პროექტი” ჯანსაღი გარემო მომავალი თაობისთვის”

მოგესალმებით ჩემო საყვარელო მკითხველო, დღეს გესაუბრებით პროექტის შესახებ,რომელიც დამიფინანსდა საგრანტო კონკურსის ფარგლებში და რომლის მთავარი მიზანიც საზოგადოებასა და თემში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იყო.

პროექტი” ჯანსაღი გარემო მომავალი თაობისთვის” დიდი წარმატება იყო, როგორც ჩემთვის ისე სამოქალაქო კლუბ” ტოლერანტისთის” , ჩვენ უამრავი საინტერესო ღონისძიება განვახორციელეთ და ვთვლი, რომ  პრობლემა რომელიც თემში სუფევდა რთულად მაგრამ მაინც გადავჭერით. ქვემოთ მოკლედ მოგითხრობთ პროექტის  განხორციელების შესახებ, რომელიც ნამდვილად კმაყოფილს დაგტოვებთ თითოეულს ვიმედოვნებ.

ალბათ გაინტერესებთ რა ეფექტური გზებით მივაღწიეთ პროექტის მიზნებს

  • პირველ რიგში მოვახდინეთ სოფ:ჩუმათელეთის მოსახლეობის ინფორმირება პროექტის შესახებ ,შემდეგ თანმიმდევრულად განვახორცილელეთ დასახული ღონისძიებები
  •  მოვაწყეთ დასუფთავების აქცია
  • განვათავსეთ სკამები ტყის სასეირნო სივრცეში
  • დავწერეთ კედლის გაზეთი
  • განვათავსეთ სამოქალაქო სტენდი სკვერში

მე ვთვლი, რომ მთავარი წინაპირობა  პროექტის მიზნის მიღწევისა იყო თემის აქტიურობა და მონდომება პროექტის გარშემო

ჩემი აზრით, პროექტმა უდიდესი დადებითი ზეგავლენა მოახდინა როგორც სკოლაზე, თემზე ისე ამ პროექტის ყველა ბენეფიციარზე.

  • თემი უფრო გააქტიურდა და აქტიურად ჩაერთო პროექტის განხორციელებაში.
  • ბენეფიციარებს დაებადათ იდეები პროექტთან დაკავშირებით რომელსაც აუცილებლათ განვახორციელებთ უახლოეს მომავალში
  • სოფლის მოსახლეობა აქტიურად ჩაება ჯანსაღ ცხოვრებაში, ახალგაზრდობას შეექმნა თავისუფალი დროის გასატარებელი და თავშეყრის ერთობლივი ადგილი ბუნებაში.
  • სამოქალაქო სტენდმა გამოიწვია დაინტერესება მოქალაქეობრივი საკითხების მიმართ, ისინი აქტიურად ეცნობიან გაზეთს, იღრმავენებ ცოდნას და უფრო მეტს იგებენ ისეთი ორგანიზაციების შესახებ რომლებიც სამოქალაქო საქმიანობებს ანხორციელებენ
  • ბენეფიციარები დაინტერესდნენ, რომ კვლავ განხორციელდეს საგრანტო პროექტები რათა აქტიურად ჩაებან მის განხორციელებაში და გახდნენ აქტიური მოქალაქეები

მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს,რომ ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურა იყო ჩაბმული პროექტში და გვეხმარებოდა მის განხორციელებაში.  დასუფთავების სამსახურმა გამოგვიყო ნაგვის მანქანა დასუფთავების აქციისთვის, გამგეობამ კი დაგვასაჩუქრა ნაგვის ურნები, როლებიც აუცილებლად დაიდგმება სკვერში 2012 წლის ზაფხულში, პირადად ჩემთვის გამგეობის გვერდში დგომა უდიდესი წარმატებაა.

რაც შეეხება პროექტის მდგრადობას ის  გამოჩნდა იმ წუთიდან, როდესაც პროექტის განხორციელება დავიწყეთ, როგორც მოგეხსენებათ ჩვენი პროექტის იდეა იყო ახალგაზრდებისთის დასასვენებელი და გასართობი სკვერის შექმნა ჯანსაღ გარემოში. მოსახლეობა დაინტერესებულია ამ პროექტის გაგრძელებით მათ გაუჩნდათ იდეები რომელიც მაშტაბურს გახდის პროექტს და ახალგაზრდობას მისცემს საშუალებას იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით. იდეაშია რომ სკვერთან ახლოს გაკეთდეს საჭიდაო მოედანი სადაც სოფლის მაშტაბით ჩატარდება შეჯიბრებები მოყვარულებისთის, ასევე მოსახლეობა გეგმავს იყიდოს კალადბურთის ფარები და ფრენბურთის ბადე სპორტული ცხოვრებისთვის. ამ იდეების განხორციელებით ახალგაზრდები იცხოვრებენ სპორტული ცხოვრებით ჯანსაღ გარემოში.

This entry was posted in ეს საინტერესოა, ჯანსაღი ცხოვრების წესი. Bookmark the permalink.

2 Responses to პროექტი” ჯანსაღი გარემო მომავალი თაობისთვის”

  1. Chemi nichierri :*:**:*:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s