მოწევა იწვევს გამონაყარს სახეზე

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სიგარეტის მოწევის მავნე  ჩვევა, ბოლო  წლებში სულ უფრო და უფრო მეტად გვხვდება  მდედრობითი  სქესის  წარმომადგენლებში. ამაში დასარწმუნებლად, საკმარისია შეიხედოთ  ნებისმიერი ოფისის სიგარეტის მოსაწევ ოთახში. ექიმების  აზრით, მოწევა განსაკუთრებით საზიანოა ქალებისთვის. იტალიელმა მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ სიგარეტის მუდმივი მოხმარება  პირდაპირი გზით აისახება ქალების სახის კანზე და ამას ვერ შველის ვერანაირი კოსმეტიკა.
რომის დერმატოლოგიური ინსტიტუტის ექიმებმა გამოიკვლიეს კავშირი მოწევასა და აკნეს – ფერისმჭამელების გამონაყარს შორის. ჩვეულებრივ, ასეთი ტიპის გამონაყარი დამახასიათებელია გარდატეხის ასაკისთვის. მაგრამ ნიკოტინმა შესაძლოა მოზრდილობის ასაკშიც გამოიწვიოს უსიამოვნო გამონაყარი სახეზე. ამასთან, ქალებში ასეთი გამონაყარის განვითარება უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.
გამოკვლეული  მწეველი  ქალების 40%-ს აღმოაჩნდა ფერისმჭამელები სახეზე, ხოლო არამწეველი  ქალების   მხოლოდ 10%-ში  შეინიშნებოდა  ასეთი გამონაყარი. აღსანიშნავია, რომ ნიკოტინი აკნეს არაანთებით  ფორმას იწვევს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყოველივე ამის მიზეზს კანის მიერ ვიტამინი E-ს არასაკმარისი რაოდენობით  გამომუშავება  წარმოადგენს  მწეველებში  ის ორჯერ ნაკლები რაოდენობით  სინთეზირდება. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ზემოხსენებული საფრთხე დააფიქრებს ყველაზე ჯიუტ მწეველ ქალებსაც  კი და ეს გახდება მათთვის სტიმული, რომ თავი დაანებონ მოწევას. თუმცა სკეპტიკოსების  აზრით, ძლიერი მწეველებისთვის არც ამას ექნება მნიშვნელობა, ვინაიდან სუსტი სქესის წარმომადგენლების   უმეტესობა მაინც არ ანებებს თავს სიგარეტს, იმის ცოდნის მიუხედავად, რომ სიგარეტის მოხმარება იწვევს დაბერებას, სექსუალური შარმის დაკარგვას და ჭარბ წონასთან  დაკავშირებულ  პრობლემებს.

 

წყარო: http://www.janmrtelobainfo.ge

This entry was posted in ეს საინტერესოა, მავნე ჩვევები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to მოწევა იწვევს გამონაყარს სახეზე

  1. manveel says:

    აუუ რა საშინელებაა რაა..((

  2. manveel says:

    raa iyoo???:P

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s