მუსიკა

მუსიკა- სიტყვა, რომელიც მასთან დაკავშირებული ყველა მოქმედებით ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.ალბათ მოწყენილობით მოვკვდებოდი და მარტოობა თავის ფესვებს გაიდგამდა გულში, რომ არა მუსიკა,  რომელიც ყოველთვის მშველოდა და მშველის სტრესული მდგომარეობის დაძლევაში. მუსიკა ნამდვილად ესთეტიური სიამოვნებაა და თითოეული ნოტი, ბგება საყვარელი მუსიკისა საოცარი ძალით მავსებს და ცხოვრების ხალისს მიბრუნებს. ერთგვარი თერაპიაა ჩემთვის და ასე მგონია არამარტო ჩემთვის, მუსიკა ხომ ჩვენ ყველას გვაერთიანებს და გვანიჭებს სიამოვნებას, რომელიც შეიძლება ეხლა თბილმა შხაპმაც ვერ მოგვანიჭოს.

მუსიკის საშვალებით, მე . ადვილად აღვიქვავ გარშემომყოფების ემოციას ხასიათს გუნება- განწყობილებას . ის მივითარებს მიზანდასახულობას, მოთბინების უნარს, ნებისყოფას. მოკლედ მუსიკა ჩემი ცხოვრებაა და არც კი გამკვირვებია როცა გავიგე, რომ ექიმები ხშირად მიმართავენ მუსიკით განკურნების ხერხს, მე ხომ მთელი ცხოვრებაა მუდმივი პაციენტი ვარ ამ უებარი მკურნალისა.

 >>>როგორც დავადგინე,მუსიკით მკურნალობის ფუძემდებლად ითვლება პითაგორა, რომელიც ავადმყოფებს ქნარზე(ლირაზე) შესრულებული მუსიკით მკურნალობდა. კვლევებით დასტურდება, რომ მელოდიით გამოწვეული სასიამოვნო ემოციები აძლიერებს თავის ტვინის ქერქის აქტიურობას, აუმჯობებესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს სუნთქვას და სისხლის მიმოქცევას. მუსიკის ქვეშ ეწყობა ორგანიზმის რიტმი, რომლის დროსაც ფიზიოლოგიური რეაქციები ხდება ეფექტური. ამის შედეგად უმჯობესდება განწყობა, შრომისუნარიანობა, იკლებს ტკივილის მგრძნობელობა, აღდგება ნორმალური გულისცემა, სუნთქვა. მუსიკას რომ ძლიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე, უკვე უდავო ფაქტია, არის ისეთი მუსიკა, რომელიც მხოლოდ სიამოვნებას იწვევს ჩვენში, მიზნად ისახავს გრძნობათა აშლას ჩვენში, ადამიანი გადაჰყავს სიხარულის, კმაყოფილების, სიამოვნების და ტკბობის მდგომარეობაში, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მუსიკის გავლენით ნეგატიური სურვილები ძლიერდება, აი მაგალითად, ვუდი ალენი ამბობს: ,,ვაგნერს რომ ვუსმენ, პოლონეთის დაპყრობა მინდებაო”… 
   მუსიკა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ცხოველებსა და მცენარეებზეც კი. მცენარეები და ცხოველები უპირატესობას ჰარმონიულ მუსიკას ანიჭებენ. დელფინებს სიამოვნებთ კლასიკურ მუსიკა, განსაკუთრებით ბახი… ხოლო ზვიგენები ექსპერიმენტის დროს, როგორც კი გაიგებდნენ კლასიკურ მუსიკას, გროვდებოდნენ მთელი ოკეანის სანაპიროზე.მცენარეები და ყვავილები კლასიკური მუსიკის ქვეშ სწრაფად შლიან თავიანთ ფურცლებს.
   თუ ჩამოვთვლით კომპოზიტორებს, რომელთა მუსიკაც კეთილად მოქმედებს ადამიანის გუნება–განწყობილებაზე, მაშინ სიაში პირველი აღმოჩნდება მოცარტი. თერაპიული ზემოქმედება აქვს აგრეთვე ბახის, ვივალდის, ბეთხოვენის, შუბერტის მელოდიებს. ამიტომაც იყენებენ მუსიკას სამკურნალო მიზნებისთვის, გიოარსი ამბობს :,,ჰარმონიულ მუსიკას აქვს ძალა და თვისება, თავისი ფრთებით ზე აიტაცოს და ზეცას აზიაროს დამძიმებული სული”

     ჯერ კიდევ 1944 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი მუსიკალური თერაპიის პროგრამა დააარსეს – მას შემდეგ 60 წელიწადი გავიდა და მუსიკალური თერაპია სოლიდურ მეცნიერებად იქცა.
იგი ორი მიმართულებისგან შედგება: მუსიკის მოსმენა და მისი შექმნა. მუსიკალურ თერაპიას სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების მქონე ყველა ადამიანის დახმარება შეუძლია – დაწყებული ბავშვებით და დამთავრებული მოხუცებული ადამიანებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი ჯანმრთელია, მუსიკა სულიერი წონასწორობის აღდგენაში ეხმარება და დიდი ხნით დადებითი ენერგიით ”დამუხტვას” უწყობს ხელს. მსგავსი პრაქტიკა ხშირად გამოიყენება სკოლაში, საავადმყოფოში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და საბავშვო ბაღებში.<<<

 ეხლა კი ჩემო კარგებო მინდა ლინკებად დაპოსტოთ სიმღერები ან მელოდიები, რომელიც გამშვიდებთ ან რომელსაც ხშირად უსმენთ.

This entry was posted in ეს საინტერესოა, სხვა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to მუსიკა

  1. კი სალო ჩვენ მუდმივი პაციენტები ვართ , მუსიკა ჩემი ცხოვრებაა . ეს Kiss-the-rain – ჩემი სულის მუსიკაა :)))))))

  2. RaptoR says:

    sxvatashoris bavshvebs muclad yofnis dros klasikuri musikis mosmena siamovnebt, aseve siamovnebt dzroxebs romlebic gacilebit met rdzes iwvelebian klasikis mosmenis shemdeg.😀 sasaciloa magram saocari.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s