მოწევის კიდევ ერთი მძიმე შედეგი-18 ნოემბერი

გამარჯობა ჩემო საყვარელო მკითხველო, დაგივიწყეთ ცოტა ხნით( არც მეგონა ასე ძალიან თუ მომენატრებოდით.) დღეს მინდა გესაუბროთ 18 ნოემბრის შესახებ, რომელიც ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მსოფლიო დღეა.
მგონი ყველას გვახსოვს, რომ არცთუ დიდი ხნის წინ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდით, სადაც კედლის კალენდრები ყოველდღიურად გვამცნობდნენ მბეჭდავთა თუ წყალწაღებულთა გადარჩენის დღეებს, ამიტომაც ათასგვარი ოფიციალური თუ მსოფლიო დღის გაგონებისას გვეჩვენება, რომ უკან, წარსულში დავბრუნდით. ნოემბრის მესამე ხუთშაბათი კი ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მსოფლიო დღედ თვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა. ვერ გეტყვით, რაზე ფიქრობდნენ საბჭოთა ფუნქციონერები ზემოხსენებული დღეების დაწესებისას, გარეგნულად მათ კვალზე შემდგარ ჯანმოს კი კონკრეტული მიზანი ამოძრავებს: გაგვაგებინოს, დაგვაფიქროს, გაგვახსენოს მორიგი სამედიცინო პრობლემა, ჩვენივე უგუნურობისა და უმოქმედობის გამო უამრავ ადამიანს რომ იწირავს. ფქოდ სიკვდილიანობის მეოთხე ყველაზე გავრცელებული მიზეზია და თუ არაფერი ვიღონეთ, 2030 წლისთვის მაჩვენებლის მესამედით გაზრდას ვარაუდობენ.

რისი (ვისი) ბრალია

პასუხი ზუსტად ისეთივეა, კუკარაჩამ რომ გასცა სასოწარკვეთილი ქალბატონი ანიკოს შეკითხვას, ვინ დამღუპაო. შეგახსენებთ, უბნის ინსპექტორმა ყმაწვილს სიგარეტის მოწევისას წაასწრო და დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან თამბაქოს მავნებლობის შესახებ სტატიის წაკითხვის შემდეგ მოზარდის პრობლემებში ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მწეველი დედა დაადანაშაულა. ფქოდ-ის შემთხვევაშიც მიზეზი ყველაზე ხშირად თამბაქოს კვამლი და თქვენ თვითონ ბრძანდებით. თქვენ თუ არა, თქვენი მშობელი, მეუღლე თუ კოლეგა, სხვა არჩევანს რომ არ გიტოვებთ და გაიძულებთ, ყოველ ჩასუნქვას თან საწამლავიც მიაყოლოთ. მეტსაც გეტყვით: თუ ეწევით (აქტიურად თუ პასიურად), ამ დაავადების ჩამოყალიბება მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია. დღეში საშუალოდ 20 ღერის მოწევა 20 წლის განმავლობაში ფილტვების ფუნქციის შეუქცევად გაუარესებას და პათოლოგიის კლინიკური სურათის ჩამოყალიბებას იწვევს.

გარდა სიგარეტისა, განვითარებად ქვეყნებში მიზეზად შესაძლოა მყარი საწვავის გასათბობად ან საკვების მოსამზადებლად გამოყენებაც იქცეს. შემდეგ მოდის მტვრიანი ან ქიმიკატებთან დაკავშირებული სამუშაო გარემო, ბავშვობაში ფილტვების ანთების ხშირი ეპიზოდები, ძალიან იშვიათად – გენეტიკური პათოლოგიებიც, მაგალითად, ნახველის გამათხიერებელი ფერმენტის დეფიციტი.

მოკლედ, თუ დავაკვირდებით, ჩვენს გარშემო ჯანმრთელი სიცოცხლის რესურსები თანდათან იკლებს და ბოლოს უღებს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც შემდეგ ყველასა და ყველაფერზე აისახება. ამიტომ მოვუხმოთ გონიერებას, ნუ მოვწევთ თამბაქოს და ნურც პასიურ მწეველს გავხდით ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გარშემო ტრიალებენ და არსებობენ.

წყარო: http://www.aversi.ge

This entry was posted in ეს საინტერესოა, მავნე ჩვევები and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to მოწევის კიდევ ერთი მძიმე შედეგი-18 ნოემბერი

  1. RaptoR says:

    damamona… magram imedi mainc maqvs da mizezs velodebi magalitad daojaxebas, rom sulierad ufro gavdzlierde da davanebo sabolood!!!!!!

    • sal4you says:

      ra kargia rom agiareb.. eg ukve globaluri problemaa,.,da rtulia tavis dagweva,, maacheis shemyure agar mikvirs mwevelebis araperi,, iqneb gagvimxilo ra miznit daiwye mowevaa saintereso iqnebaa..inteeresi tu sxva ram?

      • RaptoR says:

        metvitonac ar vici sali… aranairi mariajobis tu sxva ramis miznit ubralod quchashi bichebi ertmanets avyevit da exla yvela vnanobt bavshvur shecdomas.

      • sal4you says:

        xooo,,, ar mikvirs,, yvela esea,, ubrakid ici raa? sakmao tanxebic miaqvs chveni shemosavlebidan,, chemi nacnobebi albat daaxloebit 20%s sigaretshi xarjaven:))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s