– ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიაა, რომელიც ნორმალურ სუნთქვას უშლის ხელს. ეს უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ “მწეველის ხველა”.
– მსოფლიოში, სავარაუდოდ, 210 მილიონ ადამიანს აქვს ფქოდ. ნახევარმა ამის შესახებ არაფერი იცის.
– ამ დაავადებით ყოველწლიურად 3 მილიონ ადამიანზე მეტი იღუპება.
– სიკვდილიანობის თითქმის 90% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.
– ევროკავშირში ფქოდ-ის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ყოველწლიურად 38.6 მილიარდი ევრო იხარჯება.
– ძირითადი მიზეზი თამბაქოს კვამლია.
– სადღეისოდ, მწეველი ქალების რაოდენობის მატების გამო, დაავადება ქალებსა და მამაკაცებში თანაბრად არის გავრცელებული.
– ფქოდ-ისგან განკურნება შეუძლებელია, სამაგიეროდ, მკურნალობას დაავადების პროგრესირების შენელება შეუძლია.
შეიძლება ფქოდ გქონდეთ თუ:
– გქონიათ მის რისკ-ფაქტორებთან შეხება:
• ეწევით ან ეწეოდით;
• საქმიანობასთან დაკავშირებით გიხდებათ მტვრის ან ქიმიკატების ჩასუნთქვა;
• გასათბობად ან საკვების დასამზადებლად შეშას ან ქვანახშირს იყენებთ.
– ხართ 40 წელზე მეტის და გაწუხებთ სიმპტომები:
• მუდმივი ხველა;
• ხველის შემდეგ ნახველის გამოყოფა;
• ქოშინი თქვენი ხნისებთან შედარებით უფრო ადრე და ნაკლები დატვირთვისას გეწყებათ.
შენიშვნა: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
წყარო: http://www.aversi.ge