დიეტა მოხდენილი ფიგურისთვის

გთავაზობ დიეტას, რომელიც დაგეხმარება, საგრძნობლად შეამცირო თეძოებისა და დუნდულების გარშემოწერილობა და თამამად გამოეწყო შენს საყვარელ მოტმასნილ ქვედაბოლოში.
დიეტის არსი ასეთია: მაქსიმალურად ერიდე ცხიმს, ხოლო “შავ სიაში” მოხვედრილ პროდუქტებს სათოფეზეც არ გაეკარო.
თუ მოინდომებ, ამ დიეტის მეშვეობით კვირაში 500 გრამიდან 1,5 კგ-მდე დაიკლებ. ცვლილება ყველაზე ადრე თეძოებს ეტყობა, ღაწვები და მკერდი კი, ფაქტობრივად, არ ხდება, ან, თუ შეთხელდა – ძალიან გვიან. ამგვარი დიეტით, რომელიც უჯრედისით არის დატვირთული,  შეგიძლია ცელულიტსაც შეუტიო და, რაც მთავარია, კალორიების დათვლა სრულებით არ დაგჭირდება.

      ნებადართულ პროდუქტთა სია: მჭლე ხორცი, უცხიმო თევზი, ბოსტნეული, პური, კარტოფილი, ბრინჯი, მაკარონი.

      “შავი სია”: ნაღების კარაქი, რძის ნაწარმი, მცენარეული ზეთი, თხილი, კაკალი, მზესუმზირა, ნამცხვრები, ტორტი, შოკოლადი, შემწვარი კერძები.

      შეიძლება: ჩაი, ყავა, წვენები, ხილი, ცოტა ალკოჰოლიც.

    მედლის მეორე მხარე: ყველა დიეტას თავისი ნაკლოვანებები აქვს და არც ეს გახლავთ გამონაკლისი. მისი ნაკლი ის არის, რომ:
. შიმშილი ჭამის შემდეგ მალევე შეგაწუხებს.
. უცხიმო კერძები მაინცდამაინც გემრიელი არ არის.
. ნახევარფაბრიკატებზე უარის თქმა მოგიწევს, შესაბამისად, კერძის მომზადებაზე მეტი დრო დაგეხარჯება.
. თეძოებისა და დუნდულებისთვის განკუთვნილი ვარჯიშის გარეშე სასურველ ეფექტს სწრაფად ვერ მიიღებ.
. უცხიმო დიეტა კანს აშრობს, ასე რომ, კანის მოსავლელად საგანგებოდ მოგიწევს მკვებავი კოსმეტიკური საშუალებების შეძენა.

წყარო: http://www.aversi.ge

This entry was posted in დიეტები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s