ვარჯიში და ბავშვი

ფიზიკურ ვარჯიშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ორგანიზმის ზრდა-განვითარების თვალსაზრისით.  იგი ერთდროულად დადებითად მოქმედებს შინაგან  ორგანოებსა და ნივთიერებათა ცვლაზე. ვარჯიში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვის ემოციურ სფეროს. ძუძუმწოვარი ბავშვები, რომელთაც სისტემატურად უტარებენ ფიზიკურ ვარჯიშსა და მასაჟს, შედარებით ადრე იწყებენ წამოჯდომას, ფეხზე დგომას და სიარულს. ფიზიკური ვარჯიში იწვევს  ისეთი ჩვევის გამომუშავებას, რომლის მეშვეობითაც კუნთები ადვილად დუნდება, ხოლო თვით მოძრაობის დროს მათი ტონუსი ძლიერდება. ვინაიდან ძუძუმწოვარი ბავშვის ორგანიზმი  სისტემატური ფიზიკური ვარჯიშის ზეგავლენით შედარებით უფრო ადრე ფორმირდება  და ვითარდება, ამიტომ იგი პირველი თვეებიდან უნდა ჩაუტარონ.

სკოლამდელ ასაკში (1-6წელი) ფიზიკური ვარჯიშის ჩატარების შემთხვევაში უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვის ორგანიზმის ძვლოვანი სისტემა ინტენსიურად ვითარდება, რის გამოც სხეული სწრაფად იწყებს სიგრძეში მატებას, ძვლები შედარებით ელასტიკური და ნაკლებად კომპაქტურია, ხოლო კუნთოვანი სისტემა სუსტადაა განვითარებული. ყოველივე ამან შეიძლება განაპირობოს ხერხემლისა და გულმკერდის ნორმალური ფორმის შეცვლა. ამიტომ ამ ასაკში ფიზიკური ვარჯიშის სიფრთხილით ჩატარებას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ერთდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ სკოლამდე ასაკში ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემა ჯერ კიდევ არ არის დიფერენცირებული, რის გამოც ამ პერიოდში ბავშვის მიერ მარტივი მოძრაობის შესრულების წესების ათვისებაც კი შედარებით ძნელია.

ამ დროს ბავშვის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ჭარბობს აგზნებითი პროცესი, ამიტომ იგი ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც ყურადღებას და წონასწორობის დაცვას საჭიროებენ, შედარებით ძნელად ითვისებს. აღნიშნულ ასაკში ფიზიკური ვარჯიში სისტემატური ხასიათის უნდა იყოს.

უმცროს სასკოლო ასაკში (7-12 წელი) ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემა, კერძოდ კი თავის ტვინის ქერქი, მნიშვნელოვნად ვითარდება, ბავშვები შედარებით ადვილად იწყებენ ფიზიკური ვარჯიშის ათვისებას, რადგან უუმჯობესდებათ ყურადღება და გამძლეობა.

უმცროს სასკოლო ასაკში დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი სუნთქვის გამომუშავებას. ფიზიკური ვარჯიშის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ხელოვნური და ბუნებრივი სუნთქვითი ვარჯიშის გამოყენებას.

აღნიშნულ ასაკში ფიზიკური ვარჯიშის მიზანშეწონილად გამოყენება უზრუნველყოფს ხერხემლისა და გულმკერდის ფორმის პათოლოგიური გადახრის თავიდა აცილებას და ახოვნებას, ანუ ტანის სწორად დაჭერის უნარის გამომუშავებას.ამ პერიოდში საფუძველი ეყრება ბავშვის საერთო ფიზიკურ მომზადებას და სპორტის რომელიმე სახეობაში ნაადრევი სპეციალიზაციის დაწყებას.

საშუალო სასკოლო ასაკში (12-15 წელი) აღსანიშნავია სქესობრივი მომწიფების თანდათანობითი გამოვლინება, რასაც თან სდევს სხეულის სიგრძეში თვალსაჩინოდ მატება. საგრძნობლად იცვლება ორგანიზმის ნერვულ-ფსიქიკური სფერო. შესამჩნევია მომატებული კუნთური ძალის შეგრძნება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მოზარდის მიერ ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის მიღება. ამ დროს მოსალოდნელია კუნთური სისტემის ზედმეტად განვითარებამ შეაჩეროს ძვლის ზრდა, რაც ყოველთვის გასათვალისწინებელია  ძალისმიერი ვარჯიშების გამოყენებასთან დაკავშირებით.

საშუალო სასკოლო ასაკში ფიზიკური ვარჯიში მნიშვნელოვნად არეგულირებს ბავშვის ორგანიზმის ფუნქციურ სტატუსს, რის გამოც ასაკობრივი ცვლილებებით განპირობებული ფუნქციური დარღვევა ბევრად უფრო ადვილი გადასატანია. საშუალო სასკოლო ასაკში ხორციელდება სპორტის სახეობების მიხედვით ინტენსიური წვრთვნისთვის ყველა საჭირო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩვევის გამომუშავება.

ვინაიდან ფიზიკური ვარჯიში ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც დადებით ზეგავლენას ახდენს ბავშვის ორგანიზმის ზრდა-განვითრებაზე, ამიტომ იგი ფართოდ უნდა იყოს გამოყენებული პედიატრიულ პრაქტიკაში პროფილაქტიკისა და მკურნალლობის მიზნით.

This entry was posted in ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესი. Bookmark the permalink.

6 Responses to ვარჯიში და ბავშვი

  1. მაკო ხარშილაძე says:

    varjishi martlac dzalian mnishvnelovania yvela asakisatvis… kargia salo ro aset postebs debb : ))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s