მე-20 საუკუნის შავი ჭირი0

გამომდინარე ჩემი ბლოგის საკონკურსო თემიდან, მე სულ ვწერ ჯანსაღ ცხოვრებაზე და ვაშუქებ მას სხვადასხა კუთხით, თითქმის ყველა თემას შევეხე, მაგრამ ბოლომდე ინფორმაციის ამოწურვა  შეუძლებელიც კია, ჩემი აზრით, მაგრამ ძალიან გამიკვირდა რომ არცერთი პოსტი არ მეწერა შიდსზე, რომელსაც მეოცე საუკუნის შავ ჭირადაც კი მოვიხსენიებთ.  მაგრამ მთავარია გვახსოვდეს რომ ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების წესი  ჩვენი ჯანმრთელობის გარანტიაა. ასე, რომ ამ თემასაც არ დავტოვებ განხილვის გარეშე და კრიტიკა და შენიშვნები თქვენთვის მომინდია ჩემო მკითხველო.

 შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი), რომელსაც ხალხმა 20 საუკუნის შავი ჭირი უწოდა, სადღეისოდ მიჩნეულია კაცობრიობისთვის  ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული ომის შემდეგ. ეს არის ინფექციური   დაავადება, რომელსაც  იწვევს  ადამიანის   იმუნოდეფიციტის  ვირუსი  (აივ). ეს  ვირუსი  უშუალოდ  აზიანებს ადამიანის  დამცველ, ე. წ.  იმუნურ  სისტემას  და მწყობრიდან  გამოყავს  იგი, რის შედეგადაც ინფიცირებულ   პირს  ადვილად უჩნდება  სხვადასხვა  ინფექციური  ან   სიმსივნური  დაავადებები, როგორც  წესი, სასიკვდილო  შედეგით. 

შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%

ცნობილია შიდსის ვირუსის გადაცემის სამი გზა:

· სქესობრივი კონტაქტით (ვაგინალური, ანალური და ორალური);
· ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით (აივ ინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას);
· ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე გადაცემის გზით (მუცლადყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს).

გახსოვდეთ, შიდსის ვირუსი არ გადაეცემა:

· ჰაერ-წვეთოვანი გზით, ნერწყვით, ხველით, ცხვირის დაცემინებით ან კოცნით. შესაბამისად, არ არის საშიში ინფიცირებულთან საუბარი;
· საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით. არ არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, ალერსი, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო საპირფარეშოთი და აბაზანით სარგებლობა. არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან ერთად ყოფნა სასწავლო დაწესებულებებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა კინოთეატრი, სტადიონი, საცურაო აუზი და სხვ. არ არის საშიში მეტროთი და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა;
· ვირუსი არ გადადის მწერებისა და ცხოველების საშუალებით.

შიდსი საფრთხეს უქმნის მთელ მოსახლეობას, მაგრამ საზოგადოების მთელი რიგი ფენები, მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, გაზრდილი საფრთხის წინაშე დგანან. დღეისათვის საქართველოში აივ ინფექცია ძირითადად ნარკომანიის გზით ვრცელდება, გამოვლენილ ინფიცირებულთა 50% ინტრავენული ნარკომანია.

  მაღალი რისკის ჯგუფებს აგრეთვე მიეკუთვნებიან:

  • ჰომოსექსუალისტები;
  • მეძავები და მათი პარტნიორები;
  • ვენერიული სნეულებებით შეპყრობილნი;
  • ტუბერკულოზით დაავადებულნი;
  • ჰემოფილიით დაავადებულნი და სისხლის რეციპიენტები;
  • მოგზაურები და სხვ.

სადღეისოდ არ არსებობს შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან რაიმე სამკურნალო საშუალება. მაგრამ იმედისმომცემია ბოლო დროის მიღწევები ანტივირუსული პრეპარატების შექმნის სფეროში.

წყარო: http://www.medportal.ge

This entry was posted in ეს საინტერესოა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to მე-20 საუკუნის შავი ჭირი0

  1. RaptoR says:

    sashinelebaa :((( magram realoba is aris rom demografiuli afetqebis periodshi vcxovrobt da mosaxleobis raodenoba ufro da ufro matulobs, es ki isedac shelaxul bunebas balansistvis namdvilad ar awyobs… amitomaa rom axali virusebi da daavadebebi chndeba amas ver shevacherebt. es yoveltvis xdeboda da asec iqneba samwuxarod, magalitad shua saukuneebis evropa avigot, sadac shavma chirma titqmis 50% gawyvita, warmoidginet shavi chiri rom ara evropashi ramdeni adamiani icxovrebda…sheidzleba shidsi davamarcxot magram sxva gachndeba aranakleb “daumarcxebeli”…

    • sal4you says:

      xo sheni msjeloba martalia magram prtxilad tu ar iyavi sheidzleba kactmodzuleobashic dagdon brali rogorc maltuss:D ( es xumrobit) maltusic piqrobda rom xalxma zneobrivi charchoebi unda daicvas da tavi sheikavo uzneobisgan, torem sazogadoebis raodenobis ukontrolo zrdas, mxolod omebi epidemiebi da shimshili sheacherebso.. misi natqvami sazogadoebis ertma nawilma cudad gaigo da kactmodzuleoba daswames.. mokled dzalian sachirborotoo sakitxia da me michirs msjelobaa dzalian.. albat martla zneobrivi charchoebis dacva gvixsnis da mtavaricaa chemi azrit..

      • RaptoR says:

        xoo getanxmebi. magram zneoba da morali xom advili tema ar aris. gansakutrebit exlandel droshi adamiani siamovnebistvis cxovrobs da morals ukana planzec ki ayenebs, siamovneba kidev macduri da xshirad damgupvelia. ase rom chemi azrit zgaparia vilaparakot saerto zneobriv principebze… adamianta masa, xshirad ki “brbo” ukontroloa da magashic getanxmebi, rom ar aris es tema advilad gadasawyveti.

      • sal4you says:

        xooo martali xar namdvilad.. ra kargi iqneba yvelaperi adamianis tvitshegnebaze rom gadiodes.. magram masobrivad amaze piqric isetive uazrobaa rogorc zemot shen agnishnee,, radgan rtulia adamianis tvitshegnebis iset magal sapexurze ayvanaa, romelic sruliad gadawyvitasv vneobriva tavsheukaveblobasac ki..:))

  2. kakhelashvili says:

    საუკეთესო პოსტია, იმიტომ რომ ეს თემა ნამდვილად ღირს იმათ, რომ როგორც შეძლებ მიაწვდიონო ხმა ადამიანებს თუნდაც რამდენიმეს ესეც კი შედეგიაა, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა , xx xxI საუკუნის შავი ჭირია ასე, რომ ვთქვად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s