კურორტი ახტალა

საქართველოში ერთადერთი ფსევდოვულკანური სამკურნალო ტალახის საბადო, ახტალა, გურჯაანში, ცივ გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირში, ახტალის ქვაბულში მდებარეობს. ტალახი 250 მეტრი სიღრმიდან ამოდის.

ახტალის ტალახის სამკურნალოდ გამოყენება ხდება ვანების და ელექტრული ტამპონების სახით. გამოიყენება ამოვარდნილობებისა და მოტეხილობების შემდგომ პერიოდში; პერიფერიული ნერვული სისტემის, რადიკულიტის, ფლექსიტის, იშიაზის, პოლიუმიელიტის ნარჩენი მოვლენების, ცერებრალური დამბლით გამოწვეული პარეზების, მუცლის ღრუს შეხორცებითი, ქალის სასქესო ორგანოთა, კანის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ტალახის პროცედურები განსხვავდება. მამაკაცებს ტალახით სავსე აბაზანებში აწვენენ, ქალებს კი ტალახწასმულ ზეწრებში ახვევენ. ტალახი ცხელია და პროცედურა 15 წუთი გრძელდება. ტალახის პროცედურებთან ერთად გამოიყენება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპიული მკურნალობა აპარატურით.

ახტალის ტალახი გამოიყენება შეხორცებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ჭრილობების და დამწვრობის შემდგომი კელოიდური ნაწიბურები, მაობლიტირებელი ენდარტერიტები. ასევე გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც ხშირად მიზეზია უშვილობის, დანამატებისა და საშვილოსნოს ქრონიკული ანთებების. ახტალის ტალახით მკურნალობენ საშვილოსნოს ქრონიკულ ანთებებს, განუვითარებლობას, ფუნქციის დაქვეითებას, შეხორცებებს მცირე მენჯის ღრუში, ფალოპის მილების გაუვალობას ან დაქვეითებას.

ახტალის ტალახი ფართოდ გამოიყენება მამაკაცთა სასქესო ორგანოების დაავადებებისას, როგორიცაა: წინამდებარე ჯირკვლის ქრონიკული ანთება-პროსტატი და სათესლე ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება. ახტალის ტალახს იყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ფსორიოზი, ეგზემა, ნეიროდერმიტები და სხვა. ახტალის ტალახი წარმატებით გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: რევმატიული ართრიტები და პოლიართრიტები, სპეციფიური და არასპეციფიური ართრიტები, მადეფორმირებული ოსტეოართროზები, მარილოვანი წანაზარდები სასახსრე ზედაპირებზე; პოდაგრა ამოვარდნილობების და მოტეხილობების შემდგომ პერიოდში. ძვლის, სახსრების, კუნთების დაავადებებისას სპონდილო ართრიტების და სპონდილოართროზების სამკურნალოდ. ბიუსტი, სინოვიტი, ტენდოვაგინიტი, სახსრების კონტრაქტურა, მიოზიტი.

 

This entry was posted in სამკურნალო კურორტები. Bookmark the permalink.

4 Responses to კურორტი ახტალა

  1. MaNvEeL says:

    wavidet ra axtalashic..))

  2. MaNvEeL says:

    mase gemetebii??:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s