ჩემი MaNvEeLa..:)

ჩემო საყვარელო  მკითხველო, მინდა ამ ერთხელ ამოვარდე ჩემი ბლოგის მთავარი თემიდან და დავწერო პოსტი, რომელსაც გამალებით მოითხოვს გული ბოლო რამდენიმე თვეა.

იცით? ხანდახან მგონია რომ უამრავი მეგობარი მყავს, ხანდახან კი მარტოობას განვიცდი, ხანდახან სულში სევდა შემოაღწევს ხოლმე და მეშინია იმ ადამიანების დაკარგვის, რომლებიც სულს მიფერადებენ.  აი მეგობარი კი, რომელიც სულ ერთი წელია შევიძინე, ჩემს გულში  დაუკითხავად შემოიჭრა და მინდა ცხოვრების ბოლომდე  უცვლელად თავის ადგილზe დარჩეს. როგორც მიხვდით მინდა დავწერო ჩემს საუკეთესო მეგობარზე( მეგობარზე და არა დაქალზე), ადამიანზე, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და ერთად ბევრი პრობლემა დავძლიეთ.

ჩემო საყვარელო, განსაკუთრებულო და თავისებურო, მოსიყვარულე, მხიარულო, გადარეულო, გულის გულში მყავხარ და გატარებ ყველგან სადაც წავალ. ნუ გაგეცინებათ და ნუ იტყვით, რომ გადაჭარბებულია,ხოლო  ვინც ასეთი ნამდვილი მეგობარი უკვე იპოვეთ  ადვილად გამიგებთ.

მინდა გითხრა, რომ შენ მე ბოლომდე შემიცანი და ჩემს ცხოვრებას უფრო მეტი აზრი და ხალისი მიანიჭე. შენ ყოველთვის უანგაროდ მწირავ საკუთარ დროს ენერგიას, სისუსტეს მპატიობ, ღირსებას მიფასებ, ჩემი გამარჯვებით ხარობ( როგორც ურეკში გაიხარე:)) და მწუხარებაშიც არ მტოვებ. მე ბედნიერი ვარ,რადგან ერთმანეთს ვყავართ და ვუფრთხილდებით. შენ ზუსტად იცი როდის რა მინდა, რაზე ვინერვიულებ, გამიხარდება ვიტირებ თუ გავიცინებ, თითქოს ჩემს აზრებს კითხულობ.

ხანდახან მგონია, რომ მთელმა ქვეყანამაც რომ ზურგი შემაქციოს შენ მაინც ჩემს გევრდით იქნები. მე მდიდარი ადამიანი ვარ, რადგან კარგი მეგობარი ჩემთვის ყველაზე დიდი საგანძურია. მე შენთან არ მეშინია ვიყო ის რაც ვარ, შენ ყველაფერი იცი ჩემს შესახებ, მაგრამ მაინც გიყვარვარ ჩემი ცუდით და კარგით. რომ იცოდე, როგორი შვებაა შენთან საუბარი, შენი რჩევის მოსმენა და სითბო, ენით აუწერელი გრძობა, მინდა სულ ჩემს გვერდით იყო და შორს არ მყავდე, როგორც ახლა, მაგრამ ჩვენი მეგობრობა მანძილსაც უძლებს და მე უფრო ვრწმუნდები მის ჭეშმარიტებაში.

ხანდახან,  როცა შენზე ვსაუბრობ მგონია, სიტყვები ზედმეტია, ხანდახან მინდა რაღაც ვთქვა, მაგრამ ჩვენი სიყვარული ისეთი ძლიერია შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ:* არც ეხლა მინდა ბევრი ვილაპარაკო მაგრამ არ გამომდის, შენთან ხომ უამრავი ტკბილი მოგონება მაკავშირებს და აწმყო მიმტკიცებს, რომ კიდევ ბევრი დამაკავშირებს მომავალში.

იცი ხანდახან ძალიან ეგოისტი ვარ როგორც შენ, მაგრამ გაგიმხელ, რომ გულის სიღრმეში ვამაყობ, რადგან მყავს ისეთი მეგობარი, რომელიც ბევრს უყვარს, აფასებს  და ადამიანი რომელიც ადამიანობით ადამიანობს.

