SOS! მელანომა

ზაფხულის სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა და სულ უფრო აქტუალური გახდა გარუჯვა.  ქალბატონები საათების განმავლობაში ვაფიცხებთ სხეულს მზის სხივებს, რათა მივიღოთ ნამზეურის სასურველი ფერი, მაგრამ ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ამ ეგზოტიკური სილამაზის მონიჭების გარდა, მზის სხივებს საკმაოდ დიდი ზიანის მიყენებაც შეუძლია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ერთ-ერთი უარყოფითი გავლენა, რაზეც ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება იქონიოს, კეთილთვისებიანი ხალია, რომელიც შესაძლოა გადაგვარდეს და ავთვისებიან სიმსივნედ – მელანომად გადაიქცეს…

     ამ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას ხალისა და კანის კიბოს – მელანომის შესახებ.
ხალი – ეს არის პიგმენტური ნევუსი, რომელიც წარმოადგენს ბრტყელ ან კანის ზედაპირიდან მეტ–ნაკლებად წამოწეულ სხვადასხვა ზომის მოყავისფრო-მოშავო ლაქებს, რომელთა ზედაპირი ძირითად შემთხვევაში გლუვია ან დაფარულია თმის ერთეული ღერებით.
ჩვეულებრივ, იგი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, თუმცა განსაზღვრულ პირობებში შესაძლებელია, სახე შეიცვალოს და ერთ-ერთ ყველაზე ავთვისებიან სიმსივნედ, ე.წ. მელანომად გადაიქცეს. ამიტომ მის მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს.

ხალის გაავთვისებიანობის მიზეზები.
    გაავთვისებიანობის, ანუ მელანომის გამომწვევი ერთი კონკრეტული, ცალსახა მიზეზი არ არსებობს, თუმცა არსებობს გარკვეული გარემო ფაქტორები, რომელნიც დიდ როლს თამაშობენ ხალის გადაგვარებაში. ესენია:
ულტრაიისფერი დასხივება (მზის სხივები, სოლარიუმი), რომელიც მელანომის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მეტად ხელისშემწყობ ფიზიკურ ფაქტორად მიიჩნევა. ჭარბი ულტრაიისფერი სხივები აზიანებს პიგმენტური უჯრედების ბირთვს და არღვევს მისი კვდომის პროცესს, რის შედეგადაც ხდება უჯრედების სახეცვლილება, დაჯგუფება და სიმსივნის წარმოქმნა.
ამიტომ თუ სხეულზე ჭარბად გაქვთ ხალი, განსაკუთრებით კი, მუქი შეფერილობის და კანის ზედაპირიდან წამოწეული, კატეგორიული უარი თქვით სოლარიუმზე. ასევე, მოერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას. გამოიყენეთ მზისდამცავი საშუალებები და ეცადეთ, რომ მაქსიმალურად მოერიდოთ ნამზეურის მიღებას, რათა თავიდან აიცილოთ ხალის ასეთი არასასურველი გართულება.

ხალის მექანიკური ტრავმა 
ხალისთვის მექანიკური ტრავმაც ძალზე სახიფათოა. ეს არის – ხალის გაკაწვრა, მოგლეჯა, მასზე ტანსაცმლის მუდმივი ხახუნი, სამართებლით ან სავარცხლით დაზიანება და ა.შ. ამიტომ თუ ხალი სხეულის ისეთ ადგილასაა, სადაც ხშირია მისი ტრავმირება, სასურველია, მოცილდეს.

“გააქტიურებული” ხალის ნიშნებია:
   ხალის გამკვრივება
 ნახეთქების გაჩენა
 ქავილისა და წვის შეგრძნება ხალის არეში
 სისხლდენა
 ხალის ფერის შეცვლა (გამუქება, გაღიავება)
• თმის გაცვენა ხალის ზედაპირიდან
 ხალის ზომის სწრაფი მატება

ამ ნიშნებიდან თუნდაც ერთის შემჩნევის შემთხვევაში აუცილებელია ონკოდერმატოლოგთან ვიზიტი. მელანომის ეფექტური მკურნალობა სწორედ მის დროულ გამოვლენაზეა დამოკიდებული.

მკურნალობა 
ზოგადად ხალი არანაირ პროფილაქტიკურ ან სამკურნალო პროცესებს არ საჭიროებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:
• შეიმჩნევა გადაგვარებული ხალის ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე, თუნდაც ერთი შემთხვევა.
• განლაგებულია ისეთ ადგილას, სადაც დიდია მისი ტრავმირების ალბათობა.
• მოხვდა რადიაციის, დამწვრობის, მოყინვის ან კანის სხვადასხვა ქრონიკული გაღიზიანების არიალში.
• მიიღო მექანიკური ტრავმა.

მოკლედ ჩემო კარგები გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და ვიყოთ ყურადღებით, რადგან პატარა ჩვენთვის უმნიშვნელო დეტალმა შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა შექვიქმნას, დავიცვათ ზომიერება ყველა საკითხში

წყარო: http://www.marao.ge

This entry was posted in ეს საინტერესოა, რჩევები, სხვა and tagged , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s