ლაშა შავდათუაშვილი-ოლიმპიური ჩემპიონი

ყველა ერთობლივმა სიხარულმა მოგვიცვა, როდესაც 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა XXX ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.   შავდათუაშვილმა ძიუდოისტთა შეჯიბრის ფინალში 31 წლის უნგრელი სპორსტმენი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა.ქართველმა ძიუდოისტმა უნგრელს იუკოთი მოუგო. ლაშა შავდათუაშვილმა ფინალამდე ოთხივე ჩატარებული შეხვედრა იპონით მოიგო. ეს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველებისთვის პირველი ოქროს მედალია. 

   მე გული სიამაყით მაქვს სავსე, რომ საქართველოში ამდენი ადამიანია დაკავებული სპორტით აქტიურად და სახელს გვიხეჭენ სხვადასხვა შეჯიბრებებზე წარმატებული ასპარეზობით. მინდა მივულოცო ლაშას წარმატება, ოლიმპიური პრემია და მადლობა უთხრა ოჯახს, რომელმაც იგი გაზარდა სასახელო მამულიშვილად, რომელიც ყოველთვის იბრძვის და არასდროს ნებდება.  ჩემო მკითხველო, მინდა ერთად გამოვხატოთ აღფრთოვანება და ემოციები ამ უნიჭიერესი ყმაწვილის მიმართ და არამარტო, ასევე მინდა მადლობა გადაუხადოთ ბიჭებს, რომლებიც ძალებს არ იშურებენ, რომ ქვეყანა ასახელონ  და სახელი მოუხვეჭონ ისეთ გლობალურ ტურნირზე, როგორიც ოლიმპიადაა. ეხლა კი იხილეთ ლაშა შავდათუაშვილის ფინალური ჭიდაობის ამსახველი კადრები

This entry was posted in სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი and tagged , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to ლაშა შავდათუაშვილი-ოლიმპიური ჩემპიონი

  1. Jacksona )) says:

    მეც ძალიან გამახარა ლაშამ, განსაკუთრებით ის მახარებს, რომ ისიც შიდა ქართლელია🙂

  2. tsotnee says:

    სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ოქრო! მაგრამ მაინც არაუშავდათ წლევანდელ ქართველ ოლიპიელებს!🙂

  3. MaNvEeL says:

    chveni lashaa..chveniii achiis bidzashviliii..))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s