ლაშხის ვერცხლი

6 აგვისტოს ხანგრძლივი, ემოციებით აღსავსე და დამღლელი დღე ქართული დელეგაციისათვის შედეგიანად დასრულდა – ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე რევაზ ლაშხმა საქართველოს ლონდონის ოლიმპიადაზე მეორე მედალი მოუპოვა – ქართველი ფალავანი 60 კილოგრამი წონით კატეგორიის ფინალში გუშინ გვიან ღამით ირანელ მოჭიდავესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

გუშინვე ახლოს იყვნენ ბრინჯაოს მედლებთან ბერძნულ-რომაული სტილის კიდევ ორი ჩვენი მოჭიდავე – 84 კილოგრამი წონითი კატეგორიის ბრინჯაოს მედლისათვის ორთაბრძოლა სკანდალურად დასრულდა – საქართველოს ნაკრების წევრს გურამ გეგეშიძეს ფაქტობრივად ჩამოართვეს გამარჯვება.

ყაზახ დანიელ გაჯიევთან მესამე გადამწყვეტ სეტში ერთ-ერთი გდების დროს ქართველმა ორი ქულა მიიღო, შემდეგ მეტოქის მწვრთნელებმა გააპროტესტეს და მსაჯებმა გეგეშიძეს ეს 2 ქულა ჩამოართვეს და მეტოქეს 1 ქულა მისცეს. ამ ყოველივეს პროტესტი ქართული მხრიდანაც მოჰყვა, მაგრამ მსაჯებმა აღარაფერი შეცვალეს და ბრინჯაო ყაზახმა აიღო.

+120 კილოგრამში ასევე მე-3 ადგილისათვის ფინალი იჭიდავა ქართველმა მძიმეწონოსანმა გურამ ფერსელიძემ, რომელმაც გადამწყვეტი შეხვედრა თურქ რიზა კაიალპთან ორ სეტში თითო ქულით დათმო და ბრინჯაოს მედლის მოპოვება ვერ შეძლო.

105 კილოგრამი წონითი კატეგორიის საქართველოს ნაკრების ძალოსანს გია მაჭავარიანს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ გუშინ გვიან ღამით, მას შემდეგ, რაც ატაცში 185 კილოგრამი დააფიქსირა, აკვრაში სამივე ცდა გააცუდა და გათამაშებას გამოეთიშა.

წყარო: http://www.droni.ge

This entry was posted in სპორტი and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s