იცხოვრე ნარკოტიკის გარეშე!

იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე – ეს მოწოდება მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. მართლაც ძნელია, იპოვო დედამიწაზე ადგილი, ნარკოტიკის გემო რომ არ იცოდნენ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ნარკოსტატისტიკა მოზარდებს შორის: უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ამ ასაკობრივ ჯგუფში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა.

საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 200 000-ს აღწევს!

ნეტავ რა უნდა იყოს ნარკო ბუმის მიზეზი?  ნარკოლოგთა აზრით, ნარკომანიის გავრცელების უმთავრესი მიზეზი ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობაა: შეძენისა და მოხმარებისთვის ადამიანი ადრინდელთან შედარებით არცთუ მაინცდამაინც ბევრ დროსა და ფულს ხარჯავს. მეორე მიზეზი კი “ქუჩის განმანათლებლებისგან” მიღებული დეზინფორმაციაა, რომელსაც მოზარდები შეცდომაში შეჰყავს და ნარკოტიზაციის ეფექტს ზედმიწევნით შთამბეჭდავად უხატავს. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია, მოზარდმა ნარკომანიის შესახებ ინფორმაცია ქუჩაში კი არა, შინ ან სკოლაში მიიღოს.
საზოგადოდ, გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მრავალი მოზარდი ნარკოტიკს ინტერესის გამო სინჯავს ― ჰყავს ახლობელი, რომელიც “კაიფობს” და მასაც უჩნდება სურვილი, გემო გაუგოს ნარკოტიკს.
რატომღაც ყველა დამწყებს ჰგონია, რომ ნარკოტიკს არ მიეჩვევა, არ გახდება მათზე დამოკიდებული, უბრალოდ, გასინჯავს, გაერთობა და როცა კი მოისურვებს, მიატოვებს. სამწუხაროდ, პირველ გართობას მეორე მოჰყვება, მეორეს – მესამე…
ნარკომანია მეტისმეტად გაახალგაზრდავდა. თუ ადრე მომხმარებლები უმთავრესად 25 წელზე უფროსი ასაკისანი იყვნენ, ამჟამად ნარკოტიკებს უფრო მეტად 18-25 წლის ახალგაზრდები ეტანებიან. 

ჩემო მკითხველო მაინტერესებს თქვენი აზრი იმის შესახებ თუ რითაა გამოწვეული ნარკო ბუმი, გთხოვთ კომენატრების სახით დააფიქსიროთ თქვენი აზრი

This entry was posted in (Chat) ვისაუბროთ, მავნე ჩვევები. Bookmark the permalink.

2 Responses to იცხოვრე ნარკოტიკის გარეშე!

  1. medeagigauri says:

    martali xar salo, 21-e saukune martlac rom narko bumis saukunea, ar vici ratoomaa amdeni adamiani narkotikze damokidebuli, miuxedavad imisa, rom dzalian bevri matgani acnobierebs narkotikebis uaryofit gavlenas mat janmrtelobaze..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s