მე მახსოვს აგვისტო და მინდა გახსოვდეს შენც!

უკვე მეოთხე წელია დაშვებული დროშებით და ტკივილიანი მოგონენებით ვხვდებით აგვისტოს  და თითქოს გვიბრუნდება ის ტანჯვა და განცდები, რაც აგვისტოს 5-მა სისხლიანმა დღემ მოგვიტანა მთელ ქართველობას.  კიდევ ერთი  ისტორია დაიწერა ჩვენს თვალწინ და კიდევ ერთხელ შეიღება საქართველოს მიწა მამულიშვილების უკვდავი სისხლით. 

მახსოვს ყველა გრძნობა, ემოცია და ტანში ჟრუანტელი მივლის, როცა მახსენდება დაშინებული დევნილების პანიკა აფეთქების ხმაზე. ცრემლი, გაბრაზება თუ სიხარული, როცა რაიმე სანუგეშოს მოისმენდნენ ტელევიზორების წინ, ახალი ამბებიდან. ყოველთვის მაფიქრებდა და გულს მისერავდა ის ფაქტი, თუ რა დღეში იყვნენ ჩვენი ქვეყნის შვილები, რომლებიც საკუთარი  თვალით შეჰყურებდნენ ერთურთის ხოცვა-ჟლეტვას.  მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ქართველები ერთსულოვანი ერი ვართ, როცა ჩვენს საზღვრებს მტერი მოადგება ხოლმე, ერთ მუშტად ვიკვრებით, მაგრამ ამ იდეოლოგიის ხორცის შესხმამ, ჩემ თვალწინ, გული სიამაყით ამივსო და ცრემლიც კი მომგვარა.  ჩვენ ამ ბრძოლით გზავნილი გავუგზავნეთ, როგორც აგრესორ რუსეთს, ისე მთლიანად  მსოფლიოს, რომ არ დავნებდებით, ერთად ვიბრძოლებთ მტრის წინააღმდეგ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ შევბღალოთ ის მტკიცე სული და მამულიშვილობა, რომელიც წინაპართაგან მოგვსდგამს.

მე მახსოვ აგვისტო და მინდა გახსოვდეს შენც, რადგან მუდამ მზად ვიყოთ ფარად დავუდგეთ მტერს, რომელიც პატარა საქართველოს გასრესვას წითელი ჩექმით ლამობს. მე მიყვარს ჩემი საქართველო და გმირები, რომელთა თავდადებაც მაძლევს უფლებას დღეს თამამად ვწერო ჩემი გრძნობები და ნათელი მივაგო მათ საუკუნო ხსოვნას. იბედნიერე ქართველო ერო მრავალჟამიერ!

This entry was posted in სხვა and tagged , , , , . Bookmark the permalink.

17 Responses to მე მახსოვს აგვისტო და მინდა გახსოვდეს შენც!

  1. tatia says:

    ერთად ვილოცოთ დაღუპული გმირებისათვის !

  2. უფალი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი დაე დაისადგუროს ამ ქვეყნად მშვიდობამ და სიყვარულმა ისევე, როგორც ჩვილის გულში!

  3. სალო ყოჩაღ! შენ მართლა ძალიან კარგად გადმოეცი ის ტკივილი , რომელსაც ყოველი ქართველი განიცდის ამ სისხლიანი დღეების გახსენებისას… უფალმა გაანათლოს დაღუპული გმირების სულები და ერს კიდევ უფრო მეტი ძალა მისცეს საკუთარი მიწის დასაცავად…..

  4. guja says:

    mshveniaeria salo, yvelas gvaxsovs gmertma gaanatlos imi bichebis suli.

  5. Jacksona )) says:

    შენ გახსოვს აგვისტო! მეც მახსოვს და მინდა ახსოვდეს სხვასაც!.. http://missbeyfan.wordpress.com/2012/08/07/%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D/

  6. chemikedeli says:

    dzalian cudad maxsendeba es dgeebi..mdzime dgeebi gaviaret martlac mec cud mdgomareobashi viyavii..agar minda gaxseneba..((chemtvis da ara marto chemtvis sayvareli pirovneba davkarget am omshi..;((metireba am dgeebis gaxsenebaze cremlebs ver ikaveb..((

  7. chemikedeli says:

    daviwyebit arc daviviwyeb sal..marto imis daviwyeba minda me rogor sitvaciashic viyavii..marto mshoblebis da anis gareshee..orii tuu samii dgee..sashineleba iyoo..chemi natesavis sikvdili ro gavike isterikuli sicili amityda ro ar mejera..sicilis cremlebi romelshic dzaan didi gulistkivili iyoo..;((vaimee gavchumde toree..;((tavs ver vikaveb..(((

  8. RaptoR says:

    samwuxaroa rom realobashi aseti uazro omebi arsebobs… omi civlizaciistvis aucilebelicaa me rom mkitxot, mas progresi moaqvs, magalitad XX saukune avigot rodesac 2 msoflio omi da mravali etno konfliqti moxda magram civilizaciam dzvra am periodshi naxa… samwuxaroa rom iseti patara qveynebs rogoric chven vart, amdenis gadzleba uwevt, magram natqvamia imperiebi midian a patara qveynebi rchebian. swored am patara qveynebs moaqvt civilizacia!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s