ჩვენი ვალია?

გამარჯობა ჩემო მკითხველო, არ გეგონოთ დაგივიწყეთ, ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ვახერხებდი ხშირად დაპოსტვას( თითქოს პირდაპირ ჩართვაზე ვიყო:დ) მოკლედ ამ უცნაურ ცხოვრებაში რამდენნაირ ადამიანს არ შეხვდები, რამდენჯერ დაიბნევი და აზრს ვერ გამოიტან ნანახი სიტუაციიდან, ზოგჯერ კი დაიგრუზები ამდენი გაუაზრებელი სიტყვების და ქცევების ყოველდღე მომსწრე. მოკლედ პირდაპირ მთავარ სათქმელზე გადავალ და მოვყვევი პატარა სიტუაციის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ სალონში მოვისმინე. ამ პატარა, მაგრამ გულის შემაწუხებელმა ამბავმა ჩამაფიქრა და მიმახვედრა, რომ თითოეული ადამიანის ვალია მივუთითოთ ნებისმიერი მავნე ჩვევის ამყოლ ადამიანს და დავანახოთ ჭეშმარიტება და არა განზე გავდგეთ და შორიდან ვილაპარაკოთ თუ რა საცოდავია და უკვე გვეზიზღება კიდეც.

რაში მდგომარეობს სიტუაცია: ორი ქალბატონი საუბრობს ადამიანზე, რომელიც არის ალკოჰოლიკი და მთელი ოჯახი გახადა სასმელს დამოკიდებული, მათ შორის პატარა შვილი, რომელიც უკვე ითხოვს სასმელს და კონკრეტულად-ლუდს.

დიალოგი:

პირველი სტილისტი:- გოგო ეხლა უნდა გაცინო, ნეტავ იცოდე რა სასაცილო სიტუაცია იყო. ჩემს სახლში აივანზე ვაკეთებდი საქმეს და გზაზე გავიგონე ხმა. პატარა შვილი ეუბნებოდა დედას, “პივა” მინდაო, დამალევინეო, მაცადე შვილო და სახლში, რომ ავალთ ყველა ერთად დავლევთო. აბა მიხვდი ვისზე ვლაპარაკობ. ისეთი სასაცილო იყო

მეორე სტილისტი: – აა მივხვდი, რა საცოდაობაა, უკვე ვეღარ ვიტან მაგ ოჯახს და მაგ ადამიანს. ღმერთო, რამ გაამწარა 25 წლის გოგო, ქმარიც გაალოთა და ორი წლის შვილიც. ბავშვი არ უნდა ცხოვრობდნენ მაგათთან უკვე მეზიზღება, ყოველთვის სასმლის სუნათ ყარს.

ვისმენ ამ საუბარს და უამრავი აზრი მერევა თავში. ნეტავ ამდენი ავადმყოფი და მავნე ჩვევებზე დამოკიდებული საზოგადოების პრობლემა არაა? ჩემი პირადი სუბიექტური აზრით, ვთვლი, რომ თითოეული პიროვნება ერთიანობაში აყალიბებს საზოგადოებას, რომელიც უხილავი კვანძებით ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ამიტომ ვთვლი, რომ თვალის დახუჭვა ისეთ რამეებზე რაზეც შეგვიძლია გავლენა დადებითად მოვახდინოთ უაზრობაა. ნუთუ უნდა ვიცინოთ იმ ალკოჰოლიკებზე, რომლებიც ჩვენს გარშემო ტრიალებენ? პირიქით ვუთხრათ მათ რაიმე, დავანახვოთ ჭეშმარიტება. შედეგი თუ არ იქნება ჩვენს ვალს ხომ მაინც მოვიხდით. ვიზრუნოთ ახალ თაობაზეც, რომელიც ნადგურდება ავადმყოფი მშობლების ხელში. ჩვენ ხომ შეგვიძლია მათი მომავალი სრულიად შევცვალოთ და გადავარჩინოთ ისინი ისეთი მავნე ჩვევის ჩამოყალიბებისგან, როგორიც ალკოჰოლიზმია.

თქვენ რას ფიქრობთ? არის თუ არა თითოეული ჩვენგანის პრობლემა ადამიანები, რომლებიც ჩვენს გარშემო ტრიალებენ, იმახინჯებენ მყოფადს და მომავალს , რომლებსაც ყოველდღე ვხვდებით, ვხედავთ, განვიცდით ან არ განვიცდით მათ პრობლემას?

This entry was posted in ეს საინტერესოა, მავნე ჩვევები, სხვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი and tagged , , . Bookmark the permalink.

10 Responses to ჩვენი ვალია?

  1. Jacksona )) says:

    სალო ძალიან საინტერესოა, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მსგავსი სიტუაციების დროს თვალი არ უნდა დავხუჭოთ, ჩვენ, ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ, ამით საზოგადოების წინაშე ძალიან ცუდი სიტყვაა, მაგრამ “ვალმოხდილები” ვიქნებით, თუმცა ეს არ უნდა გავაკეთოთ მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცამ შემდეგ ჩვენზე თქვას: რა კარგი ადამიანია, ამის მოსმენას მირჩევნია ( ალბათ, დამეთანხმები) ის ადამიანი გამოვასწორო, სიტყვით, რჩევით ან თუნდაც ქცევით და ისევ ძალიან ცუდი სიტყვა ამ მომენტში “მადლობელიც კი არავინ დამრჩეს”.

    • sal4you says:

      ხო საერთოდზალიან ადვილად ვალდებულებებს, რომელსაც წუთისოფელში არსებობა გვაკისრებს, ხშირად ვიცილებთ თავიდან ამ სიტყვებით” ჩემი საქმე არაა, არ მაინტერესებს” ნუ განვიხილავთ ჯანმრთელობა შერყეული ხალხის კუტითაც თუნდაც. ყველა საქმეში ყველა თავის ბატონ პატრონია და არავინ არასდროს არავის ეხმარება. თითქოს გავცივდით. არადა ჩვენი ვალია

  2. Ti_ko says:

    უი, რა სამწუხარო ამბავია. კაცი რომ სვამს ეგაა აუტანელი და ახლა კიდევ ქალი… ის ბავშვი მეცოდება ძალიან :((

    • sal4you says:

      ხო წარმოდგინე რა საშინელებაა:( იქნებ მეზობლები მაინც დაეხმარონ რა:((

  3. manveel says:

    მართლაც რომ ყველა ვალდებული ვართ ვურჩიოთ მაგრად მედეა დამეთანხმება იმაში რომ ყველას ეეს ჩვენი რჩევები არ აინტერესებთ..მე პირადად გუშინ ვურჩიე ერთ ადამიანს რაღაც(ნუ არაა ალკოჰოლზე) მაგრამ მითხრა არ მაინტერესებს და ტყუილად მელაპარაკებიო..ასეთ ადამიანებს რა უნდა მოუხერხო არ ვიციი..:(:(

  4. manveel says:

    ხოო მეც მასე ვფიქრობ..ჩემი ვალი მოვიხადე და უთხარი დანარჩენი თვითონ იცის..

  5. RaptoR says:

    ratqmaunda dzalian cudia magram adamianu tu sustia da sxvas ayveba is momavalshi cxovrebis qselshi rodesgac mainc gaebmeva…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s