უნივერსალური რეცეპტები ძალების აღსადგენათ

მოგესალმებით ჩემო კარგებო, მინდა ხაზი გაუსვა იმას,რომ თითოეული ჩვენგანის, ყოველდღიური რეჟიმი ზედმეტად დამღლელია. გვიწევს ღამეების თენება სამსახურსა თუ კერძო კომპანიებში, რომ ჩვენი მუშაობა შედეგიანი და წარმატებული იყოს. დროს აღარ გვრჩება დასვენებისთვის, არანორმალურ და გადატვირთულ გრაფიკს კი თან ახლავს სტრესი, დაძაბულობა, ძალების და მოტივაციის კარგვა. მოკლედ მინდა შემოგთავაზოთ მეცნიერებისა და პროფესორების მიერ შემუშავებული უნივერსალური რეცეპტები, რომლებიც დაგეხარებათ დამღლელი სამუსაო დღის შემდეგ აღიდგინოთ ძალები.

თუ მთელი ღამე თვალიც ვერ მოხუჭეთ, მხოლოდ დილით ჩაგთვლიმათ, წინ კი დაძაბული სამუშაო დღე გელით, ძალების აღსადგენად:

– მიიღეთ კონტრასტული შხაპი;

– მიირთვით 1 ს/კ თაფლი და დალიეთ ცივი წყალი;

– 3-4 წუთის განმავლობაში ივარცხნეთ თმა;

– იპოვეთ კვირისტავთან პატარა ჩაღრმავება და ცერა თითით 1-2 წუთის განმავლობაში იზილეთ;

– სამსახურში მისვლისთანავე სავარძელში ჩაჯექით, მაგრად დახუჭეთ თვალები, ორივე ხელის თითები გადააჯვარედინეთ და სხეული დაჭიმეთ.

როცა მნიშვნელოვანი სამსახურებრივი შეხვედრა გელით:

– ყინულით ან ცივ წყალში დასველებული ხელსახოცით კარგად დაიზილეთ კისრისა და ყელის მიდამოები – ასეთი ქმედებით, ყურადღების უკეთ კონცენტრირებას შეძლებთ;

– რამდენჯერმე მოხარეთ და გაშალეთ თითები – უკეთ განეწყობით სამუშაოდ;

როცა უსიამოვნო შეხვედრა გელით:

– დაიმახსოვრეთ, რომ ამ დროს ძალზე მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თავდაცვა. საუბრის დროს, ხელები და ფეხები გადააჯვარედინეთ და არავითარ შემთხვევაში არ უყუროთ თანამოსაუბრეს თვალებში.

როდესაც შინაგანად აფორიაქებული ხართ:

– დასამშვიდებლად ცივი წყალი დალიეთ;

– 1-2 წუთის განვალობაში ისრისეთ ჯერ ყურის ბიბილოები, შემდეგ – ნიჟარები; ბოლოს კი კისერი დაიზილეთ.

თუკი სამუშაო დღის ბოლოს თავს გამოფიტულად იგრძნობთ, შინ კი თქვენს ყურადღებას და სითბოს მონატრებული ოჯახის წევრები გელიან:

– ჩამოირეცხეთ მთელი დღის უარყოფითი ემოციები კონტრასტული შხაპის დახმარებით;

– 5 წუთით მაინც წამოწექით, დახუჭეთ თვალები და ეცადეთ, არაფერზე იფიქროთ;

– რამდენჯემე მოხარეთ და გაშალეთ თითები, რაც ყურადღების კონცენტრირებაში დაგეხმარებათ;

– რამდენჯერმე დახუჭეთ და გაახილეთ თვალები.

დაბოლოს: არასდროს დაიძინოთ ვინმეზე ნაწყენმა ან ნაჩხუბარმა. თუ დამნაშავე ხართ, ყოველთვის დროულად მოიხადეთ ბოდიში. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მშვიდად დაძინებას.

  • მიირთვით თხილი და ნიგოზი

-ფუნთუშა და ყავა თხილითა და ნიგვზით შეცვალეთ. მათში ხომ უამრავი საკვები ნივთიერებაა, რომელიც სეროტონინის გამომუშავებაში მონაწილეობს. თხილი და ნიგოზი შეიცავს E ვიტამინს, ანტიოქსიდანტებს, რომლებიც სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ.

  • ამოისუნთქეთ

-ღრმად ამოისუნთქეთ; თუკი ხელთ გაქვთ რომელიმე ეთერზეთი, შეისუნთქეთ და პრობლემებს სულ სხვა თვალით შეხედავთ. შედეგიც არ დააყოვნებს.

  • დაიზილეთ ყურის ბიბილოები

-ყურის ბიბილოებზე კონცენტრირებულია უამრავი აკუპუნქტურული წერტილი. ამგვარად თქვენ დადებით ზეგავლენას მოახდენთ სხვადასხვა ორგანოზე. საამისოდ რთული ტექნიკის გამოყენება არ მოგიწევთ: მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითით, წრიული მოძრაობით დაიზილეთ ჯერ მარჯვენა, მერე კი – მარცხენა ყურის ბიბილო.

  • დალიეთ ჩაი

-შავი ჩაის შემადგენლობაში არის ნივთიერება, რომელიც ორგანიზმს სტრესის დაძლევაში ეხმარება.

  • მიიღეთ C ვიტამინი

-C ვიტამინი ადამიანის სისხლში დაბლა სწევს სტრესის ჰორმონებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დიდი დოზით C ვიტამინის მიღებამ შესაძლოა ალერგია გამოიწვოს.

  • მიირთვით მოცვი

-მოცვი საოცარი თვისებების მატარებელია: დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე და არა მხოლოდ სტრესულ სიტუციაში; სასარგებლოა თვალებისა და ტვინისათვის. მოცვი შეგიძლიათ შეცვალოთ მაყვლით ან ჟოლოთი.

  • დაჭიმეთ სხეული

-აღმოჩნდა, რომ გაჭიმვა სტრესისგან გაგათავისუფლებთ და ამისთვის სპორტდარბაზში სიარული სულაც არ არის საჭირო. შეგიძლიათ, მარტივი სავარჯიშო თავადვე შეასრულოთ: ფეხის წვერები ააცილეთ იატაკს, შეძლებისდაგვარად აპრიხეთ და გაიჭიმეთ ისე, რომ ხელები და ფეხის წვერები დაგეძაბოთ.

  • საკუთარ თავს გვერდიდან შეხედეთ

-შეეცადეთ, არსებულ სიტუაციას უცხო თვალით შეხედოთ. ეს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

  • გაიცინეთ

-რაც შეიძლება ხმამაღლა გაიცინეთ! სიცილი სტრესის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.

იმედი მაქვს ჩემს მიერ მოძიებული რჩევები დაგეხმარებათ ძალების აღდენაში, განიტვირთებით და დაძლევთ სტრესს და დაღლილობას.

This entry was posted in რჩევები. Bookmark the permalink.

5 Responses to უნივერსალური რეცეპტები ძალების აღსადგენათ

  1. მადლოობბ….: ))))
    აუუცილებლად გავიითვალისწიინებ : ***
    მარტივი და ყველაფერი:დ

  2. მაკო ხარშილაძე says:

    dzalian saintereso da sasargeblo rchevebiaa:))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s