ქალები და ალკოჰოლი

ალკოჰოლიზმის პრობლემა უკვე მყარად დგას საზოგადოების წინაშე, ალკოჰოლზე დამოკიდებულები ხდებიან, როგორც ქალები ისე მამაკაცები, ზოგი ცხოვრების რთული სიტუაციებიდან იხსნის თავს სასმლის რეგულარული მიღებით, ზოგს უბრალოდ უყვარს, სიამოვნებს და არ ფიქრობს რა შედეგს უქადის ეს მავნე ჩვევა სამომავლოდ, როგორც მა,ს ისე მომავალ თაობას. სავალალოა ის ფაქტი, რომ დღითიდღე, როგორც მამაკაცები ასევე ქალებიც ხდებიან ალკოჰოლის აქტიური მომხმარებლები და არ ითვალისწინებენ საფრთხეს, რომელიც მათ უამრავი დაავადებისა და პრობლემის განვითარებას უქადის. ასე მაგალითად :  ქალებში ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის 50%-ით მატებას იწვევს

  საშუალო ასაკის ქალებზე ბრიტანეთის ჯანდაცვის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც სვამენ ნორმაზე მეტს, კვირაში 14 პორცია სპირტიან სასმელს და მეტს, აღენიშნებათ სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების 50%-ით მეტი შანსი იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ სვამებ ან სვამენ ზომიერად.
როგორც ირკვევა, ალკოჰოლი ყოველწლიურად მხოლოდ დიდ ბრიტანეთში სარძევე ჯირკვლის კიბოს 2000-ზე მეტი შემთხვევის მიზეზია.
როგორც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, ზოგი სვამს ზედმეტს მხოლოდ იმიტომ, რომ წარმოდგენა არა აქვს სინამდვილეში რამდენ ერთეულ ალკოჰოლს ღებულობს.
სხვადასხვა ღვინო შეიცავს ალკოჰოლს 9-დან 13-%-მდე, ხოლო ბოკალის ზომა მერყეობს 125 მლ-დან 250 მლ-მდე, რაც ართულებს ალკოჰოლის მიღებული რაოდენობის ზუსტ განსაზღვრას. დიდ ბოკალში, სავარაუდოდ, 3,5 ერთეულია.
ბრიტანეთის ანტიალკოჰოლურ კომპანიას, რომლის მთავარ მიზანს ადრე ახალგაზრდები წარმოადგენდა, ამჟამად სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების საშიშროებიდან გამომდინარე ძირითადი ყურადღება საშუალო ასაკის ქალებზე გადააქვს.

წყარო: http://www.narkozi.com

This entry was posted in მავნე ჩვევები and tagged , , . Bookmark the permalink.

8 Responses to ქალები და ალკოჰოლი

  1. Nika Kakhidze ამბობს:

    ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემა ბევრს აქვს. ქალებში ეს პრობლემაც აქტუალური გახდა და ჩემი აზრით, მათ ალკოჰოლის დიდი დოზა საშინლად არ უხდებათ.

  2. MaNvEeL ამბობს:

    ალკოჰოლი უნდა მიიღებოდეს ზომიერად..თუმცა საქართველოში მამაკაცებმა რომ არ დალიონ ტრადიციის დარღვევაში ჩაუთვლიან..))

  3. MaNvEeL ამბობს:

    ზრდასრული ქალების უმეტესობაც ძალდატანებით სვამენ(მე რასაც ვუყურებ მანდედან გამომდინარე ვამბობ ამას..:დ)აი ჩვენ ახალგაზრდები კიი გართობის მიზნით..))))

Leave a reply to sal4you კომენტარის გაუქმება