენი ვართ ქვეყნისა. ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია, მაგრამ მანამდე მთავარია ამაღლდეს დონე თვითშეგნების და მოხდეს გააზრება ისეთი ქმედებებისა, რომელიც საფრთხეს უქადის არსებობას. ვიყოთ დაფიქრებულები ჩვენივე ქმედებებში, მივუთითოთ მეგობრებს თუ უცხოს არ დააბინძურონ გარემო და მდინარე, გავხდეთ მისაბაძი მაგალითები და ვასწავლოთ სხვასაც, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია.

 

This entry was posted in (Chat) ვისაუბროთ, დღიურები, ეს საინტერესოა, სხვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to არა მარტო ფიზიკური ჯანმრთელობა, გარემო და ადამიანი

  1. kakhelashvili says:

    გადასარევი პოსტია იმ პრობლემაზე, რომლსაც ასე ძლიან ჭირდება გავრცელება, რათა დაიფიქრება მაინც გამიწვიოს ჩვენში. გავუფრთხილდეთ გარემოს თუ გვინდა გაგვიფრთხილდეს ის ჩვენ.

    • sal4you says:

      ხოო მომეწონა შენი ბოლო სიტყვები მშვენიერი მოწოდელაა ლული:*

  2. MaNvEeL says:

    ,,iyo janmrteli nishnavs imas, rom icxovro ekologiurad supta garemoshi” ees chemi ert-erti proeqtis flaeris tema iyoo..martlac rom mnishvnelovania, tumca adamiani piqrobs, rom tavis dagdebuli polietilenis botli an parki katastropas ar gamoiwvevs magram yvelaze didi katastropa icit ra ariii??yvela ase rom piqrobs..((

    • sal4you says:

      ხოო მათ შორის მეც შენც ყველაა:)) ჩვენი თავი ჩვენ უნდა გამოვასწოროთ შინაგანად და სხვასაც ვასწავლოთ

  3. ცხვენია ეჰ სურამულა მრხცხვენია როგორც ჩემი თავის ისე სხვების მაგივრად..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s