რაგბი

პირადად ჩემთვის, სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა სპორტის სხვადასხვა სახეობებზე ამომწურავი ინფორაციები მოვაგროვო, უპირატესობას რაგბს მივანიჭებ ბორჯღალოსნების საპატივსაცემა

რაგბი-სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით ბურთის გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ლელოში, მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს იგი H-ის ფორმის კარში.

ისტორია-

არსებობს გადმოცემა, რომ რაგბის თამაში დაიბადა 1823 წლის 7 აპრილს. ამ დღეს ინგლისის ქალაქ რაგბიში (ინგ. Rugby აქედან მოდის თამაშის სახელწოდებაც) 16 წლის მოსწავლემ უილიამ-უებ-ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისაკენ გაიქცა. დღეისათვის ეს ვერსია, მართალია, ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ქვია. სინამდვილეში, მაშინ ფეხბურთის თამაში ფეხითაც შეიძლებოდა და ხელითაც. 1845 წელს რაგბის სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს წესები, რომელმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს – Rugby-football-ს.1865 წლამდე, სანამ ინგლისში ფეხბურთის ასოციაცია ჩამოყალიბდებოდა, გუნდები თამაშის წინ თანხმდებოდნენ თუ რომელი წესებით ეთმაშათ. განსხვავება ის გახლდათ, რომ რაგბიში ბურთის ხელში დაჭერა და გაქცევა შეიძლებოდა, ფეხბურთში კი – მხოლოდ დაჭერა. 1869 წელს ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში და ხელით თამაშის მიმდევრებმა 1871 წელს დააარსეს ინგლისის რაგბის კავშირი, რომელმაც 21 კლუბი გააერთიანა. იმავე წელს გამოიცა თამაშის პირველი ოფიციალური წესები და გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩიც: ინგლისი-შოტლანდია. ახალმა თამაშმა მალე მოიკიდა ფეხი ბრიტანეთის კუნძულებზე. ზედიზედ შეიქმნა შოტლანდიის (1873), ირლანდიის (1875) და უელსის (1881) რაგბის კავშირები.

ბრიტანელებმა მალე ეს თამაში მსოფლიოსაც გააცნეს. რაგბის კავშირები შეიქმნა სამხრეთ აფრიკაში (1889 წელს), ახალ ზელანდიაში (1892), არგენტინაში (1899), გერმანიაში (1990) და სხვა.

1886 წელს ირლანდიის, უელსის და შოტლანდიის წარმომადგენლებმა დაარსეს რაგბის საერთაშორისო საბჭო (International Rugby-football Board)- ირფბ-ი. ორგანიზაციას1890 წელს შეუერთდა ინგლისი. 1949 წელს სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. მხოლოდ 1976 წელს მიიღეს ორგანიზაციაში ფრანგები. საერთოდ ირბ-ი მეტად კონსერვატული ორგანიზაცია აღმოჩნდა და ფრანგებმა მის ალტერნატივად 1934 წელს სამოყვარულო რაგბის საერთაშორისო ფედერაცია – ევროპული რაგბის ასოციაცია-ფირა, შექმნეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შედიოდა, მაგრამ მერე და მერე ირბ-ი მხოლოდ ხუთი ერის პირველობით და ტესტ-მატჩებით შემოიფარგლა. მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედში რაგბის საერთო განვითრებამ აიძულა ირბ-ი კარი გაეღო დანარჩენი მსოფლიოსათვის და დაეწყო მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარება. 1997 წელს საბჭოს სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვა ,, football’’ და საბჭომ მიიღო დღევანდელი სახელწოდება.

თამაშის მიზანი არის ორმა,15-კაციანმა გუნდმა, სპორტულ შეჯიბრებაში და წესების დაცვით, ბურთის წაღებით, გადაწოდებით, დარტყმითა და დამიწებით მოაგროვოს შეძლებისდაგვარად მეტი ქულა. გუნდი,რომელმაც მეტოქეზე მეტი ქულა მოაგროვა, ითვლება გამარჯვებულად

 

ქულების დაგროვება ხდება ლელოს გატანით ან დარტყმის ზუსტად შესრულებით. ლელოს გატანა ეწოდება მოთამაშის შესვლას მოწინააღმდეგე გუნდის ჩათვლის მოედანზე და ბურთის მიწაზე დადებას (დამიწებას). ლელოს გამტანი გუნდი იღებს 5 ქულას.

დარტყმა ითვლება გატანილად, თუკი ბურთი გაფრინდება მოწინააღმდეგის კარის ძელებს შორის, ხარიხის თავზე. არსებობს სამი სახის დარტყმა, რომელიც ქულებით ფასდება:

  • არეკნი – თამაშის დროს ბურთის დარტყმა. ფასდება 3 ქულით
  • ჯარიმა – ინიშნება მაშინ, როდესაც გუნდი დაარღვევს თამაშის წესებს. ფასდება 3 ქულით
  • გარდასახვა – ინიშნება ლელოს გატანის შემდეგ და ირტყმება ლელოს გატანის ხაზის გასწვრივ, ნებისმიერი მანძილიდან. ფასდება 2 ქულით
This entry was posted in სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი. Bookmark the permalink.

4 Responses to რაგბი

  1. MaNvEeL says:

    მაგრად მიყვარს რაგბიი..თან ქართველებს კარგად გამოსდით რაგბის თამაში..:დ

  2. MaNvEeL says:

    mee??aramgonia..pexburgi ro iyoos sheidzleboda magram..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s