ბავშვის თვალით დანახული

იცი? მე მყავდა შენი მამიკოსნაირი მამიკო.  ყოველ საღამოს შოკოლადები  მოქონდა ჩემთან, მეფერებოდა და ძილის წინ ზღაპრებს მიყვებოდა ხოლმე. რა, თქვენ გგონიათ ვერ ვხვდები რატომ აქვს დედას ყოველ ღამე ნამტირალევი თვალები? ჩემი მამიკო ანერვიულებს.

   სახლში გვიან მოდის ხოლმე და სულ იმ ბოთლების საშინელი სუნი ასდის  სამზარეულოში რომ ბევრი გვიყრია. იცით რამხელა წვერი აქვს? ვეთამაშები ხოლმე, მაგრამ გამწარებული მომიშორებს და მოიყუდებს ხოლმე გვერდით მომდგარ ბოთლს ლამაზი წარწერებით. დედიკოს სულ ეჩხუბება და ფულს ძალით ართმევს, როცა ის საფულეს უმალავს. იცით ხანდახან რას აკეთებს? ფანჯარაზე დგება  და გვემუქრება: თუ არ დამალევინებთ თავს მოვიკლავო. მე ძალიან მეშინია ხოლმე და ვტირი , არ მიყვარს დედიკო რომ ნერვიულობს. ნეტავ რა სჭირს მამიკოს? მენატრება ჩემი ძველი მამიკო. უკვე სახლში იშვიათად მოდის და სულ გასარეცხი ტანსაცმელი აცვია. ჩემი დედიკო იცი როგორი გახდარია? მაგრამ სულ მეფერება რომ ვტირი და მეუბნება: “არ ინერვიულო ჩემო პატარა მამიკო გვეთამაშებაო”

მაგრამ მე არ მჯერა, გგონიათ  პატარა ვარ? არა! მე ხომ უკვე 6 წლის ვდიდი გოგო ვარ.  დღეს სკოლაში პირველად მივედი, მინდოდა მამიკოს მივეყვანე, მაგრამ ყურადღებაც კი არ მომაქცია, გაგუდულს ეძინა და არც კი მაკოცა. მშურდა სხვა ბავშვების დედიკოები და მამიკოები რომ ეფერებოდნენ და თავს ევლებოდნენ. მინდა დამიბრუნდეს ძველი მამიკო თბილი, კეთილი და საყვარელი. მგონი ყველაფერი იმ სუნის და ბოთლების ბრალია.

( ჩანახატი დაწერილია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. ბავშვი, რომელიც ასე საუბრობდა ნამდვილად არსებობს და პირადი შეხება მქონია მასთან)

This entry was posted in დღიურები and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to ბავშვის თვალით დანახული

  1. ვაიმეე :(:(:(

  2. Ti_ko says:

    ვაიმე, დამეწვა გული :((( რა ცოდოა ეს ბავშვი :((((

    • sal4you says:

      ზოო ძალიან და ამ პოსტით მინდოდა ხაზი გამესვა იმაზე რომ უამრავი ბავშვია ანალოგიურ დღეში

  3. RaptoR says:

    bavshvoba periodia rodesac is ketilis da borotis garchevas swavlobs, magram is vinc tviton ver archevs ketils da borots bavshvs ra unda anaxos?

  4. MaNvEeL says:

    samwuxaroa magram martla bevria pataraa da ara mxolod pataraa am dgeshi.erti chemi nacnobi yoveldge svams da tavis shvilebs dzalian agizianebs am simtvralit tumca sagangashos arapers aketebs..

    • sal4you says:

      ხოოოო ნუ რავი ჩემთვის სულ რო არაპერი გააკეთოს მაინც გამაღიზიანებელია ზოგადად

  5. kakhelashvili says:

    ძალიან სამწუხაროა ასეთი ფაქტები, რაც სტატისტიკის მიხედვით მრავალიააა :((((((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s