მობილური ტელეფონი ნაადრევ დაბერებას იწვევს

რაც ჩემს გარშემომყოფებს და მეგობრებს ვაკვირდები თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტელეფონი თინეიჯერების სენია და არა მარტო თინეიჯერების. პირადად მეც, ბოლო ორი წელია დამოკიდებული გავხდი ამ მექანიზმზე და საკმაოდ აქტიურადვიყენებ  , ეხლაც კი, როცა ამ პოსტს ვწერ:)  რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ მობილური ტელეფონის რეგულარული გამოყენება  საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა იმაზე თუ იგი  ნაადრევ დაბერებას იწვევდა.

 მოკლედ მინდა გაცნობოთ, რომ  მობილური ტელეფონებისა და კომუნიკაციის სხვა უკაბელო საშუალებების აქტიური გამოყენება ორგანიზმის ნაადრევ სიბერეს იწვევს. ამაში კი   შვედი მეცნიერი ლეიფ სალფორდი გვარწმუნებს. მისი აზრით, ადამიანის ტვინზე მობილური ტელეფონების მიერ გამოსხივებული მიკროტალღების მასიური ზემოქმედება “ადამიანებზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ბიოლოგიური ექსპერიმენტია”.

სალფოლდს მიაჩნია, რომ მსგავსი ტექნოლოგიების გავრცელებით კაცობრიობა “მიკროტალღების ზღვამ” წალეკა. სალფოლდის დასკვნა, რომელიც გარემოს კვლევის ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, სისხლის ცილაზე და ადამიანის ტვინზე მიკროტალღების გავლენას შეეხება.

ადრე წარმოებული კვლევების დროს ყურადღებას ამახვილებდნენ მობილური ტელეფონებით სარგებლობისას ტვინის კიბოს განვითარების შესაძლო რისკზე, თუმცა დღემდე წარმოებულმა კვლევებმა ამის დადასტურება ვერ შეძლო.
სალფოლდი და მისი ჯგუფი 15 წელი იკვლევდა ზემოქმედების სხვა ასპექტებს, კერძოდ, სუსტი მიკროტალღების გავლენით ალბუმინების (ცილების) ტვინში შეღწევას. მისი მონაცემებით, მოვლენა დადასტურებულია და თუმცა შორეული შედეგები ცნობილი არ არის, ვარაუდობენ, რომ ეს ფაქტი ძალზედ სახიფათოა ორგანიზმისათვის. პროფესორის აზრით, მიკროტალღების გავლენით ხდება ტვინის ნეირონების “დაძაბუნება”, ჩვეულებისამებრ, არა 60 წლის, არამედ 30 წლის ასაკში.
სალფორდი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ადამიანისათვის მობილური სატელეფონო კავშირის დიდი მნიშვნელობისა, ცდების შედეგები შემაშფოთებელია და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

This entry was posted in ეს საინტერესოა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to მობილური ტელეფონი ნაადრევ დაბერებას იწვევს

  1. Jacksona )) says:

    მართლაც, რომ საზიანოა ტელეფონის ხშირი გამოყენება ადამიანისთვის, მე ვიცი ეს და სწორედ ამიტომ ვცდილობ არ ვიყო, ამ მექანიზმის აქტიური მომხმარებელი🙂 რამდენად გამომდის, ეს სხვა საქმეა🙂

  2. MaNvEeL says:

    ra ginda mitxra ro male davberdebi..??

  3. MaNvEeL says:

    mashin ukve davberdii mee..:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s