დიეტური საფრთხე

პირადად ჩემთვის დიეტა სრულიად მიუღებელია, მთავარი პრიორიტეტი რომ ვიყოთ ჯანმრთეlები ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი საკვები და სისტემატური ვარჯიშია. მაგრამ როგორც ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი, ვალდებული ვარ ადამიანებს, რომლებsაც სიმსუქნის პრობლემა აწუხებთ და ვერაფერს უხერხებენ მას ვარჯიშების საშვალებით, შევთავაზო სწრაფი და შედეგიანი დიეტები. ვერ შეგპირდებით, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც  სპეციალისტები ასკვნიან, ორგანიზმზეა დამოკიდებული თუ როგორ მიიღებს დიეტას. მაგრამ სანამ დიეტების გამოქვეყნებას დავიწყებდე მინდა გაცნობოთ იმ საფრთხეებზე, რომლებიც დიეტას ახლავს თან.

გამოთვლილია, რომ სადღეისოდ 28000-ზე მეტი დიეტა არსებობს. წესრიგის მოყვარულმა ამერიკელებმა ისიც დაადგინეს, რომ მათ თანამემამულეთა 65 პროცენტი წელიწადში ერთხელ მაინც მოსინჯავს ხოლმე ახალ დიეტას.
იქნებ პოპულარობის საიდუმლო მათსავე ეფექტურობაში იმალება? რა მოგახსენოთ.

სტატისტიკური მონაცემებით, დიეტაზე მყოფთა 98% მისი შეწყვეტის შემდეგ მხოლოდ დაკლებულ წონას კი არ აღიდგენს, ზედმეტსაც მიაყოლებს ხოლმე.
ისეთი ხალხიც არსებობს (უმთავრესად მანდილოსნები), რომელთაც ჯადოსნური დიეტის მიგნება და მისი დაცვა ცხოვრების წესადაც გაიხადეს. იმდენად ჯიუტად იბრძვიან საკუთარ წონას, რომ ასეთივე მონდომება რომ მოგვცა მთებს გადავდგამდით… და ხშირად არც კი ფიქრობენ, რამდენად შეესაბამება იდეა-ფიქსად ქცეული 49 თუ 53 კილოგრამი მათ სიმაღლეს ასაკს და რაც მთავარია მემკვიდრეობით-კონსტიტუციურ ტიპს. დიახ, ყველა ადამიანს თავისი იდეალური წონა აქვს და ის შეიძლება არ ემთხვეოდეს ჰოლივულის ტანკენარი ვარსკვლავებისა თუ პოდიუმის გაძვალტყავებული  დედოფლების პარამეტრებს. საერთო წონასთან დიდი მნიშვნელობა აქვს ცხიმის რაოდენობას (სპეციალური ფორმულებითა თუ ხელსაწყოებით ამის გამოთვლაც შეიძლება). ცნობილია ცხიმის შემცველობა ქალებში 20-22% უნდა იყოს, მამაკაცებში 12-15%. მეტი სასურველი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც ნაკლებია დიდი შეღავათი. ამას მოსდევს მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, კანის ნაადრევი დაბერება, თმის გაძლიერებული ცვენა, იმუნიტეტის დაქვეითება…
ასე რომ, სანამ ორგანიზმს საშინელ გამოცდას მოუწყობთ, გაარკვიეთ საერთოდ გჭირდებათ თუ არა წონის კორექცია.
ჭარბი წონის დაკლება რაღა თქმა უნდა აუცილებელია, ოღონდ ამ შემთხვევაში მეთოდს და მიდგომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ზოგიერთი თვლის, რომ მკაცრი დიეტა განსაკუთრებით ეფექტურია. ეს წმინდა წყლის მითია. ასეთი დიეტები, ნახშირწყლების გამორიცხვის ხარჯზე წყალს გვაკარგინებენ. მოდიეტეც სწრაფად იკლებს წონაში და ბედნიერია, ჰგონია, საზიზღარი ცხიმისგან განთავისუფლდა. ცხიმი კი ძალიან ნელა იწვება, დიეტის შემდეგ კი ძალიან სწრაფად გროვდება. წონაც ცხადია მეტი ხდება, ვიდრე დიეტის დაწყებამდე იყო. მიზეზი უბრალოა: შიმშილობით გათანგული ორგანიზმი მძიმე დროის დადგომას გრძნობს და ხარჯვის ეკონომიურ რეჟიმზე გადადის. ნივთიერებათა ცვლა 10-30%-ით ნელდება, ე.ი კალორიებიც ნელა იწვება. გავა გარკვეული დრო და ძველ ჩვეულებებს დაუბრუნდებით, ორგანიზმს კი ასეთი სწრაფი გადაწყობა არ შეუძლია, კალორიებს კვლავ ძალიან ნელა წვავს და ახალი წარღვნისთვის (მორიგი დიეტისთვის) მარაგს წინასწარ ამზადებს.
ვინც წონის დასაკლებად არაერთხელ სცადა დიეტის დაცვა, აუცილებლად შეამჩნევდა, რომ წონის დაკლება ყოველ ჯერზე უფრო და უფრო რთულია. ორგანიზმი დიეტას როგორც ექსტრემალურ შემთხვევას ისე იმახსოვრებს და სულ უფრო და უფრო მეტად ეწინააღმდეგება.
ეს კიდევ არაფერი, ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა ექიმებმა დაამტკიცეს, რომ ცხიმი, რომელიც დიეტისთვის თავის დანებების შემდეგ გროვდება, ბევრად უფრო საშიშია ვიდრე პირვანდელი. წონის თანმიმდევრობით კლება და მომატება ცხიმის განლაგებას ცვლის. ახლად დაგროვილი ფენა კვლავ თეძოებსა და ბარძაყებს კი არ მიაკითხავს, არამედ მუცლის ღრუში, შინაგან ორგანოებთან ახლოს დისლოცირდება. ეს კი ძალიან სახიფათოა, რადგანაც ღვიძლსა და სისხლის ნაკადში შეუძლია გაჟონოს, ქოლესტარინის დონე ძალიან მოიმატოს, ეს კი ინსულტების განვითარების საშიშროებას ზრდის, ქოლესტერინის ნაწილი შეიძლება ნაღვლის ბუშტში დაკრისტალდეს და ქვების წარმოქმნას შეუწყოს ხელი.

 მოკლედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, როგორც ვიტყვით ხოლმე ჯერ კარგად გავზომოდ და შემდეგ გავჭრათ, დავფიქრდეთ ღირს თუ არა დიეტა, რომ მიღებულ უკუჩვენებების გამო იმედები არ გაგვიცრუვდეს.


This entry was posted in დიეტები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s