დილა იწყება ვარჯიშით

გუშინ  და არა დღეს, ვინაიდან და რადგანაც დილით ტაძარში მიმეჩქარებოდა, მაღვიძარა რვის ნახევარზე დავაყენე. უკვე დამვიწყებია რა საშინელებაა, როცა რეკავს ეს საშინელი ხმა და ტკბილ ძილს გიფრთხობს, მაგრამ ჩემს თავს  შემოვუძახე-” არ დაგეზაროს სალომე, შენ ყველაფერი შეგიძლია” :დ, მოკლედ ავდექი, სასწრაფოდ ჩავიცვი, გავაღვიძე ჩემი და და სწრაფად გავეშურე სტადიონისკენ, სადაც უნდა მევარჯიშა მეგობრებთან ერთად. ნეტავ იცოდეთ როგორ დამწყდა გული, როცა ცარიელი სტადიონი შემრჩა ხელთ, თითქოს ვარჯიშის სურვილი წამიხდა, მაგრამ ამ წუთებში ჩემი დაიკო დამეხმარა, რომელიც ერთი თვეა სხეულს უფრთხილდება დიეტაზეა და თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილით დამთავრებული ყველაფერს მონდომებით უვლის.

სტადიონი ერთადერთი გასართობი ადგილია ჩვენი სოფლის ახალგაზრდებისთვის, ტერიტორიას გარშემო ტყის ზოლი აკრავს, სადაც ხშირად ვსეირნობთ და ვისვენებთ საღამოობით. მოკლედ შინაურული გარემოა:).  როგორც  ვიცით, თავიდანვე დიდი დატვირთვით არ შეიძლება ვარჯიში, ამიტომ გადავწყვიტე მხოლოდ ორი წრე დამერტყა სტადიონისთვის “ძუნძულით” და შემდეგ ვარჯიშები შემესრულებინა. დიდი მონდომებით ვასრულებდი ყველაფერს, პრესის ვარჯიშებიც გავაკეთე და როცა ყველაფერი დავამთავრე და დასვენება გადავწყვიტე, მივხდი თურმე რა მოუქნელი ვყოფილვარ  ვარჯიშისთის.

როგორც ძველ პოსტებში დავწერე, სეირნობაც მშვენიერი ვარჯიში ყოფილა, ამიტომ ტყისკენ გავეშურე, სადაც გოგირდის სამკუნალო წყალი მოედინება და ძალიან კარგია სახის კანისთვის. მშვენიერი შეგრძნებაა, როცა დაღლილს, ნავარჯიშებს, ჯანსაღი და ცივი სიო გაგრილებს, გრძნობ სიცოცხლის სურნელს და გინდა რომ ფრენა შეგეძლოს.

გამოგიტყდებით საღამოს საშინელი ტკივილი ვიგრძენი, კუნთები მიხურდა, მაგრამ მე, როგორც ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი, თავს ვალდებულად ვთვლი ვივარჯიშო  და თავად მე გავხდე მაგალითი შემდგომ თქვენი ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრებისა. ( არ დამძრახოთ იმის გამო, რომ რვაზე ადრე ვერ ვდგები, მომიტევეთ ეს ერთი სისუსტე)

ხვალ ჩემი დღე კვლავ მაღვიძარას ხმით დაიწყება, უბრალოდ შეიცვლება ის, რომ მეგობრები ნამდვილად მოვლენ და უფრო მეტი დატვირთვით დავიწყებ ვარჯიშს. წარმატება მისურვეთ

This entry was posted in სხვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი. Bookmark the permalink.

6 Responses to დილა იწყება ვარჯიშით

  1. lika says:

    წარმატებას გისურვებ სალოოო….გუშინ დავიწტე მეც ვარჯიში:) დილით ვარჯიშობ შემდეგ ერთი სააათი დავრბივარ…ოღონდ გაჯობე:) მე 6 საათზე ავდექი და ასე გაგრძელებას ვაპირებ:*

  2. medeagigauri says:

    ახლა, გამახსენდა სალო, ფანარით რომ გაღვიძებდა ხოლმე🙂🙂 და მივხვდი რატომაც, არადა არ მეჯერა, ჰაიმეეეე, მე 7 საათსა და 17 წუთზე მღვიძავს ხოლმე, მაღვიძარას გარეშე, მაგრამ რად გინდა, ჩემი დილა ისევ და ისევ ფიქრით იწყება და…🙂

  3. MaNvEeL says:

    თავს ნუ იკლავთ ვარჯიშით დაკლების მიზნიით..ივარჯიშეთ მარტო იმიტომ რომ ჯანმრთელობაა..))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s