ჩემი სურამი

ვისაც ერთხელ მაინც თვალი გადაგივლიათ ფეიჯისთის- “ჩემ შესახებ”, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ ვცხოვრობ სურამში. მე ძალიან მიყვარს ჩემი მხარე და ვაფასებ მას ყველა თავისი შესაძლებლობით და ვთვლი,რომ დიდი პოტენციალის მატარებელი ადგილია. იმედი მაქვს,რომ მომავალში სათანადოდ მიხედავენ მას და კვლავ საუკეთესო სამკურნალო, ბარნეოლოგიური და დასასვენებელი კურორტის სახელი დაუბრუნდება.  მე მინდა მოგიყვეთ სურამის ჰავასა და მის სამკურნალო თვისებებზე და რესურსებზე, რომელიც უებარი დამხმარეა გაჯანსაღების პროცესში.

ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით 1926 წლიდან. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი. იანვრის საშუალო ტემპერატურა – 2 , ივლისის + 20 გრადუსია , სურამი გარშემორტყმულია ტყით, რაც სუფთა ჰაერის საწინდარია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰავას ბავშვებისათვის აქვს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ, აგრეთვე რეკომენდირებულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის უნარის  ასამაღლებლად. სურამში ამჟამად ფუნქციონირებს დედათა და ბავშვთა დასასვენებელი სახლი ”საპოვნელა” და  ’’ნაკადული’’.

სურამი ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა დაბას გარშემო ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეებიდა ბუჩქები აკრავს, წიწვოვანი მცენარეებიც უმრავლესობა ხელოვნურადაა გაშენებული, რაშიც დიდ ღვაწლი მიუძღვის პროფესიონალ მეტყევეს, ტყის  ქომაგს, საქართველოში ტყეების გაშენების ერთ-ერთ ორგანიზატორს მიხეილ მურვანიშვილს. იგი დაიბადა სურამში 1875 წელს, მისი გაშენებულია სურამში კვირაცხოვლის, ბაიანთხევის და გვერდისუბნის ფერდობებზე ფიჭვის ტყეები. მან ამ საქმეს 28 წელი  მოანდომა. მურვანიშვილი თავისი სურვილით დაკრძალულია მის მიერ გაშენებული ბაიანთხევის ფიჭვნარში, თავის საყვარელ ადგილას.

ფართოფოთლოვანი ხე-მცენარეებიდან გვხვდება მუხა, ნეკერჩხალი, წიფელი, რცხილა, ვერხვი, მურყანი. ტყეებში ბევრია სხმარტლი, კუნელი, შინდი, ასკილი, მაყვალი, იელი, გვიმრა, თხილი. ზოგგან ტყის პირას გვხვდება ხელოვნურად გაშენებული აკაცია. დაბის ტერიტორიაზე ხარობს წითელ წიგნში შეტანილი მცენარეთა ზოგიერთი სახეობა. მაგ: უთხოვარი, ბზა, შიშველი აკაკი, ქართული ნეკერჩხალი, დაბაში კარგად ხარობს ხეხილი, კაკალი, თხილი. სურამის ცენტრში ვხვდებით სხვადასხვა სახეობის ნაძვებს, ნეკერჩხალს, ფიჭვს, ვერხვებს, რომლებიც ალამაზებენ ცენტრალურ ქუჩას.

 სურამის ბუნებრივი რესურსები-სურამის ბუნებრივ რესურს წარმოადგენს  მის ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებული შემადგენლობის წყლები, რომელთაც სამკურნალო თვისებები გააჩნიათ,  მაგ: ’’რკინის წყალი’’, რომელსაც სახელი რკინის ჟანგის შემცველობის გამო დაერქვა და შემჩნეულია ერთი საუკუნის წინათ. ეს წყალი სურამის ცენტრთან ახლოსაა და კეთილმოწყობილია. იგი გამოიყენება  ანემიის ანუ სისხლნაკლებობის დროს, ასევე რეკომენდირებულია თვალის დაავადებების, ნერვული სისტემის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს მედიკამენტებთან ერთად.

 მნიშვნელოვანი და ადრიდანვე ცნობილია ჩუმათელეთის გოგირდოვანი წყალი, რომელიც გამოიყენება სახსრების დაავადების დროს. იქ სადაც წყალი ამოდის 1950 წლიდან ფუნქციონირებდა აბანო, სადაც დამსვენებლები იღებდნენ აბაზანებს. დამსვენებელთა 90% რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, აბანოში წყალი მილებით შედიოდა, თბებოდა და შემდეგ ჩაედინებოდა, ამჟამად აბანო აღარფუნქციონირებს. წყალი იღვრება, თუმცა მისი გამოყენება ახლაც შეიძლება.
დაბის ერთ-ერთ უბანში კაკალათხევში, 1991 წელს კერძო მოსახლის (ავთო ლაბაძე) ეზოში, ჭის ამოღების შემდეგ ამოვიდა განსაკუთრებულად  მაღალი მინერალიზაციის წყალი, რომელსაც ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და სამკურნალო დანიშნულებაც აღმოაჩნდა, სასმელად ეს წყალი არ გამოიყენება. ასეთი შემადგენლობის წყალი საქართველოში არ არის, მისი უნიკალურობა დაამტკიცა გეოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიამ.

