დამატკბობლები

თუ აქამდე გეგონათ, რომ ნაყინი მარტო რძე და წყალი იყო, მადისაღმძვრელად შეზავებული ძეხვი კი მხოლოდ ხორცი და სანელებლები, მე დაგიმსხვრევთ ამ აზრებ და გეტყვით რომ ნებისმიერი საკვები, რომელიც სუპერმარკეტის დახლზეა შემოსკუპული და ამა თუ იმ წარწერიანი ეტიკეტი აკრავს, გაცილებით მეტი ინგრედიენტის შემცველია, ვიდრე ერთი შეხედვით (და გასინჯვით) ჩანს. ეტიკეტი ტყუილად არ მიხსენებია. სწორედ მასზეა ჩამოწერილი ინგრედიენტები, რომელთა ნუსხა ზოგჯერ იმსიგრძეა, წაკითხვაც გვეზარება ხოლმე. თუმცა მხოლოდ შემადგენლობის სიმრავლეშიც არ არის საქმე – მრავალი ტერმინი, რომელიც შავით თეთრზე წერია პროდუქტის შეფუთვაზე, მომხმარებლისთვის სრულიად გაუგებარია.
მოდი, ერთად გავშიფროთ სურსათის შემადგენლობა ანუ, უბრალოდ, გავარკვიოთ, რას ვჭამთ. ამ ერთ პოსტში კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ დამატკბობლებზე საუბრით შემოვიფარგლოთ.

 დამატკბობლები( sweeteners)-ევრი შაქრის შემცველ პროდუქტს ერიდება. სწორედ მათ გასაგონად უნდა განვაცხადოთ: შესაძლოა, ეს უტკბესი ნივთიერება სურსათის შემადგენლობაში სხვა სახელით იმალებოდეს. ასე, მაგალითად: დასატკბობად პროდუქტს ამატებენ გლუკოზას, ფრუქტოზას, ლაქტოზას, მალტოზას, სუკრაზიტს, სიმინდის სიროფს, თაფლს, ხილის წვენის კონცენტრატს, ლერწმის შაქარს. შესაძლოა, ისინი განსხვავებული მექანიზმით აღწევდეს ორგანიზმის უჯრედებამდე, ვიდრე სუფთა შაქარი (ამიტომაც მათხშირად ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას გვირჩევენ ექიმები), მაგრამ ენერგეტიკული ღირებულებით მას დიდად არ ჩამოუვარდება. ხელოვნური დამატკბობლების (ე.წ. შაქრის შემცვლელების) უმეტესობის თითო კოვზის ენერგოღირებულება 16 კალორიას უტოლდება, ხოლო შაქრისა – 18-20-ს.
შაქრის შემცვლელებს შორის გვხვდებიან უცნაური სახელწოდების მქონენიც. მათგან ყველაზე ხშირად ასპარტამსა (Aspartame) და სორბიტოლს (Sorbitol) შეხვდებით, რომლებიც აგრეთვე შაქრის დაბალკალორიულ ანალოგებად მოიაზრება. პირველს უმეტესად მენთოლის შემცველ საწუწნ აბებს, გაზიან სასმელებს, ბურღულეულსა და იოგურტს ამატებენ. ასპარტამის შემცველი საკვების მიღება არ შეიძლება ფენილკეტონურიის მქონე პირებისთვის.
რას შეეხება სორბიტოლს (ის შაქარზე ერთი მესამედით ნაკლებკალორიულია – მისი ერთი ჩაის კოვზი 13-მდე კალორიას შეიცავს). შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს სწორედ მას ურჩევენ, ვინაიდან, შაქრისგან განსხვავებით, ნელა შეიწოვება და, შესაბამისად, სისხლში გლუკოზის შემცველობას უმალვე არ ზრდის. სორბიტოლს უმატებენ “უშაქრო” ნამცხვრებს, საღეჭ რეზინებსა და გაყინულ ჩაროზს.

ვწერ ამ პოსტს და მახსენდება ჩემი ქიმიის მასწავლებლის განრისხებული ხმა: ” ისწავლეთ და ცხოვრებაში გამოიყენებთ, ეს მაინც ისწავლეთ არ უნდა იცოდეთ რას ჭამთ? სულ ჭამაზე რომ გაქვთ თვალები? ” მე ვისწავლე ჩემო მასწავლებელო და დიდი მადლობა ნამდვილად გამომაგდა ცხოვრებაში და ეხლაც ამ პოსტის წერის დროსაც.

This entry was posted in რჩევები, ჯანსაღი საკვები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to დამატკბობლები

  1. medeagigauri says:

    ra dasamalia da qimia arasdros miyvarda(axla wava raa🙂 ), Tumca yovelTvis kargad vswavlobdi da zusti codna ara, zogadi ganatleba mainc mqonda damatkblobebis shesaxeb, saintereso postia,saxalisod wasakitxi.. warmatebebi chemo kargo:*:*

  2. marii says:

    kkaia gemrieli ragacebii..))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s