ცოტა რამ ალკოჰოლიზმის შესახებ

ალკოჰოლიზმი ერთ-ერთი ყველაზე დაუძლეველი მავნე ჩვევაა საზოგადოებაში. ყოველთვის როცა ამ თემის ირგვლივ ვსაუბრობ მახსენდება ჩემი მასწავლებლის სიტყვები-” თამამად შემიძლია ვთქვა რომ ნარკომანია იკურნება ხოლო ალკოჰოლიზმი არა”. რა იწვევს სასმელზე დამოკიდებულებას? ამ კითხვაზე უამრავი პასუხი არსებობს, ყველა პასუხი კი ინდივიდუალურია, ხოლო რა შედეგები მოაქვს სასმელზე რეგულარურ დამოკიდებულებას ამის შესახებ ადვილად ვსაუბრობთ . ასე რომ  ჩემო  მკითხველო , მინდა მოკლე ინფორმაცია მოგაწოდოთ ალკოლოლიზმის ირგვლივ და გითხრათ თუ რამდენად საშიშია ის არსებობისთის და ორგანიზმისთვის, რათა იქნებ დავფიქრდეთ და დავძლიოთ ეს ჩვევა და არ მივიდეთ ფატალურ შედეგამდე, რომლის ბოლო ხშირ შემთხვევაში ღვიძლის დაშლა და სიკვდილია.

ტერმინით  “ალკოჰოლიზმი”  აღნიშნავენ  დაავადებას,  რომელსაც  ახასიათებს  ალკოჰოლისადმი  დაუძლეველი  პათოლოგიური  ლტოლვა, ფსიქიკური  და  ფიზიკური  დამოკიდებულების ფორმირება, ფსიქიკური, ფიზიკური და სოციალური დეგრადაცია.
ალკოჰოლური ტიპის დამოკიდებულების ერთ-ერთი გამოვლინებაა – ალკოჰოლური აღკვეთის სინდრომი  –  ზარხოში.    იგი,  ჩვეულებრივ,  აღმოცენდება  სასმელის  მიღების  შემდეგ  მეორე დილით.
ზარხოში  ვლინდება  შემდეგნაირად:
-სახის გაწითლება,
-ოფლიანობა,
-ტრემორი,
– გუგების გაფართოება,
– გულის ცემის აჩქარება,
– არტერიული წნევის მომატება,
– პირის სიმშრალე,
– გულისრევა,
– ზოგჯერ ღებინება,
– კუჭ-ნაწლავის აშლილობები,
– ხშირი  შარდვა,
– ტკივილი  გულის  არეში,
– თავის ტკივილი,
– მადის დაქვეითება,
– ძილის დარღვევა.
ალკოჰოლის ხანგძლივი მოხმარება იწვევს:
• ღვიძლის ფუნქციის დაზიანებას;
• ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტოქსიკურ ზემოქმედებას (ალკოჰოლური ფსიქოზები, თეთრი ცხელება) რაც გამოიხატება ადამიანის პიროვნული თვისებების  გატლანქებასა  და  გაუხეშებაში. ირღვევა მეხსიერება, აზროვნება  ხდება  არაპროდუქტიული,  ქვეითდება ინტელექტი);
• ტრავმებსა და უბედურ შემთხვევებს;
• ნაყოფზე ტოქსიკური ზემოქმედებას;
• საჭმლის  მომნელებელი  სისტემის  დაავადებებს (პანკრეასის,  კუჭისა  და  გულ-სისხლძარღვთა დაავადებები);
• სქესობრივი  ფუნქციის  მოშლას,  რაც  მდგომარეობს  სქესობრივი  უნარის  დაქვეითებასა  და ზოგჯერ სქესობრივ უძლურებაში.
ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანის მკურნალობა, ხანგრძლივი და ურთულესი პროცესია. საჭიროა დროულად მიმართოთ ექიმს და აუცილებლად დაუბრუნდეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესს.
  წყარო: www. janmrtelobainfo.ge
This entry was posted in მავნე ჩვევები, ჯანსაღი ცხოვრების წესი and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to ცოტა რამ ალკოჰოლიზმის შესახებ

  1. MaNvEeL says:

    araa ganukurnebeli daavadebaa..chemi azrit narkotikis moxmarebis shewyveta upro dznelia vidre alkoholis..narkotikis shemtxvevashi itanjeba adamiani da vegar udzlebs cdunebas alkoholze sul sxvanairadaaa..ravici asetia chemi azrii..))

    • sal4you says:

      ravii eg chemii azri arc iyoo rac davweree,, ubralod narkomania uproo ikurneba rogorc daavadeba uproo meti shedegiaa ra, ai alkohols sheidzleba moeshva cota xnit magram tavi bolomdee ver daaneboo,, tan uproo xelmisawvdomicaaa

  2. MaNvEeL says:

    ravici saloo..ise adamiani tu rames mteli gulit moindomebs sheudzlebeli araperia xo ici??

    • sal4you says:

      ხოო?რავი აბაა:)0 მე ხომ იცი სულ მჯერა რომ შეუძლებელი არაფერიაა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s