რაც შეეხება მდინარე სურამულას, მისი წყალი ძირითადად გამოიყენება სარწყავად, ხოლო შენაკადი _ ბიჯნისეულას წყალი, სასმელი წყალია დაბისათვის.ბუნებრივ რესურსებს მიეკუთვნება სურამულას საამშენებლო  სილა, კირქვა, ცარცი. საამშენებლო სილა სურამში ადრეც მოიპოვებოდა. ამას მიგვანიშნებს დაბის ტერიტორიაზე არსებული ყოფილი სამი კარიერი, კვარცის შემცველი სილა იგზავნებოდა თბილისსა და რუსთავში. ის გამოიყენებოდა მინისა და თეთრი აგურის წარმოებაში, ამჟამად სილის მოპოვება მიმდინარეობს ახალ კარიერზე, რომელიც სურამის ჩრდილოეთით მდებარეობს  ტყეში. აქ მოპოვებული სილა არ ჩამოუვარდება საჩხერის სილას და გამოიყენება მშენებლობაში, ჩვენ გვეამაყება, რომ ის სახლები, რომლებიც უშენდებათ აგვისტოს ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას, სურამის სილით შენდება ძირითადად. სილის მოპოვება ღია კარიერული წესით მიმდინარეობს. კარიერი 2007 წელს ჩადგა მწყობრში. სილა იგზავნება გომში, ირეცხება და ძვირფასი მასალაა მშენებლობაში.

სურამში მოიპოვებოდა კირქვაც, რომლის ბაზაზე ფუნქციონირებდა კირის საწვავი ე.წ. ქარხანა, 1965-1970 წლებამდე ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობდა, ქარხნის ტერიტორიაზე შედიოდა  სარკინიგზო ხაზი. კირი სატვირთო ვაგონებით მიქონდათ ხაშურში და იქიდან სხვა ქალაქებში. ქარხნის დახურვა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კირის გამოწვისას მტვერი დიდ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, რაც დამსვენებელთა და ადგილობრივ მაცხოვრებელთა უკმაყოფილებას იწვევდა. შემდგომში ვაგონებით მხოლოდ კირქვა გაქონდათ. დღეს წიაღისეულის მოპოვება აღარ ხდება. ქარხნის მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი და ამ ადგილს სახელი დღესაც ’’საკირე’’ ჰქვია.
ცარცის მოპოვება ხდებოდა სურამის სამხრეთით მდებარე “კვართისის“ მთაზე აქ მოპოვებული ცარცი იზიდებოდა ბორჯომში მინის ბოთლის წარმოებაში. ბუნებრივ რესურს მიეკუთვნება სურამის გარშემო არსებული ტყეები და მისი ჰავაც. ტყეების ჭრა აკრძალულია. თუმცა დამტვრეული ტოტების, გირჩების, წიწვის გამოტანა მოსახლეობას შეუძლია.
დაბის აღმოსავლეთით არის ხელოვნური წყალსაცავი, რომელსაც “სურამის ტბასაც“ უწოდებენ ადგილობრივები, ტბაში მტკვრიდან  შემოდის თევზიც, რომელსაც ანკესით იჭერენ.

მოკლედ ჩემო კარგებო როგორც ხედავთ მართალaც საამაყო და დასაფასებელი მხარე მქონია. იმედია როდესმე დაიწყება სურამის აღმშენებლობა და ერთი ათასად იმატებს დამსვენებელთა რიცხვი, რადგან მართლაც მრავალფეროვანია სურამის ბუნება და ბუნებრივი რესურსები, რომელიც როგორც დაბას ისე ქვეყანასაც სარგებელს მოუტანს.

 

წყარო- http://www.infotourism.ge

This entry was posted in სამკურნალო კურორტები and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

18 Responses to ჩემი სურამი

  1. huriccane says:

    imedia salo ro uwindel saxes daubrubdeba da mnaxvelic meti eyoleba:)

  2. medeagigauri says:

    ვინც მოითმენს, ის მოიგებს სალო, ხოდა შენც ამას გირჩევ, მალე ყველა მიხედავს სურამს, ყველაფერი კარგად იქნება და ისე, მე წელს ვაპირებ მონახულებას და რავი🙂🙂🙂

  3. mari gelashvili says:

    cheemiiiaaa raaa………..:):):):):)<3<3<3<3

  4. MaNvEeL says:

    აუუ მართლა მაგარიაა რაა სურამიი..ლაგირი როგორ მომეწონაა..დათვის ხეე რომელსაც ვაგიაროთ დათვის არაფერი ემჩნევაა..:დპირველად ჩემი თვალით მანდ ვნახეე გველიი რომელსაც გვერდით ჩაუარეე..:დ

  5. MaNvEeL says:

    dauviwyari mogonebebi ??:D

    • sal4you says:

      ხოო რავიციი.. ვისთვის დაუვიწყარი ვისთვის დასავიწყებელიი:დ

  6. sali says:

    ვგიჯდებიი სურამზე დაა თქვენზეეე კეროდ კიი ჩუმათელეთლებზეე:*:*:*მიყვარხართ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s