შენი იმედი მაქვს მომავალში, მინდა სულ ერთად ვიყოთ, ვერანაირმა განსაცდელმა ვერ შეარყიოს ჩვენი მეგობრობა და რაც ყველაზე მთავარია მინდა ღმერთი ფარავდეს თავისი წმინდა კალთით ჭეშმარით გრძნობას. უზომოდ მენატრები, როდის გნახავ არც კი ვიცი:( და ბოლოს მინდა გითხრა რომ, მეამაყები, მებედნიერები, მესიცოცხლები, მეგულები, მესამყაროები, მენატრები, მეიმედები, მეჩემები. მადლობა  არა იმისთვის რაც ვარ, არამედ იმისთვის ვინც შენს გვერდით ვარ. იმედია მოგეწონება და გული გაგითბება. უბრალოდ მინდოდა ყველას გაეგო, რომ მე მყავს მეგობარი, რომელიც სიცოცხლეს მირჩევნია. შენს მარცხნივ მი-<3-ე

 

This entry was posted in სხვა. Bookmark the permalink.

18 Responses to ჩემი MaNvEeLa..:)

  1. salooooo dzaaaan dzaaaan magarii xaaaar…………<3<3:*diidii beedniiereebaa eseetii adamiianiis yoolaa gverdiiit…….meec uubeedniiereesii vaar imiit room yavs iisetiii megoobaarii roomeeliic yvellapeers miiirchevniaaaa………<3chemii imeediaaaa……..<3cheemi ertaadertiii…<3chemi cxooovreebiis ganuuuyreelii nawiilia ukvee 10weeliaaaa………<3cheemii guuliis naxeevriis mploobelii…….<3meeamaayebaa……….<3mesiiislxoorceebaaa………<3meeguuleebaaa……..<3meenatreebaa mashiinaac rooca cheem gverdzeaaaaa….<3yveelazee didiii grdznoobaaa, looomliis gaaancdiis sheesadzleeblooba gmeertmaa gvaarguunaaa………….:))))<3<3<3<3<3:*****

  2. rogor miyvars gorel blogers ro agmovachen xolme❤

  3. optimisti says:

    salo ra sayvareli xar:) sheni da maris damshvidobeba maxsovs, ise kocnidi vifiqre xelebshi ar gauqres mari metqi:D mec myavs aseti didi megobari ukve 4 welia da vfiqrob rom mxolod imistvis girs cxovreba rom mas vuyuro… sakutari dac rom myoloda albat ise ar meyvareboda rogorc chemi makuna:)

  4. chemikeli says:

    saloo uzomod bednieri var am yvelaprit..sityvebis tqma zedmetia chemi azrit..meamayeba chems gverdit rom xar da yoveltvis viamayeb shenit..megobroba maswavlee..iseti megobroba romelic bavshvobidanve mindoda..megobarii romelic arasdros myolia 17 welis ganmavlobashi..vipovee da mixariaa..mixaria da meamayebaa ro eeg adamiani shen xar..

    • sal4you says:

      chemoo gaxarebaa:* rogor gamexardaa roo dzlivs daiwera sheni fbdan komenatri,, ubralod mindoda gagxareboda da bednieri yopiliyavi da gegrdznoo rom uzomood miyvarxar da arasdros mimatoveb

  5. chemikeli says:

    eeg yvelaperi xo isedac icii sal..??rogor unda vuaryoo shennairi tbili, ketili, sayvareli adamiani..an chem tavs rogor vapatieb shens dakargvas magaze piqric ar minda da ici ratoo..??imitom rom arasdroos moxdebaa..A R A S D R O O O S . . ! !

  6. chemikeli says:

    meec mtelii gulit da suliit..erto caloo.:*:*:*:*

  7. medeagigauri says:

    ვაიმეე, რა ძალიან საყვარელი ხარ სალო, როგორ ძალიან მიყვარხარ, სიტყვებით ვერ გადმოგცემ, ოღონდ მართლა:** მანვეელ ჩემი გიჟი ხარ:*)) თქვენი მეგობრობით, შურით გავსკდებოდი, მეც რომ არ მყავდეს მსგავსი მეგობარი..)) ვაფანატეებ თქვენზე, მიყვარხართ <3:**))

  8. chemikeli says:

    medee..❤ jigari xaar..:)

  9. MaNvEeL.. says:

    sal aq leqsi daweree..))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s